სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    მამუკა ნაცვალაძე
    03.08.2013

    სერბეთის 19 წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონია, პატარა ევროპული ქვეყნის წარმომადგენლებმა გადამწყვეტ მატჩში დაამარცხეს სახელოვანი საფეხბურთო ტრადიციების მქონე ფრანგი 19 - წლამდელები მინიმალური ანგარიშით 1:0 და ევროპის ჩემპიონის ტრიუმფატორის მანტია ღირსეულად მოირგეს.

    მამუკა ნაცვალაძე
    02.08.2013

    მადრიდის "რეალი" მორიგი საფეხბურთო სეზონისათვის ემზადება. დღეს სამეფო კლუბი აშშ-ში გამართავს მორიგ მატჩს "ლოს ანჯელეს გალაქსისთან". მიმდინარე სეზონი კი კარლო ანჩელოტის გუნდმა იმით დაიწყო, რომ სძლია პაპა კარლოს ძველ გუნდს - ფრანგულ "პსჟ"-ს.

    მამუკა ნაცვალაძე
    01.08.2013

    თბილისის "დინამომ" მორიგი ევროგამოცდა ვერ ჩააბარა. ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩი საკუთარ მოედანზე ბუქარესტის "სტიაუასთან" დათმო 0:2 და პრაქტიკულად მხოლოდ მიზერული თეორიული შანსი დაიტოვა ჩემპიონთა ლიგის მომდევნო ეტაპზე გასასვლელად.

    მამუკა ნაცვალაძე
    31.07.2013

    მომავალ წელს ბრაზილიაში გაიმართება მსოფლიო ჩემპიონატი, მოუთმენლად რომ ელის მთელი საფეხბურთო სამყარო. წელს მუნდიალის გენერალურ რეპეტიციას უმასპინძლა კოპაკაბანას ნაპირებმა. ამ შთამბეჭდავ სანახაობას არ დაჰკლებია ცნობილი იტალიელი სპეციალისტი ფაბიო კაპელო, რომელიც რუსეთის ნაკრებს უდგას სათავეში.

    მამუკა ნაცვალაძე
    30.07.2013

    დღეს 22:00 საათზე საზოგადოებრივ მაუწყებელზე, თბილისის "დინამოსა" და "სტიაუას" მატჩის დასრულების შემდგომ შედგება პრემიერა გოგი თორაძის მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმისა "ჩვენი ფეხბურთი" - ეს არის ტრილოგიის მესამე ფილმი.

    მარი მგალობლიშვილი
    29.07.2013

      "დნიპროს" ქართველი ლეგიონერი ჯაბა კანკავა, რუსულ გამომცემლობა "კომანდას" ახალ სეზონზე, მის მწვრთნელ ხუანდე რამოსზე და საქართველოს ნაკრებზე ესაუბრა. ორი ტურის შემდეგ, "დნიპრო" ლიდერობს.

    მარი მგალობლიშვილი
    27.07.2013

    მიუხენის "ბაიერნმა" ამხანაგური შეხვედრა გამართა "ბარსელონასთან". პეპე გვარდიოლამ თავის ყოფილ გუნდს 2:0 მოუგო. სწორედ "ბარსელონასთან" მატჩისას დაშავებული მიუხენელთა ერთ-ერთი ლიდერი ბასტიან შვაინშტაიგერი, ამ შეხვედრას სკამიდან ადევნებდა თავლს. ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში გერმანელი ფეხბურთელი "ბარსასთან" ისე დაშავდა, რომ ქირურგიული ჩარევა გახდა საჭირო. შვაინშტაიგერმა ვარჯიში კი დაიწყო, თუმცა ჯერ მოედანზე არ გამოჩენილა.

    მარი მგალობლიშვილი
    26.07.2013

    "ბაიერნისა" და გერმანიის ნაკრების თავდამსხმელმა მარიო გომესმა კარიერის გაგრძელება იტალიაში, კერძოდ "ფიორენტინაში" გადაწყვიტა. გომესი მეორე გერმანელი ფეხბურთელია, ვინც იტალიაში წავიდა, მანამდე მილოსლავ კლლოზე გადაბარგდა.

    მარი მგალობლიშვილი
    25.07.2013

    საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები, ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მეორე შეხვედრაში, სერბეთთან მინიმალური ანგარიშით 0:1 დამარცხდა და ჯგუფიდან გასვლის შანსი მცირეღა დარჩა. ჩვენს ჯგუფში, საფრანგეთმა ასევე მინიმალური ანგარიშით 2:1 მოუგო თურქეთს და სატურნირო მდგომარეობა მკვეთრად გაიუმჯობესა. ამას ისიც ემატება, რომ ბოლო ტურში, ფრანგები უკვე ნახევარფინალზე მოფიქრალ სერბებს შეხვდებიან და, სავარაუდოდ, დადებით შედეგსაც მიაღწევენ იმის გათვალისწინებთ, რომ სერბებს ჯგუფიდან გასვლა გარანტირებული აქვთ და მათი თავკაცი წამყვანი მოთამაშეების დასვენებას აპირებს. ამის შესახებ ლიუბინკო დრულოვიჩმა მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

    მარი მგალობლიშვილი
    24.07.2013

    "ბარსელონას" ლიდერი ლეო მესიმ სეზონის განახლებამდე ესპანელ ჟურნალისტებს ესაუბრა. არგენტინელი ვარსკვლავის მიზანი ჩემპიონთა ლიგისა და მსოფლიო ჩემპიონატის მოგებაა. მესიმ "ბარსელონას" ახალ შენაძენზე, ნეიმარზეც, ისაუბრა და განაცხადა, რომ ის ბრაზილიელს ყველაფერში დაეხმარება და კარგ პარტნიორობას გაუწევს.

    მამუკა ნაცვალაძე
    22.07.2013

    ლიტვაში სტარტი აიღო ევროპის 19 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ფინალურმა ეტამპა. პირველი მატჩი ქართველ "ჯვაროსნებს" ალიტუსში ევროპის ორგზის ჩემპიონ საფრანგეთის ნაკრებთან ჰქონდათ. გია ცეცაძის გუნდმა ღირსეულად ითამაშა, არაფერი დაუთმო სახელოვან მეტოქეს და ტოლ-სწორად წარმოაჩინა თავი. მატჩი ფრედ 0:0 დასრულდა.

    მარი მგალობლიშვილი
    20.07.2013

    ევროპის ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი შეხვედრა გორის "დილასთვის" წარმატებული აღმოჩნდა, რასაც ვერ ვიტყვით საჩხერის "ჩიხურაზე". იმერლები სტუმრად შვეიცარიულ "თუნთან" 0:2 დამარცხდნენ. საჩხერელებს განმეორებით შეხვედრაში დიდი გამოცდა ელით.


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×