ქრისტინე კაპანაძე 30.05.2021
„ნაციონალური მოძრაობა" პარლამენტში შედის, თუმცა 19 აპრილის შეთანხმებას ხელს არ მოაწერს. ამ გადაწყვეტილების შესახებ პარტიის თავმჯდომარე ნიკა მელიამ პოლიტსაბჭოს 3-საათიანი სხდომის შემდეგ საგანგებო ბრიფინგზე ისაუბრა. მიუხედავად იმისა, რომ ენმ-ის ცალკეული წევრები, 19 აპრილს მიღწეული შეთანხმების მიუხადავად, საჯარო გამოსვლებისას ამის წინააღმდეგი იყვნენ, უმრავლესობა მაინც პარლამენტში შესვლისკენ იხრებოდა და კვირას პოლიტსაბჭოზე მიღებული გადაწყვეტილება არავისთვის არ იყო მოულოდნელობა.
|
ქრისტინე კაპანაძე 30.05.2021

აშშ-ის პრეზინდეტ ჯო ბაიდენისა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის შეხვედრა 16 ივნისს ჟენევაში შედგება. თეთრმა სახლმა და კრემლმა ეს ინფორმაცია ოფიციალურად დაადასტურეს. ბოლო თვეების განმავლობაში ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა საკმაოდ დაძაბული იყო და მრავალ გლობალურ პრობლემასა თუ რეგიონალურ კოფლიქტზე მხარეებს განსხვავებული პოზიციები აქვთ. რაზე მოახერხებენ შეთანხმებას პრეზიდენტები და რაზე ვერა - ეს, ანალიტიკოსთა აზრით, მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს უახლოესი რამდენიმე წლის ვითარებაზე მსოფლიოში და მათ შრის ჩვენს რეგიონზეც.
|
ელზა პაპოშვილი 30.05.2021

რბილი, მოზომილი და ფრთხილი - ასეთი იყო ყოფილი პრემიერის გიორგი გახარიას გამოსვლა მისი ახალი პარტიის პრეზენტაციაზე. მას ნახევარსაათიანი სიტყვისას არცერთხელ არ უხსენებია ბიძინა ივანიშვილი, თუმცა არც ოპოზიცია გაუკრიტიკებია. ასევე ილაპარაკა თავისი გადადგომის მიზეზებზე და პრაქტიკულად გამორიცხა, რომ წლევანდელ ადგილობრივ არჩევნებზე თბილის მერობის კანდიდატად აპირებს კენჭისყრას.
|
ქრისტინე კაპანაძე 30.05.2021
თბილისში გამართული აქციების შემდეგ, უკვე მესამე დღეა რიონის ხეობაში დაძაბულობაა. „ნამახვანჰესის" მშენებლობის მოწინააღმდეგეები სოფელ გუმათში არიან შეკრებილი და პოლციის მიერ აღმართულ რკინის ჯებირზე ხელის რტყით გამოხატავენ პროტესტს. მათ და სამართალდამცავებს შორის რამდენიმე მცირე დაპირისპირებაც მოხდა, რის შედეგადაც ერთი ადმიანი დააკავეს. არის თუ არა მოსალოდნელი, რომ მცირე შეხლა-შემოხლა დიდ დაპირისპირებაში გადაიზარდოს და რა მოვლენები შეიძლება განვითარდეს რიონის ხეობაში?
|
თამთა ჩაჩანიძე 29.05.2021

ვნახოთ, როგორ გაუწევს ოპოზიციას ოპონენირებას გახარია, „ქართული ოცნების" პრემიერი - ასე აფასებს „რეზონანსთან" საუბრიას „ქართული ოცნების" დეპუტატი გურამ მაჭრაშვილი ყოფილი პრემიერის გიორგი გახარიას პირველ პოლიტიკურ განცხადებებსა და პარტიის „საქართველოსთვის" პრეზენტაციას.
|
თამთა ჩაჩანიძე 29.05.2021

ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საგარეო პოლიტიკის კონცეფციიდან „საქართველოსთან დიალოგის" პუნქტი ამოიღეს, რომლის მიხედვით, აფხაზური, მხარე საკუთარი ინტერესების გათვალისწინებით, ჟენევის ფორმატის მიღმა „საქართველოსა და აფხაზეთს შორის მრავალდონიანი მოლაპარაკებების შესაძლებლობას" უშვებდა. მანამდე დე ფაქტო პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ განაცხადა, რომ აფხაზეთში დევნილთა დაბრუნების საკითხი დახურულია. ყოფილი სახელმწიფო მინისტრისა და კონფლიქტოლოგის, პაატა ზაქარეიშვილის შეფასებით, ეს ყველაფერი იმას ნიშნავს, რომ „აფხაზებმა კარი ჩაკეტეს".
|
ელზა პაპოშვილი 29.05.2021

უპრეცედენტო თაღლითური სქემა - „ლიბერთი ბანკი“ საკუთარ 9 თანამშრომელს ანაბრებიდან 3.5 მილიონი ლარის ქურობას ედავება. ბანკი ბათუმის ერთ-ერთი ფილიალის უკვე ყოფილ მენეჯერს და 14 დასაქმებულს უჩივის.
2 მილიონ 533 ათასი ლარი, 202 ათასი დოლარი და 80 ათასი ევრო 37 ანაბრიდან და პირადი ანგარიშიდან გაქრა. დანაშაულებრივი სქემა, გამოძიების ცნობით, 2015 წლიდან მოქმედებს. ეს სქემა კი მას შემდეგ გასკდა, რაც ერთ-რთმა მეანაბრემ აღმოაჩინა, რომ მას ანგარიშზე თანხა აღარ ჰქონდა. ბანკმა საქმეში აუდიტის სამსახური ჩართო, რომელმაც წლების განმავლობაში არსებული სქემა გაშიფრა.
|
თამთა ჩაჩანიძე 29.05.2021

ოპოზიციური პარტიების ნაწილი, ადგილობრივი არჩევნებისთვის ყოფილი პრემიერის გიორგი გახარიასა და ბიზნესმენ ლევან ვასაძის პოლიტიკურ ველზე შემოსვლას დადებითად აფასებს, რადგან მიიჩნევენ რომ ორივე მმართველი გუნდის კონკურენტები იქნებიან, ხმებს წაართმევენ, შედეგად „ოცნება" ადგილობრივ არჩევნებზე 43%-ს ვერ მოაგროვებს და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნება. ენმ-ის ერთ-ერთი ლიდერი რომან გოცირიძე „რეზონანსთან" საუბარში აღნიშნავს,რომ ვასაძე ხმებს „პატრიოტთა ალიანსს" წაართმევს და ამით არაფერი იცვლება, ხოლო გახარია „ქართული ოცნებისთვის" ამ მხრივ სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს.
|
თამთა ჩაჩანიძე 29.05.2021

საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსის სამი შტამია დაფიქსირებული, ერთი კლასიკური, მეორე ბრიტანული, რომელმაც კორონავირუსის მესამე ტალღა გამოიწვია და მესამე ინდური. აქედან დომინანტური ამჟამად ბრიტანული შტამია. თუმცა ცირკულირებს თუ არა სხვა შტამები, ამის თქმა რთულია, რადგან ამას ყველა პაციენტზე სპეციფიკური კვლევა სჭირდება - ამის შესახებ ექიმ-ინფექციონისტმა ალექსანდრე გოგინავამ „რეზონანსთან" საუბარში აღნიშნა.
|
ელზა პაპოშვილი 28.05.2021

კასპში მომხდარი სასტიკი მკვლელობის შესახებ ექსპერტიზის უმძიმესი დასკვნა ხდება ცნობილი. როგორც სამხარაულის მიერ გავრცელებულ დასკვნაში ვკითხულობთ, მოკლულ 34 წლის ნოდარ ღუნაშვილს 19 ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობა კისრის მიდამოში აქვს მიყენებული. ეს კი იმას ნიშნავს, რომ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა კასპში მოკლული ნოდარ ღუნაშვილის საქმეს თავდაყირა აყენებს. ექსპერტიზის მიხედვით 34 წლის მამაკაცი სასტიკად არის მოკლული. დგინდება, რომ ნოდარ ღუნაშვილი არც ნასვამ მდგომარეობაში და არც ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ არ იმყოფებოდა. გარდაცვალება კი მწვავე სისხლნაკლებობამ გამოიწვია. ასევე მას გარდაცვალებამდე არანაირი სახის პრეპარატი არა აქვს მიღებული, როგორც ამას მისი ცოლი ამტკიცებს.
|
ელზა პაპოშვილი 28.05.2021

პოსტიდან 3 თვის წასვლის შემდეგ გიორგი გახარია უკან პოლიტიკაში ბრუნდება. ცნობილია დრო და ადგილი. გახარია თბილისში „ექსპოჯორჯიაში“ 5 საათზე საზოგადოებას კიდევ ერთხელ უკვე ახალი პოლიტიკიური პლატფორმიდან მიმართავს. ექსპრემიერმა ფეისბუკზე „სთორი“ გამოაქვეყნა, სადაც წერს, რომ მის პარტიას "საქართველოსთვის" ერქმევა. გახარიას ახლა ბევრი კითხვებზე პასუხის გაცემა მოუწევს და იმის მტკიცება, რომ ბიძინა ივანიშვილის პროექტი არ არის. მისი პოლიტიკაში მეორედ შემოსვლის პარალელურად კი მის მიმართ როგორც ხელიუფლების ასევე ოპოზიციის მხრიდან თავდასხმები აქტიურდება. ოპოზიცია აბრალებს, რომ ვანო ჩხარტიშვილი აფინანსებს, ხოლო ხელისუფლების მტკიცებით - დავით კეზერაშვილი.
|
თამთა ჩაჩანიძე 28.05.2021

კოალიციური მთავრობა მოვა, ჩვენ ბევრჯერ გვინახავს პოლიტიკური პარტიები, რომლებიც ერთმანეთს ვერ იტანენ, მაგრამ როცა საქმე საქმეზე მიმდგარა, მათ კოალიციაც შეუქმნიათ და უთანამშრომლიათ კიდეც, საქართველო ამ მხრივ უფრო ტოლერანტულია და საერთო ენას მონახავენ-ხოლმე. კოალიციას თვითონ ჩვენი მმართველობის მოდელი გვკარნახობს - ასე აფასებს „რეზონანსთან" უსაფრთხოების საკითხების ექსპერტი ვახტანგ მაისაია ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ მოვლენებს.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|