ელზა პაპოშვილი
12.10.2020

მარტვილის საკათედრო ტაძარში ქურდობის მორიგი შემთხვევა დაფიქსირდა. მირქმის ტაძრის საკურთხეველში, დედაოებს შესაწირი ყუთი  გატეხილი, იქ მოგროვილი თანხა კი წაღებული დახვდათ. 

დედა სალომეს ინფორმაციით, ქურდობის ფაქტი გუშინ, 11 ოქტომბერს მოხდა და ვარაუდობს, რომ შესაწირ თანხა სოლიდური უნდა ყოფილიყო, რადგანაც დიდი ხანია არ გაუხსნიათ. სავარაუდოდ, შესაწირი 3 თვეა რაც გროვდებოდა და თანხა ცოტა არ იყო. ამიტომაც, რა რაოდენობის თანხაა მოპარული, მათ ზუსტად არ იციან. 

ნინა გარდაფხაძე
12.10.2020

 პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება საქართველოში 2018 წლიდან ამოქმედდა. გარდა იმისა, რომ რეგულირება ამ დრომდე ზედაპირულია და არ ეხება ისეთ მთავარ კომპნენტებს როგორც, მაგალითად, კატალიზატორების ვალდებულებაა, ირკვევა, რომ რაც არის იმის აღსრულებაც სულ უფრო ნაკლებად ხდება. ქუჩებში გადაადგილდებიან მანქანები, რომლებსაც ტექდათვალიერება საერთოდ არ აქვთ გავლილი. ამას მოწმობს ისიც, რომ 2019 წელთან შედარებით 36%-ით არის შემცირებული ინსპექტირების ცენტრებში მიმართვიანობა. 

მარიკა ხორავა
12.10.2020

 ბელორუსის პრეზიდენტი ალეკსანდრ ლუკაშენკო "კგბ"-ს საგამოძიებო იზოლატორში ბელარუსის დაპატიმრებულ ოპოზიციონერებს შაბათს შეხვდა - ხოლო კვირას ბელარუსში გამართული საპროტესტო აქციების დროს, სამართალდამცავებმა 586 დემონსტრანტი დააკავეს, დაკავებულებს შორის 40 ჟურნალისტია.

ირაკლი ლომიძე
12.10.2020

 დიზელის საწვავის იმპორტი მატულობს. ამ ეტაპზე პოზიტიური დინამიკისთვის თითქმის ყველა წინაპირობაა და ეპიდემიურ პერიოდშიც კი ბიზნესი მზარდ ტრენდს აჩვენებს. ერთადერთი, რამაც შეიძლება ეს პროცესი შეაფერხოს, საქართველოს საკანონმდებლო ბაზაა, კერძოდ კი, დიზელის სტანდარტის - ევრო5-თან დაკავშირებული რეგულაცია, რომელიც წესით, 2021 წლიდან შემოდის ძალაში. შესაბამისად, როგორც ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირში განმარტავენ, მომავალი წლიდან შესაძლებელია მოხდეს ზემოაღნიშნული იმპორტის სტატისტიკის კორექტირება ქვეყნების მიხედვით. 

ქრისტინე კაპანაძე
12.10.2020

 ოპოზიციაში სისტემურად არაფერი იცვლება. უგულავას განცხადებაში არის ლოგიკა, მაგრამ არამგონია სააკაშვილი პრემიერობაზე სერიოზულად ფიქრობდეს - "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას განცხადებას „რეზონანსთან" ექსპერტები რამაზ საყვარელიძე და გია ხუხაშვილი აფასებენ.

ელზა პაპოშვილი
12.10.2020

უმძიმესი ფაქტი - საქართველოს მოქალაქე მისსავე უფროსმა ჩხუბის დროს მოკლა. გარდაცვლილი მამაკაცი პოლონეთის ქალაქ ოსიაში, ერთ-ერთ ადგილობრივ ქარხანაში მუშაობდა და მკვლელობაში ბრალდებული მისი უფროსია. როგორც ქართველი ემიგრანტები ყვებიან, 44 წლის ვანო სანებლიძეს უთანხმოება ხელმძღვანელთან  ანაზღაურების გამო მოუვიდა.

ქრისტინე კაპანაძე
12.10.2020

 აშკარად იკვეთება, რომ აზერბაიჯანი ყარაბაღის ომში უკან დახევას არ აპირებს. სწორედ ეს არის მიზეზი თუ რატომ ვერ მიაღწიეს მხარეებმა 10 ოქტომბერს მოსკოვში გამართულ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას. აქვს თუ არა აზერბაიჯანს ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნების შანსი და რა პოზიცია აქვს რუსეთს ორი ქვეყნის დაპირისპირებაში.

მარიკა ხორავა
12.10.2020

 თბილისში ინფიცირებულთა ყოველდღიური რაოდენობა აჭარის მაჩვენებელს უახლოვდება. ორშაბათს უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, რომ დედაქალაქში პირბადეების გამოყენების მიმართულებით ღონისძიებები გამკაცრდება, თუმცა ამ ეტაპისთვის თბილისში დამატებითი შეზღუდვები არ იგეგმება.

ქრისტინე კაპანაძე
11.10.2020

 დავით გარეჯის საქმეზე მიმდინარე პროცესები ამომრჩეველს ხელისუფლების მიმართ უფრო კრიტიკულად განაწყობს, თუმცა საერთო დამოკიდებულებაში განსაკუთრებული ცვლილებები არ იქნება - ამის შესახებ „რეზონანთან" საუბარში ანალიტიკოსმა არჩილ გამზარდიამ განაცხადა.

ქრისტინე კაპანაძე
11.10.2020

 საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დასადგენად უნდა გამოეყენებინათ 1:200 000 მასშტაბის ტოპოგრაფიული რუკა, რომელზეც ტერიტორია სრული სიზუსტითაა მოცემული. ამის ნაცვლად კომისიმ არაზუსტი 1:500 000 მასშტაბის რუკა გამოიყენა. რატომ დაუშვა შეცდომა დემარკაცია-დელიმიტაციის კომისიამ და რა განსხვავებაა ამ ორ რუკას შორის? - საქართველოს კარტოგრაფთა ასოციაციის პრეზიდენტი და თსუ-ს პროფესორი თენგიზ გორდეზიანი „რეზონანსთან" საუბრისას აცხადებს, რომ საზღვრის დადგენის დროს აუცილებელია ტოპოგრაფიული რუკის გამოყენება, რომლის მასშტაბიც 1:200 000-ია, ხოლო 1:500 000 მასშტაბის ე.წ. კედლის რუკის გამოყენება ასეთ სერიოზულ და გარდამტეხ პროცესში კომისიის მხრიდან დაუშვებელი იყო.

ტატა შოშიაშვილი
11.10.2020

„სავარაუდოდ, თურქეთის დამატება „მინსკის ჯგუფში" ძალიან გაჭირდება, რადგან თურქეთი თავსატეხია არა მხოლოდ რუსეთისა და სომხეთისთვის, არამედ მთლიანად საერთაშორისო თანამეგობრობისთვის, მათ შორის ნატო-სა და ევროკავშირისთვის", - ასე აფასებს „რეზონანსთან" საუბრისას საქართველოს პოლიტიკური ინსტიტუტის დირექტორი კორნელი კაკაჩია მთიან ყარაბაღში მიმდინარე მოვლენებსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტის მოთხოვნას იმის შესახებ, რომ ეუთოს მინსკის ჯგუფში თურქეთიც უნდა ჩაერთოს.

ქრისტინე კაპანაძე
11.10.2020

 მსოფლიო მასშტაბით კორონავირუსით დაინფიცირებულთა რიცხვმა რეკორდულ მაჩვენებლს - თითქმის 37 მილიონს მიაღწია. 11 ოქტომბერს ვირუსით 350 000 -ზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა. გარდაცვლილთა რაოდენობა კი 70 ათასამდე აღწევს.


Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×