სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    მარი მგალობლიშვილი
    14.09.2013

    პაულო მალდინი "რეალის" ახალ მწვრთნელზე კარლო ანჩელოტიზე საუბრობს. ისინი ერთმანეთს საკმაოდ კარგად იცნობენ - 1987-დან 1992 წლამდე თანაგუნდელები იყვნენ, ხოლო 2001-დან 2009 წლამდე კარლო მალდინის კაპიტანი იყო. როდესაც ანჩელოტი "რეალში" წავიდა სამუშაოდ, პრესაში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ იტალიელ სპეციალისტს თანაშემწედ მალდინიც მიჰყავდა, თუმცა "მილანის" ყოფილმა კაპიტანმა ეს ინფორმაცია უარყო.

    მარი მგალობლიშვილი
    13.09.2013

    ჩემპიონთა ლიგის სამგზის გამარჯვებული და ოთხგზის აფრიკის წლის საუკეთესო ფეხბურთელი სამუელ ეტოო კარიერას ლონდონის "ჩელსიში" გააგრძელებს. აფრიკელი ფეხბურთელი ევროპული გრანდებიდან მახაჩყალის "ანჟიში" წავიდა, სადაც მისი მწვრთნელი კარგად ცნობილი რობერტო კარლოსი იყო. ეტოო დაღესტნურ კლუბში საკმაოდ დიდი თანხის სანაცვლოდ წავიდა, თუმცა რუსეთში ვერ გაძლო და ისევ ევროპისკენ აიღო გეზი.

    მამუკა ნაცვალაძე
    12.09.2013

    ქართველმა "ჯვაროსნებმა" მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ჯგუფური ეტაპის ბოლო საშინაო მატჩი ფინეთის ნაკრებთან ითამაშეს და მინიმალური ანგარიშით - 0:1 წააგეს. გულშემატკივართა იმედი, რომ საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები შეძლებდა გაემეორებინა თავისი არსებობის განმავლობაში მსოფლიო და ევროპის შესარჩევ ეტაპეპზე მიღწეული საუკეთესო შედეგი - მესამე ადგილი, წარსულს ჩაბარდა. ფინეთის ნაკრებთან ჩატარებულმა მატჩმა პასუხი გასცა ყველას და ყველაფერს.

    მამუკა ნაცვალაძე
    11.09.2013

    დღეს სტარტს აიღებს ევროპის საკალათბურთო ჩემპიონატის მეორე ჯგუფური ეტაპი, რომელშიც ოთხი ჯგუფიდან შერჩეული საუკეთესო პირველი სამი გუნდი იასპარეზებს. პირველ უ ჯგუფში ითამაშებენ: ლიტვა, საფრანგეთი, ლატვია, უკრაინა, ბელგია და სერბეთი, მეორე ა ჯგუფში კი საბერძნეთი, ესპანეთი, სლოვენია, იტალია, ფინეთი და ხორვატია.

    მარი მგალობლიშვილი
    10.09.2013

    მადრიდის "რეალისა" და ესპანეთის ნაკრების ნახევარმცველი ჩაბი ალონსო ტრავმის გამო რამდენიმე თვეა ვერც ნაკრებს და ვერც გუნდს ვერ ეხმარება. ამის მიუხედავად, ესპანელი ფეხბურთელი იმედს არ კარგავს, რომ 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილეობას მიიღებს და თან დასძენს, რომ ეს მუნდიალი მისთვის ბოლო იქნება.

    მამუკა ნაცვალაძე
    09.09.2013

    ხვალ "დინამო არენაზე" 21:00 საათზე საქართველოს საფეხბურთო ეროვნული ნაკრები ფინეთის ნაკრებს დაუპირისპირდება. ეს მატჩი ქეცბაიას გუნდისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანია, რამდენადაც მოგების შემთხვევაში ჯვაროსნებს რეალური შანსი აქვთ, თავიანთი არსებობის ისტორიაში მეორედ დაიკავონ მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატების შესარჩევ ციკლში მესამე ადგილი.

    მარი მგალობლიშვილი
    07.09.2013

    ესპანურმა გრანდმა მადრიდის "რეალმა" ერთ-ერთი დიდი ტრანსფერი განახორციელა. "სამეფო კლუბმა" ლონდონის "ტოტენჰემიდან" გარეთ ბეილი შეიძინა. ბეილის "რეალში" გადასვლაზე დიდი ხანია მიმდინარეობდა საუბარი, თუმცა ფეხბურთელი სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე რამდენიმე დღით ადრე გახდა მადრიდული კლუბის წევრი. ბეილს 11 ნომრიანი მაისური შეხვდა. "ტოტენჰემის" ყოფილმა ფეხბურთელმა "სამეფო კლუბის" ოფიციალურ საიტს ინტერვიუ მისცა, სადაც ის ბევრ საინტერესო თემებზე საუბრობს.

    მარი მგალობლიშვილი
    06.09.2013

    საქართველოს ეროვნული ნაკრები, დღეს, 22:15 საათზე, მსოფლიო 2014 წლის შესარჩევ მატჩს საფრანგეთის წინააღმდეგ გამართავს. 10 სექტემბერს კი "ჯვაროსნები" ფინეთის ერვონულ გუნდს დაუპირისპირდებიან. საფრანგეთთან მატჩის წინ, ნაკრების მთავარმა მწვრთვნელმა თემურ ქეცბაიამ წინასამატჩო პრესკონფერენცია გამართა. ქეცბაიას განცხადებით, ფინეთთან შეხვედრაში მესამე ადგილის ბედი გადაწყდება, ამიტომ ნაკრები ორმაგად მობილიზებული იქნება.

    მამუკა ნაცვალაძე
    05.09.2013

     ქართველმა "ჯვაროსნებმა" საკალათბურთო ევრობატალიები სენსაციური მოგებით დაიწყეს. მათ 17 - ქულიანი სხვაობით დაამარცხეს პოლონეთის ნაკრები 87:67.

    მამუკა ნაცვალაძე
    04.09.2013

    გუშინ სლოვენიის დედაქალაქ ლუბლიანაში საზეიმოდ გაიხსნა ევროპის ჩემპიონატი კალათბურთში. საზეიმო ცერემინიალი თვალწარმტაცი სანახაობა გამოდგა, ევრობასკეტის ძირითადი ბატალიები კი დღეს იწყება.

    მარი მგალობლიშვილი
    03.09.2013

      ბრაზილიაში ჩატარებული ძიუდოისტთა მსოფლიოს ჩემპიონატი საქართველოსთვის სასიამოვნო ამბით დასრულდა - ქართველი ძიუდოისტები გუნდურ შეჯიბრში მსოფლიო ჩემპიონბი გახდნენ.

    მამუკა ნაცვალაძე
    01.09.2013

    მიუნხენის "ბაიერნმა" პეპე გვარდიოლას ხელმძღვანელობით პირველი ტიტული მოიპოვა. პრაღაში "ედენ არენაზე" სუპერთასის ფინალში გერმანელებმა უაღრესად დაძაბულ ბრძოლაში, პენალტების სერიით დაამარცხეს ჟოზე მოურინიოს "ჩელსი".


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×