ტატა შოშიაშვილი
29.08.2020

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, მის მიერ გაკეთებული ემოციური განცხადების მიუხედავად, სავარაუდოდ, დარჩება უკრაინაში და რეფორმების ნაციონალური საბჭოს ხელმძღვანელის რანგში გააგრძელებს მოღვაწეობას, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის ადმინისტრაციაში განაცხადეს.

ტატა შოშიაშვილი
29.08.2020

ცხინვალი მასშტაბური სამოქალაქო დაპირისპირების ზღვარზეა. დე ფაქტო მთავრობა სრული შემადგენლობით გადადგა. ქალაქის ქუჩებში დე ფაქტო მილიციის გაძლიერებული რაზმები მორიგეობენ. ყველაფრის მიზეზი კი დე ფაქტო მილიციის მიერ დაპატიმრებული 28 წლის მამაკაცის საეჭვო ვითარებაში გარდაცვალება გახდა.

ელზა პაპოშვილი
28.08.2020

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე „რეზონანსთან“  ფიქრობს, რომ შესაძლოა მიხეილ სააკაშვილის პერსონა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მხოლოდ იმიტომ გააქტიურა, რომ ხვდება დაბალი რეიტინგი აქვს და ეშინია საკუთარი ელექტორატი „ევროპელებმა“ და „სტრატეგია აღმაშენებელმა“ არ წაართვას. ამიტომაც შიდა ოპოზიციური ბრძოლა კიდევ უფრო გამწავავდება და „ნაციონალები“ ხელისუფლებასთან  პარალელურად ომს ოპოზიციასაც გამოუცახდებს. მისი აზრით, ახლა „ნაციონალები“ ყველა მაჟორიტარულ ოლქში საკუთარი კანდიდატების დაყენებას დაიწყებენ, რაც პოლიტიკურად გამართლებული და ლოგიკური ქცევაა. 

ია აბულაშვილი
28.08.2020

 „მართლა თუ ჩამოდის და ესენი უკვე ჩემოდნებს აწყობენ, მაშინ მიშა მაგარი ყოფილა; მაგრამ მიშა ისე ჩამოვა თბილისში, როგორც მე წავალ ჩინეთში. ის აქ ჩამომსვლელი არ არის, ამ კურდღლებს და კურდღლების „პამოშნიკებს" აშინებს, შიშის ზარს სცემს" - ასე ეხმაურება მწერალი და მსახიობი გივი სიხარულიძე მიხეილ სააკაშვილის განცხადებას საქართველოში დაბრუნებასთან დაკავშირებით.

მარიამ ნებულიშვილი
28.08.2020

ბოლო ორი დღის განმავლობაში უკრაინაში კორონავირუსის ორი ანტირეკორდი აღინიშნა. 27 აგვისტოს ქვეყანაში კორონავირუსით სიკვდილიანობის ყველაზე მეტი, 49 შემთხვევა დაფიქსირდა. 28 აგვისტოს კი ვირუსის 2 438 ახალი შემთხვევა დადასტურდა, რაც ასევე რეკორდია.

მარიამ ნებულიშვილი
28.08.2020

საპარლამენტო არჩევნებამდე ორი თვეზე ცოტა მეტია დარჩენილი, საზოგადოება ოპოზიციის პორემიერ-მინისტრობის კანდიდატებს ელოდება. თემა მას შემდეგ გახდა განსაკუთრებით აქტუალური, რაც გარკვეული განცხადებები გაჟღერდა, მაგალითად მაშინ, როდესაც თაკო ჩარკვიანმა საჯაროდ დაასახელა „სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერის გიორგი ვაშაძის კანდიდატურა, რასაც უთანხმოება მოჰყვა „ნაციონალურ მოძრაობასთან", რომელიც დაზუსტებით არ ამბობს, მაგრამ გარკვეულ მინშნებებს აკეთებს, მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის შესაძლო პრემიერობაზე.

მარიამ ნებულიშვილი
28.08.2020

„ძალიან უკბილო ხუმრობას ჰგავს, ირონიულობის მცდელობაა და არა ირონია", - ასე აფასებს პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე „რეზონანსთან" საუბრისას, „ქართული ოცნების" გამოხმაურებას ექსპრეზიდენტის მიერ 27 აგვისტოს გავრცელებულ ვიდეომომართვაზე.

ია აბულაშვილი
28.08.2020

ღვთისმშობლის სახელზე ჩვენს წინაპარს მრავალი ეკლესია-მონასტერი აუგია, მათ შორის ერთ-ერთი გამორჩეული დიდუბის ეკლესიაა, რომელიც მე-12 საუკუნით თარიღდება. ამ ეკლესიაში დაიწერეს ჯვარი თამარ მეფემ და დავით სოსოლანმა. ეკლესიის უდიდესი სიწმინდე, ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატი, შემოსილი მოოქროვილი პერანგით თამარ მეფეს შუწირავს. უკვე საუკუნეებია, დიდუბის ეკლესიაში ყოველ ორშაბათს, ხატის განსადიდებლად ჯანმრთელობის პარაკლისს იხდიან. როგორც პლატონ იოსელიანი წერდა, ივერიის ღვითსმშობლის ეკლესიაში თბილისის მოსახლეობა მოდის წმინდა კვირის ორშაბათს.

ელზა პაპოშვილი
28.08.2020

ზუგდიდის სოფელ ტყაიაში უბედურ შემთხვევას 6 წლის ბარბარე კუკავას სიცოცხლე ემსხვერპლა. ეს საშინელი ტრაგედია 27 აგვისტოს საღამოს ბავშვის სახლის კართან მოხდა. დაუდასტურებული ინფორმაციით, არსებობს ეჭვი, რომ ბავშვს შემთხვევით დედა მანქანით იმ დროს დაეჯახა, როცა ავტომობილი ეზოში შეჰყავდა. თუმცა, როგორც ადგილობრივები „რეზონანსთან“ ყვებიან, ამ ფაქტის შემსწრე თვითმხილველები მხოლოდ ოჯახის წევრები არიან და რეალურად არავინ იცის ავტომობილს ვინ მართავდა. გოგონას დედა მომხდარის გამო შოკურ მდგომარეობაშია და მას რაიმეზე საუბარი უჭირს. 

მარიამ ნებულიშვილი
28.08.2020

„არ ვიცი რას ემსახურება ეს განცხადებები, მაგრამ აცდენილია იმას, რასაც რეალურად, ითხოვს საზოგადოება. ეს დისკუსია მოსახლეობას არცერთ პრობლემას არ უგვარებს", - ასე აფასებენ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები „რეზონანსთან" საუბრისას, მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიერ გავრცელებულ ვიდეომიმართვას, სადაც ექსპრეზიდენტი ამბობს, რომ საქართველოში ბრუნდება და საზოგადოებას ბოდიშს უხდის წარსულში დაშვებული შეცდომებისთვის.

ია აბულაშვილი
28.08.2020

„სააკაშვილი არც ბრუნდება და არც ბოდიშს იხდის. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ შეცდომას თავის თავს უთვლის, უფრო მეტი რომ არ დაიჭირა და ბიძინა ივანიშვილს თავის დროზე არ მიხედა. „მე ვბრუნდები", არის შემზადება პრემიერ-მინისტრად დააყენონ" - ასე ეხმაურება პოლიტოლოგი დავით ზურაბიშვილი მიხეილ სააკაშვილის განცხადებას საქართველოში დაბრუნებასთან დაკავშირებით.

მარიამ ნებულიშვილი
27.08.2020

ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიერ გავრცელებულ მიმართვას, სადაც ის ამბობს, რომ საქართველოში ბრუნდება და საზოგადოებას ბოდიშს უხდის წარსულში დაშვებული შეცდომებისთვის, „რეზონანსთან" ანალიტიკოსები აფასებენ. მათი თქმით, ძებნილი ექსპრეზიდენტის დაბრუნების შემდეგ მოვლენათა განვითარების მხოლოდ ორი სცენარი აქვს - ან მიდის ციხეში, ან პრემიერ-მინისტრი ხდება.


Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×