სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    მარი მგალობლიშვილი
    05.04.2016

     "მანჩესტერ იუნაიტედის" სტადიონის "ოლდ ტრაფორდის" ერთ ნაწილს სერ ბობი ჩარლტონის სახელი დაერქვა. ჩარლტონი "წითელი" ეშმაკების ლეგენდა და გუნდის საუკეთესო ბომბარდირი გახლდათ.

    მარი მგალობლიშვილი
    04.04.2016

     ესპანეთის ლა ლიგის 32-ე ტურის ცენტრალური მატჩი "ნოუ კამპზე" გაიმართა, სადაც "ბარსელონამ" მადრიდის "რეალს" უმასპინძლა. "სამეფო კლუბის" თავკაც ზინადინ ზიდანისთვის მწვრთნელის რანგში ეს პირველი ელ კლასიკო იყო და გამარჯვებით დასრულდა.

    მარი მგალობლიშვილი
    02.04.2016

     "მანჩესტერ იუნაიტედის" ლეგენდა რაიან გიგზს კლუბის ახალგაზრდული აკადემია ჩააბარეს. საფეხბურთო კარიერა 25 წლის წინ მან სწორედ აქ დაიწყო.

    მამუკა ნაცვალაძე
    01.04.2016

     ხვალ, 2 აპრილს, ბარსელონაში, "კამპ ნოუზე" გაიმართება "ბარსელონასა" და "რეალის" მორიგი დაპირისპირება. ელ კლასიკო ტრადიციულად განსაკუთრებული მოვლენაა ევროპულ საფეხბურთო ცხოვრებაში, არც ხვალინდელი თამაშია გამონაკლისი. მადრიდელებს რევანში აქვთ ასაღები - პირველი წრის შეხვედრა ხომ უშანსოდ, დიდი ანგარიშით - 0:4 დათმეს.

    მამუკა ნაცვალაძე
    31.03.2016

     არგენტინული ფეხბურთის ლეგენდა ლიონელ მესიმ ორიოდ დღის წინ 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო შეხვედრაში ბოლივიის ნაკრებს თერთმეტმეტრიანიდან გაუტანა გოლი, რომელიც ორმოცდამეათეა კატალონიელთა ლიდერის სანაკრებო კარიერაში.

    მამუკა ნაცვალაძე
    30.03.2016

     ფერნანდო იერო ყოველთვის გამორჩეული გახლდათ საფეხბურთო წრეებში. "სამეფო კლუბის" კაპიტანი მრავალი წლის განმავლობაში ერთგულად ემსახურებოდა მშობლიურ კლუბს ფეხბურთელის რანგში, ახლა კი მადრიდის "რეალის" მთავარი მწვრთნელის, ზინედინ ზიდანის ასისტენტის რანგში ირჯება. იეროს ანგარიშზეა სამგზის ჩემპიონთა ლიგისა და ხუთგზის პრიმერადივიზიონის მოგება.

    მარი მგალობლიშვილი
    29.03.2016

     ლონდონის "არსენალის" მთავარმა მწვრთნელმა არსენ ვენგერმა გუნდის ოფიციალურ საიტთან ინტერვიუში ისაუბრა იმაზე, თუ რა როლს თამაშობს ფეხბურთი საზოგადოებისთვის.

    მამუკა ნაცვალაძე
    28.03.2016

     2016 წელი საინტერესოდ დაიხუნძლა ქართველი "ბორჯღალოსნებისათვის". მილტონ ჰეიგის რაზმი ექვს ტესტს გამართავს, რაც უდავოდ უმნიშვნელოვანესი მოვლენა იქნება ქართული რაგბის განვითარების თვალსაზრისით.

    მარი მგალობლიშვილი
    26.03.2016

     "მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილი მცველი ნემანია ვიდიჩმა "ბიბისისთან" ინტერვიუში აცხადებს, რომ თავის დროზე "მანჩესტერ იუნაიტედინად" წასვლა მისთვის საკმაოდ მძიმე გადაწყვეტილება იყო.

    მარი მგალობლიშვილი
    25.03.2016

     მადრიდის "რეალის" მცველი ბრაზილიის ნაკრებში არ გამოიძახეს, თუმცა ამ ფაქტამდე მარსელოსთვის პოზიტიური მოვლენებიც იყო. ბრაზილიელმა ფეხბურთელმა "სამეფო კლუბის" მაისურა 350-ჯერ მოირგო.

    მამუკა ნაცვალაძე
    24.03.2016

     ლიონელ მესი საფეხბურთო მსოფლიოს ყურადღების ცენტრშია. ეს არცაა გასაკვირი - არგენტინელი ვარსკვლავი ხომ სასწაულებს აკეთებს საფეხბურთო მოედანზე. მის ფანტასტიკურ, კრეატიულ და არაპროგნოზირებად გადაწყვეტილებებს საყოველთაო აღფრთოვანებაში მოჰყავს ყველაზე მომთხოვნი საფეხბურთო გურმანიც კი.

    მარი მგალობლიშვილი
    23.03.2016

     სტივენ ჯერარდმა "ტელეგრამთან" ინტერვიუში აღნიშნა, რომ მას ძალიან ენატრება "ლივერპული", მაგრამ ახლა მაქსიმალურად ცდილობს ლოს-ანჯელესზე გადაიტანოს ყურადღება.


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×