თიკო ოსმანოვა
21.03.2015

 პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მზადაა შეხვდეს თავის რუს კოლეგას, თუკი საუბრის თემა საქართველოს ოკუპირებული რეგიონები და ამ პრობლემის მოგვარების გზების ძიება იქნება - ასე პასუხობენ თბილისში რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერის, დმიტრი პესკოვის განცხადებას ორი პრეზიდენტის შესაძლო შეხვედრასთან დაკავშირებით.

ია აბულაშვილი
21.03.2015

ფაშიზმზე გამარჯვების 70 წლისთავისადმი მიძღვნილ საზეიმო ცერემონიაში მონაწილეობის მისაღებად თანხმობა, სავარაუდოდ, 30-ზე მეტი სახელმწიფოს მეთაურმა განაცხადა. ამის შესახებ იტყობინება რუსული მედია. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით კი, ამ საკითხთან დაკავშირებით ცნობები საჯარო მხოლოდ აპრილის დასაწყისში გახდება.

ლიკა ამირაშვილი
21.03.2015

ქუთაისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის ადგილი ისევ ვაკანტურია. კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, ვაკანტურ ადგილზე განცხადება 4-მა კანდიდატმა შეიტანა.

მარი ჩიტაია
21.03.2015

 შავი ლითონისა და ალუმინის ჯართზე მოთხოვნაც და ფასიც შემცირდა. ჩამბარებელ პუნქტებში აცხადებენ, რომ წინა წლებთან შედარებით, ჯართის შესყიდვა განახევრდა, შესაბამისად, მინიმუმადე დაეცა ექსპორტიც, რასაც "საქსტატის" მონაცემებიც ადასტურებს.

ელზა წიკლაური
21.03.2015

 სწრაფი ჩარიცხვის აპარატებით ამა თუ იმ გადასახადის გადახდა უფრო და უფრო პოპულარული ხდება. მოსახლეობა განურჩევლად ასაკისა, მიიჩნევს, რომ თანხის ამ მეთოდით გადახდა საკმაოდ მოსახერხებელია. სწრაფი ჩარიცხვის აპარატების პოპულარობაზე მეტყველებს "ეისითის" მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებიც, რომლის მიხედვით ათიდან ცხრა თბილისელს, ანუ გამოკითხულთა 90%-ს, ბოლო 3 თვის განმავლობაში ერთხელ მაინც გადაუხდია თანხა სწრაფი გადახდის აპარატის მეშვეობით.

მაკა ხარაზიშვილი
21.03.2015

საერთაშორისო ბაზრებზე ნავთობის ფასი ისევ თავქვე მიექანება. თუკი ტენდენცია შენარჩუნდა, ქართველ ნავთობიმპორტიორებს 5-თეთრით გაძვირებული ბენზინის ისევ გაიაფება მოუწევთ. ჯერჯერობით ბენზინის საერთაშორისო ფასი გაუფასურებულ ლართან მიმართებაში საწვავის გაიაფების შესაძლებლობას არ იძლევა. უცხოელი ანალიტიკოსები, წლის ბოლომდე "შავი ოქროს" კიდევ უფრო გაიაფებას ვარაუდობენ.

სალომე სარიშვილი
21.03.2015

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" საპროტესტო აქციის პარალელურად, 21 მარტს, დღის 2 საათზე, სამების საკათედრო ტაძართან არასამთავრობო ორგანიზაცია "სრულიად საქართველოს სახალხო დარბაზი" კონტრაქციას გამართავს. კიდევ ერთი აქცია საზოგადოებრივ მაუწყებელთანაც იქნება, რომლის ორგანიზატორი კოალიცია "ერთსულოვნებაა", თუმცა, როგორც კოალიციაში აცხადებენ, აქცია არ უკავშირდება "ნაციონალურ მოძრაობას" და სულ სხვა შინაარსისაა.

მაკა ხარაზიშვილი
21.03.2015

 ბიძინა ივანიშვილმა ლარის გაუფასურებასთან დაკავშირებით ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კიდევ ერთხელ გააკრიტიკა. ყოფილი პრემიერის აზრით, ქვეყნის მთავარი ბანკის დაგვიანებულმა რეაქციამ ბაზარზე აჟიოტაჟი გამოიწვია, რამაც ლარის დევალვაციას შეუწყო ხელი. გიორგი ქადაგიძე კი ისევ თავის მართლების რეჟიმშია და ამბობს, რომ მის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები იყო ადეკვატური და თანმიმდევრული.

თეა ბეჟიტაშვილი
21.03.2015

 ვარჯიში ჯანსაღი ცხოვრების უმნიშვნელოვანესი ნაწილია. ნებისმიერი ექიმი, დიეტოლოგი თუ ფიტნეს ინსტრუქტორი დიეტის დაცვის გარდა ფორმაში ჩასადგომად და ზოგადად, ჯანსაღი ცხოვრების წესის დასაცავად, ყოველთვის ვარჯიშს გვირჩევენ.

მარი მგალობლიშვილი
21.03.2015

უკრაინის ჩემპიონატში ახლახან "ჩერნომორეცის" კარში გამარჯვების გოლით თავი გამოიჩინა ლუგანსკის "ზარიას" ქართველმა ფეხბურთელმა ჯაბა ლიპარტიამ. ვინაიდანაც ლუგანსკში საომარი მოქმედებებია, გუნდი ზაპოროჟიეში თამაშობს. როგორც ლიპარტია უკრაინულ გამომცემლობასთან ინტერვიუში აღნიშნავს, ეს მდგომარეობა სტადიონებზე გულშემატკივართა ნაკლებობითაც შეინიშნება. "ჩერნომორეცთან" მატჩში ჩვენმა მეკარე სანტინიმ მაყურებლების გადათვლაც კი შეძლო", - აღნიშნა ქართველმა ფეხბურთელმა.

მარი მგალობლიშვილი
20.03.2015

"ბაიერნის" ფეხბურთელებმა კლუბის ოფიციალური სპონსორის "დოიჩე ტელეკომის" (გერმანიის ტელეკომუნიკაციების კომპანია) მიწვევით, ყველა ის ნოვატორული საინფორმაციო ტექნოლოგია დაათვალიერეს, რომელიც გაყიდვაში უახლოეს პერიოდში ჩაეშვება. გუნდის ერთ-ერთმა ლიდერმა მარიო გიოტცემ, კომპანიის დათვალიერების შემდეგ, მიუნხენელთა ოფიციალურ საიტს ინტერვიუ მისცა, სადაც ახალგაზრდა ფეხბურთელი კომპიუტერთან მის დამოკიდებულებაზე ამახვილებს ყურადღებას. ბავარიული გრანდის მოთამაშემ, რა თქმა უნდა, საფეხბურთო თემებზეც ისაუბრა.

ეკატერინე ბასილაია
20.03.2015

 გასული კვირიდან ტელეკომპანია "ჯიდიესზე" ყოფილი პრემირ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის პროექტი, გადაცემა - 20/30 დაიწყო და ის შაბათის გარდა ყოველდღე გავა. გადაცემის პირველი სტუმარი თავად პროექტის დამფუძნებელი ივანიშვილი იყო და როგორც ერთ-ერთი პროდიუსერი ვასილ მაღლაფერიძე აცხადებს, შემდგომ კვირის გადაცემებში ის ერთ-ერთ სტუმრად აუცილებლად დარჩება. სულ ამ ორგანიზაციაში 60-მდე ექსპერტია გაერთიანებული და მათი რაოდენობა, როგორც ამბობენ, მომავალში გაიზრდება.


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×