სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    მარი მგალობლიშვილი
    12.10.2013

    საფეხბურთო სამყარო სამშაბათსა და ოთხშაბათს 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე გასაგზავნ გუნდებს საბოლოოდ გამოავლენს. საგზური უკვე მოიპოვა გერმანიის ნაკრებმა, თუმცა, ბუნდესნაკრების მეკარე მანუელ ნოიერი თვლის, რომ გერმანიას ამ ორ თამაშში საკმაოდ დიდი ბრძოლის გადატანა მოუწევს.

    მარი მგალობლიშვილი
    11.10.2013

    ლუკა მოდრიჩმა განაცხადა, რომ მადრიდის "რეალში" გადასვლა და "ტოტენჰემის" დატოვება საუკეთესო ფაქტია, რაც მის საფეხბურთო ცხოვრებაში მოხდა. ხორვატი ფეხბურთელი კრიშტიანუ რონალდუს მადლობას უხდის, რადგან სწორედ პორტუგალიელი დაეხმარა მას "სამეფო კლუბში" ადაპტაციის გავლაში.

    მამუკა ნაცვალაძე
    10.10.2013

    ერთი კვირის წინ გამართული მატჩი "დონბას არენაზე" ადგილობრივი "შახტარისა" და "მანჩესტერ იუნაიტედის" მონაწილეობით ოქროს ასეობით შევიდა ევროპული საკლუბო ფეხბურთის ისტორიაში. "წითელი ეშმაკუნების" ჰავბეკმა რაიან გიგზმა შესარჩევი ეტაპის ჩათვლით 145-ე მატჩი ითამაშა და ჩემპიონთა ლიგაში ჩატარებული მატჩების რაოდენობით გაასწრო მანმადე საუკეთესო მაჩვენებლის მქონე "სამეფო კლუბის" ლეგენდარულ ექს-კაპიტანს რაულს.

    მამუკა ნაცვალაძე
    09.10.2013

    გასული საუკუნის 70-80-იანი წლების ცნობილი არგენტინელი მწვრთნელი სეზარ ლუის მენოტი მსოფლიოში შემტევი ფეხბურთის ერთ-ერთი გამორჩეული აპოლოგეტია. ესპანურმა "მარკამ" არგენტინის ნაკრების ყოფილ დამრიგებელს სთხოვა შეეფასებინა პრიმერადივიზიონში მიმდინარე მოვლენები სწორედ შემტევი ფეხბურთის პრიზმიდან.

    მარი მგალობლიშვილი
    08.10.2013

    საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის მე-8 ტური, სოფლებში დვანსა და დიცში რუსი სამხედროების მიერ მავთულხლართების გავლების ფაქტთან დაკავშირებით, პროტესტის გამოხატვით დაიწყო. კერძოდ მატჩების დაწყებამდე გუნდები გულშემატკივრების წინაშე მაისურებით წარსდგნენ, რომლებზეც ეწერა: "დვანი და დიცი საქართველოა!".

    მამუკა ნაცვალაძე
    06.10.2013

    მოურინიოს დაბრუნება პრემიერლიგაში მიმდინარე წლის ინგლისის საფეხბურთო ცხოვრების ერთ-ერთი გამორჩეული ფაქტია, "ჩელსი" ახალი ნახტომისათვის ემზადება, თუმცა, ეს ნახტომი რომ რთული იქნება, ამას ყველაა შეგუებული.

    მარი მგალობლიშვილი
    05.10.2013

    "მანჩესტერ იუნაიტედიდან" სერ ალექს ფერგიუსონის წასვლის შემდეგ 6 თვე გავიდა. გუნდს სათავეში დევიდ მოიესი ჩაუდგა, თუმცა "წითელ ეშმაკებს საქმე არც პრემიერლიგაში აქვთ კარგად და ვერც ჩემპიონთა ლიგაზე. 26 წლის მუშაოების შემდეგ ფერგიუსონმა საქმიანობა გტშსუა-ის ელჩად გააგრძელა.

    მარი მგალობლიშვილი
    04.10.2013

    ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურის მეორე დღის მატჩები გაიმართა. გასული სეზონის მსგავსად, "მანჩესტერ სიტი" კვლავაც წარუმატებლად ასპარეზობს. "სიტიმ" შინ მიუნხენის "ბაიერნთან" ვერ შეძლო გამარჯვების მოპოვება, თუმცა ინგლისელებმა ერთი გოლის გატანა მაინც მოახერხეს. ანგარიში მე-7 წუთზე რიბერიმ გახსნა, 56-ე წუთზე ორამდე მიულერმა გაზარდა, ზუსტად ოთხ წუთში კი რობენიმ ანგარიში სამამდე გაზარდა. პრესტიჟის გოლი ნეგრედომ მე-80 წუთზე გაიტანა.

    მამუკა ნაცვალაძე
    03.10.2013

    გაიმართა ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურის პირველი დღის მატჩები. წინა ტურში "ბაზელისაგან" გამწარებულმა "ჩელსიმ" შანსი არ დაუტოვა ბუქარესტის "სტიაუას" და გასვლით მატჩში მისსავე მოედანზე გაანადგურა 4:0, "არსენალი"-"ნაპოლის" დაპირისპირება კი არსენ ვენგერის შეგირდების სასარგებლოდ დასრულდა.

    მამუკა ნაცვალაძე
    02.10.2013

    საფეხბურთო კულუარებს გამორჩეულ ხიბლს მატებენ ექსტრაორდინალური მწვრთნელები, მათგან უდავოდ გამორჩეულია ლონდონის "ჩელსის" თავკაცი ჟოზე მოურინიო, რამდენიმე წელია, რაც გულშემატკივარი აალაპარაკა კიდევ ერთმა პორტუგალიელმა ანდრე ვილაშ-ბოაშმა, რომელმაც "პორტუსთან" ერთად მოიგო წლის ყველა ოთხივე ტიტული, რაც სავარაუდოდ, დიდხანს დარჩება სამწვრთნელო სარეკორდო მაჩვენებლად.

    მარი მგალობლიშვილი
    01.10.2013

    "მილანის" თავდამსხმელმა მარიო ბალოტელიმ განმარტა იმის შესახებ, თუ როგორ რეაგირებს, როცა მეტოქე ფეხბურთელები მას ფეხებში ურტყამენ.

    მამუკა ნაცვალაძე
    30.09.2013

    გასულ უქმეებზე პრიმერადივიზიონში მთავარი საფეხბურთო დრამა "სანტიაგო ბერნაბეუზე" განვითარდა. მადრიდის "რეალის" მარცხი თანაქალაქელ "ატლეტიკოსთან" 0:1 ბევრისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა.


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×