სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    მარი მგალობლიშვილი
    01.11.2013

    ესპანეთის ნაკრების ნახევარმცველი სესკ ფაბრეგასი 16 წლისა "ბარსელონადან" "არსენალში" გადაბარგდა. იმ დროს კატალონიურმა კლუბმა ახალგაზრდა ფეხბურთელის სანაცვლოდ 700 ათასი ფუნტი მიიღო, ხოლო ფაბრეგასის კარიერა კი ინგლისში საკმაოდ კარგად აეწყო. თუმცა ესპანელ ფეხბურთელს კვლავ მშობლიურ კლუბში დაბრუნება მოუწია.

    მამუკა ნაცვალაძე
    31.10.2013

    ცნობილი სპეციალისტის, კარლო ანჩელოტის გადაბარგებამ მადრიდის "რეალში" ახალი იმპულსი შესძინა პრიმერადივიზიონს. ანჩელოტისთვის ესპანური გარემო ერთგვარი სიახლეა, მან ხომ გულშემატკივარს თავი იტალიურ "მილანსა" და ფრანგულ პსჟ-ში მუშაობით დაამახსოვრა.

    მამუკა ნაცვალაძე
    30.10.2013

    ფეხბურთი რასიზმის გარეშე - ეს მოწოდება სულ უფრო აქტუალური ხდება. დღეს უეფას სადისციპლინო კომისია განიხილავს მოსკოვში ჩემპიონთა ლიგის ბოლო ტურის მატჩში ადგილობრივ ცსკა-სა და "მანჩესტერ სიტის" შეხვედრისას მომხდარ ინციდენტს. ის მატჩი "სიტიმ" მოიგო 2:1, განაწყენებულ რუს გულშემატკივართა რადიკალური ნაწილი განსაკუთრებულად აგრესიული გახლდათ სტუმართა აფრო-ამერიკული წარმომავლობის მოთამაშის იაია ტურეს მიმართ, რომელის მისამართითც გამუდმებით ისმოდა შეურაცხმყოფელი შეძახილები.

    მარი მგალობლიშვილი
    29.10.2013

    "სკა-ენერგიის" ქართველ ნახევარმცველზე გოგიტა გოგუაზე, რუსული გამომცემლობა "ვანდივიზიონი" ინტერვიუს ასეთი სიტყვებით იწყებს: "გოგუამ "სკა-ენერგიის" გულშემატკივრების გული მალე მოიგო. მატჩის მსვლელობისას ის ყველაფერს აკეთებს, რათა გუნდს დაეხმაროს."

    მამუკა ნაცვალაძე
    28.10.2013

    გასული უქმეები უდავოდ დაამშვენა ესპანურმა საფეხბურთო კლასიკომ. "ნოუ კამპზე" ერთმანეთს კარლო ანჩელოტის "რეალი" და ხერარდო მარტინოს "ბარსელონა" დაუპირისპირდა. "რეალისათვის" ეს იყო შანსი სამქულიანი ჩამორჩენა აღმოეფხვრა და კიდევ უფრო დაეძაბა პრიმერადივიზიონში ისედაც დაძაბული ვითარება.

    მარი მგალობლიშვილი
    26.10.2013

    ესპანეთის პრიმერა დივიზიონი შაბათს ყველაზე საინტერესო იქნება - ლა ლიგაში მორიგი "ელ კლასიკო" გაიმართება. დღევანდელ დაპირისპირებაში პირველად მიიღებს მონაწილეობას ბრაზილიელი ფეხბურთელი ნეიმარი. როგორც მან ესპანელ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, თანამემამულე მარსელოს, რომელიც "რეალის" ღირსებას იცავს, მომავალ თამაშზე ესაუბრა: "ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს მარსელოსთან. ის ერთ-ერთი ჩემი საუკეთესო მეგობარია ფეხბურთელებს შორის, მაგრამ მას უკვე ვუთხარი, რომ "ბარსელონა" მოიგებს".

    მარი მგალობლიშვილი
    25.10.2013

    ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურში მადრიდის "რეალმა" სანტიაგო ბერნაბეუზე "იუვენტუსი" მიიღო და და 2:1 დაამარცხა. ანგარიში მატჩის საწყის წუთებზე "სამეფო კლუბის" გოლიადორმა კრიშტიანუ რონალდუმ გაიტანა.

    მამუკა ნაცვალაძე
    24.10.2013

    გაიმართა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურის პირველი დღის მატჩები. "ბარსელონასა" და "მილანის" დაპირისპირება "სან სიროზე" ფრედ 1:1 დასრულდა, მოულოდნელი გამოდგა დორტმუნდელთა გამარჯვება "ემირეით სტეიდიუმზე", თანაც "არსენალის" დამრიგებლის არსენ ვენგერის დაბადების დღეს. გერმანელებმა თამაში 2:1 მოიგეს, რამაც უკიდურესად დაძაბა სატურნირო მდგომარეობა. სამ გუნდს: "არსენალს", "დორტმუნდსა" და "ნაპოლის" 6-6 ქულა აქვთ და მეორე წრეში ფაქტობრივად ყველაფერს თავიდან იწყებენ.

    მარი მგალობლიშვილი
    22.10.2013

    ჯანო ანანიძემ მოსკოვის "სპარტაკში" 5 წელი გაატარა, თუმცა ბოლო პერიოდში ძირითად შემადგენლობაში აღარ უწევდა თამაში, რის გამოც კლუბის დატოვება მოუწია. ახალგაზრდა ფეხბურთელმა კარიერა კვლავ რუსეთში გააგრძელა და "როსტოვში" გადავიდა.

    მარი მგალობლიშვილი
    21.10.2013

    "რეალის" გოლკიპერ იკერ კასილაზე, მის უთამაშებლობაზე ბოლო დროს ძალიან ბევრი დაიწერა. ესპანეთის ნაკრები კიპერის უთამაშებლობა გასულ სეზონში დაიწყო, როდესაც "სამეფო კლუბს" ჟოზე მოურინიო წვრთნიდა. თუმცა, მისი მოედნის გარეთ ყოფნა კარლო ანჩელოტის მისვლის შემდეგაც გაგრძელდა. მას ერთადერთი ესპანეთის ნაკრების თავკაცი ვისენტე დელ ბოსკე ენდობა.

    მარი მგალობლიშვილი
    19.10.2013

    ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე რამდენიმე საათით ადრე ლონდონის "არსენალმა" ყველასთვის მოულოდნელად მადრიდის "რეალიდან" მესუთ იოზილი იყიდა. გერმანელი ფეხბურთელის ესპანეთიდან ინგლისში გადაბარგებას არავინ მოელოდა, თუმცა იოზილი "მეთოფეებს" მალევე შეეწყო და გოლების განატაც მალევე დაიწყო.

    მამუკა ნაცვალაძე
    18.10.2013

    მადრიდის "რეალის" მეორე მწვრთნელი, ლეგენდარული ზინედინ ზიდანი ყოველთვის გამოირჩევა საღი საფეხბურთო ანალიზით, ამიტომაც არაა გასაკვირი, რომ მას ევროპული პრესა გამორჩეულად სწყალობს.


    Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×