სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    მარი მგალობლიშვილი
    30.08.2013

    სხვა ევროპის ქვეყნების მსგავსად, საფეხბურთო ჩემპიონატი ინგლისშიც დაიწყო. პირველივე ტურში "მანჩესტერ იუნაიტედმა" "სუონსი" დამარცხდა და გალიდერდა. დიდი ხნის შესვენების შემდეგ, მოედანს დაუბრუნდა გუნდის კაპიტანი ნემანია ვიდიჩი. სერბმა ფეხბურთელმა ტრავმის გამო მოსამზადებელ პერიოდში რამდენიმე შეხვედრაში მონაწილეობა ვერ მიიღო და სწორედ ჩემპიონატის პირველ ტურში დაუბრუნდა მოედანს.

    მამუკა ნაცვალაძე
    29.08.2013

    დღეს ლონდონის "უაით ჰართ ლეინზე" თბილისის დროით 23 საათსა და 05 წუთზე ევროპალიგის ფლეი-ოფის საპასუხო მატჩში "ტოტენჰემი" თბილისის "დინამოს" უმასპინძლებს. თბილისში "მიხეილ მესხზე" ადგილობრივი დროით 20:00 საათზე კი ქართული ფეხბურთისათვის უმნიშვნელოვანესი ბატალიები გაიმართება - გორის "დილა" ვენის "რაპიდს" დაუპირისპირდება.

    მამუკა ნაცვალაძე
    28.08.2013

    ერთი კვირაც და სლოვენიაში სტარტს აიღებს ევროპის ჩემპიონატი კალათბურთში. ამ მნიშვნელოვანი ბატალიებისათვის ემზადება საქართველოს ნაკრები.

    მარი მგალობლიშვილი
    27.08.2013

    გერმანიის ბუნდესლიგა განახლდა და მოქმედი ჩემპიონი მიუხენის "ბაიერნი" ჯერჯერობით პირველ ადგილზეა. გუნდის წარმატებულ სტარტში თავისი წვლილი შეიტანა გერმანიის ნაკრების წევრმა თომას მიულერმა. მან კლუბის ოფიციალურ საიტს ინტერვიუ მისცა, სადაც ახალ მწვრთნელზე პეპე გვარდიოლაზე და ახალა სეზონზე საუბრობს.

    მამუკა ნაცვალაძე
    26.08.2013

    საქართველოს ეროვნული ნაკრები დასკვნითი საკონტროლო მატჩების ჩასატარებლად ისრაელს გაემგზავრა. "ჯვაროსნები" ადგილობრივ ნაკრებთან აღთქმულ მიწაზე 2 საკონტროლო მატჩს გამართავენ - დღეს 26 აგვისტოს ქალაქ ელიათში, ხოლო 28-ში - ჰაიფაში.

    მარი მგალობლიშვილი
    24.08.2013

    ევროპის ლიგის გათამაშებას თბილისის "დინამო" ფაქტობრივად გამოეთიშა. პლეი-ოფის გათამაშებაში საქართველოს ჩემპიონი ლონდონის "ტოტენჰემს" დაუპირისპირდა და გამანადგურებელი ანგარიშით 0:5 დამარცხდა. ინგლისელ "მამლებს" საქართველოს ჩემპიონთან მოგება არ გასჭირვებია, მიუხედავად იმისა, რომ ვილაშ-ბოაშმა თბილისში წამყვანი ფეხბურთელები არ ჩამოიყვანა. აი, დუშან უჰრინმა კი ოპტიმალური შემადგენლობა დააყენა, თუმცა, თბილისელებს ვერაფერმა ვერ უშველა.

    მარი მგალობლიშვილი
    23.08.2013

    სამწლიანი პაუზის შემდეგ მადრიდის "რეალის" მაისურას კლუბის ლეგენდა რაულ გონსალეს ბლანკო კვლავ მოირგებს და "სანტიაგო ბერნაბეუზე" გააგორებს ბურთს. რაულის მადრიდში დაბრუნების მიზეზი მისი ახლანდელი გუნდის "ალ სადისა" და "რეალის" დაპირისპირებაა. მანამდე კი მადრიდელთა ყოფილმა ფორვარდმა ინტერვიუ მისცა თავისი ამჟამინდელი კლუბის ოფიციალურ ვებგვერდს და მომავალი მატჩის გარდა, სხვა საინტერესო თემებზეც ისაუბრა

    მამუკა ნაცვალაძე
    22.08.2013

    დღეს "დინამო არენაზე" 20:00 საათზე ევროპა ლიგის ფლეი-ოფში თბილისის "დინამო" ლონდონის "ტოტენჰემ ჰოტსპურს" უმასპინძლებს. მსოფლიოს მაღალანაზღაურებად გუნდებს შორის მეთერთმეტე ადგილზე მყოფ ინგლისელ "მამლებს" ევროპა ლიგაზე საკმაოდ დიდი ამბიციეა გააჩნიათ, ამის დასტურია ის ფაქტი, რომ მიმდინარე სატრანსფერო ბაზარზე ყველაზე აქტიური სწორედ ანდრე ვილაშ-ბოაშის გუნდია.

    მამუკა ნაცვალაძე
    21.08.2013

      ხვალ "დინამო არენაზე" ლიგა ევროპის თასის პლეი-ოფში თბილისის "დინამო" ლონდონის "ტოტენჰემ ჰოტსპურს" დაუპირისპირდება.

    მარი მგალობლიშვილი
    20.08.2013

    "ინტერის" ლეგენდარული კაპიტანი, 40 წლის არგენტინელი ხავიერ ძანეტი კვლავაც ტრავმირებულია და შესაბამისად, ჟურნალისტებთან ურთიერთობისთვის დიდი დრო აქვს. არგენტინელი "ლა დომენიკა სპორტივას" ჟურნალისტს ესაუბრა და აქტუალურ თემებზე საკუთარი პოზიცია დააფიქსირა.

    მამუკა ნაცვალაძე
    19.08.2013

    საქართველოს ეროვნულმა საკალათბურთო ნაკრებმა საფრანგეთში გამართული ანტიბის საერთაშორისო ტურნირი მეორე ადგილზე დაასრულა. იგორ კოკოშკოვის გუნდმა სერბეთის უძლიერესი ნაკრების დამარცხების შემდეგ ფინალი მასპინძლებთან, ფრანგებთან დათმო 71:86.

    მარი მგალობლიშვილი
    17.08.2013

    გერმანიის ბუნდესლიგა დაიწყო და გერმანული მედიის ყურადღების ცენტრში ბუნდესლიგის ლიდერი კლუბების ახალწვეულები მოექცნენ. მათ შორის არის "ბაერნის" 22 წლის ფეხბურთელი იან კირხჰოფიც, რომელმაც გერმანულ თზწკე.სწქ-თან ინტერვიუში გუნდში ამჟამინდელ მდგომარეობაზე, პეპე გვარდიოლაზე და სხვა საინტერესო თემებზე ისაუბრა.


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved