მარიკა ხორავა
15.10.2020

 ხუთშაბათს არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე ალეკო ელისაშვილის პარტია „მოქალაქეებმა" პროპორციული საპარლამენტო სიის პირველი ათეული წარადგინა. სიის პირველ ნომერი თავად ალეკო ელისაშვილია, მეორე კი ლევან იოსელიანი, რომელიც პრემიერ-მინისტრობის კანდიდატია. ექსპერტი ნიკა ჩიტაძე „რეზონანსთან" საუბრისას აცხადებს, რომ „მოქალაქეებს" ძალიან დაბალი შანში აქვთ არჩევნებში სამეულში გავიდნენ.

მარიკა ხორავა
15.10.2020

 ხუთშაბათს საქართველოში მორიგი ანტირეკორდი დამყარდა - ახალ ინფიცირებულთა რაოდენობამ 919-ს მიაღწია. ამჯერად კორონავირუსი თბილისში აფეთქდა. მთავრობა ახალ შეზღუდვებს აცხადებს, მათ შორისაა თბილისსა და იმერეთში საღამოს 10 საათის შემდეგ რესტორნები მუშაობის აკრძალვა.

ქრისტინე კაპანაძე
15.10.2020

 ჯერჯერობით მთიანი ყარაბაღის ტერიტორიაზე ვითარება არ ჩაწყნარდება და უნდა ველოდოთ, რომ ომის ახალი ტალღა გამწვავებული ფორმებით განახლდება. საკითხზე გადაიზრდება თუ არა სომხეთ-აზერბაიჯანის დაპირისპირება მწვავე ფაზაში, მოსალოდნელია თუ არა შეტევები უშუალოდ სომხეთის ტერიტორიაზე გადავიდეს და შეუქმნის თუ არა ეს საფრთხეს საქართველოს, „რეზონანსს" სამხედრო ჟურნალ „არსენალის" მთავარი რედაქტორი ირაკლი ალადაშვილი ესაუბრა. მისი თქმით, სომხეთის ტერიტორიაზე ომის დაწყების საშიშროება ჯერჯერობით არ არსებობს, რადგან ეს აზერბაიჯანის მხარეს არ აწყობს.

მარიკა ხორავა
15.10.2020

 ხელისუფლებაში გამოჩნდა ეროვნულ-პატრიოტული კონცეფცია და იდეოლოგია, რომელსაც ივანიშვილი, გახარია და ღარიბაშვილი წარმოადგენენ, აცხადებს „რეზონანსთან" საუბრისას პროფესორი იგორ კვესელავა, რომელიც დარწმუნებულია, რომ არჩევნებში „ოცნება" მოიგებს. თუმცა მიიჩნევს, რომ ხალხს მაინც მოუწევს არჩევანის გაკეთება „ცუდსა" და „უარესს" შორის, სადაც პირველ კატეგორიაში მმართველ პარტიას მოიაზრებს, მეორეში კი ოპოზიციას.

გვანცა წულაია
14.10.2020

 კორონავირუსის პანდემიამ ქართული ტურიზმი მთლიანად ჩაძირა. ქვეყანაში საზღვრების ჩაკეტვამ, სექტორი იმდენად დააზარალა, რომ მის აღდგენაზე საუბარი ჯერჯერობით ნაადრევია. მის ანაზღაურებას წლები და საკმაოდ დიდი რესურსი დასჭირდება. გარდა ამისა, უამრავი ობიექტი გაკოტრების პირასაა და შეიძლება მომავალ გაზაფხულამდე ვერც მიატანოს.

გვანცა წულაია
14.10.2020

 საქართველოში უმუშევრობის რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა. პანდემიის გამო შექმნილმა მძიმე ვითარებამ, უამრავი ადამიანი შემოსავლის გარეშე დატოვა და უმუშევრობის მხრივ არსებული ისედაც არასახაბიელო მდგომარეობა მეტად გააუარესა.

ელზა პაპოშვილი
14.10.2020

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ულაშლოს სკოლის დირექტორს 11 წლის მოსწავლის ცემაში ადანაშაულებენ. დაზარალებულის ოჯახის წევრები ამბობენ, რომ ბავშვს თანატოლებთან ფიზიკური დაპირისპირება მოუვიდა, რის შემდეგაც სკამი გატყდა, გაბრაზებულმა დირექტორმა კი ბავშვს თავი ჯერ მერხზე, შემდეგ კი კედელზე მიარტყმევინა. შედეგად მოზარდმა რამდენიმე წუთით გონება დაკარგა. ამ ყველაფერს კი სხვა არასრუწლოვნები უყურებდნენ. 

ელზა პაპოშვილი
14.10.2020

 რუსეთი ნაცადი ხერხით და სცენარით ისევ ცდილობს საქართველო ტერორისტებისთვის თავშესაფრის მიცემასა და მათთვის რუსეთისკენ გზის გახსნაში დაადანაშაულოს. რუსული მედიით გავრცელებული „ჯერჯერობით ოფიციალურად დაუდასტურებელი“ ინფორმაციით, პანკისის ხეობაში ამჟამად 100-მდე ისლამისტი მებრძოლი იმყოფება, რომლებიც მცირე ჯგუფებად რუსეთის ტერიტორიაზე გეგმავენ გადასვლას.

ქრისტინე კაპანაძე
14.10.2020

 რატომ არ ტარდება წინასაარჩევნო დებატები „ქართულ ოცნებისა" და „ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელთა მონაწილეობით და თუ არა პოლიტიკური დებატების არარსებობა ამ პარტიების რეიტინგზე? პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე „რეზონანსთან" საუბრისას აცხადებს, რომ ასეთ დებატებს იმ შემთხვევაში ექნებოდა აზრი, თუკი მათ რეიტინგებს შორის მცირე სხვაობა იქნებოდა. ბოლო კვლევებისას დაფიქსირებული შედეგებიდან გამომდინარე კი, საყვარელიძის აზრით, დღეს არც „ოცნებას" აწყობს და არც „ნაცმოძრაობას".

მარიკა ხორავა
14.10.2020

 არასამთავრობო ორგანიზაციამ „დავასრულოთ" „ნაციონალური მოძრაობის" ასაკრძალად ხელმოწერების შეგროვება დაიწყო. ამ მიზნით ორგანიზაციამ უკვე დაარეგისტრირა პეტიცია, რომლის მიზანია საქართველოს მთავრობამ წარადგინოს სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში და მოითხოვოს პოლიტიკური გაერთიანება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" აკრძალვა.

ქრისტინე კაპანაძე
14.10.2020

 ამ მომენტისთვის არც სკოლებში და არც სხვა სასწავლებლებში სწავლის გადადების საკითხი არ განიხილება, თუმცა, რა თქმა უნდა, ყოველდღიურად ხდება ვითარების შეფასება, - ამის შესახებ „რეზონანსთან" საუბარში პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა თბილისში ახალი შეზღუდვების შესაძლო შემოღების კომენტირებისას.


Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×