ელზა პაპოშვილი 22.05.2021

ჯგუფური მკვლელობა, თუ უბედური შემთხვევა - რა გახდა რეალურად 50 წლის გია გიორგაძის გარდაცვალების მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია. იგი დიღომში, ყოფილი ლაბორატორიის შენობაში, ღამის საათებში მეზობლად არსებულმა ხმაურიანმა ქეიფმა შეაწუხა, რის გამოც ეზოში ჩავიდა და მოქეიფეებს ხმაურის შეწყვეტა სთხოვა. მოგვიანებით იგი მრავლობითი დაზიანებებით უგონოდ მყოფი ეზოში იპოვეს და საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
|
ქრისტინე კაპანაძე 22.05.2021
„ნაციონალური მოძრაობის" პარლამენტში შესვლა-არ შესვლის საკითხის გადაწყვეტა ივნისამდე გადადიო. პარტიის თავმჯდომარე ნიკა მელია, რომელიც კიევში მიხეილ სააკაშილთან ორდღიანი კონსულტაციის შემდეგ თბილისში შაბათს დაბრუნდა, აცხადებს, რომ დაახლოებით 10 დღეში იტყვის შევა თუ არა „ნაცმოძრაობა" პარლამენტში. რეალურად რისთვის სჭირდება 10 დღე მელიას და რატომ აჭიანურებს ენმ გადაწყვეტილების მიღებას?
|
თამთა ჩაჩანიძე 21.05.2021

ქვეყანაში შედარებით მკაცრი კოვიდრეგულაციები ნელ-ნელა იხსნება, კომენდანტმა საათმა 23:00 საათზე გადაიწია, ახლა კი სახმელეთო საზღვრების გახსნაზე უკვე მიმდინარეობს მსჯელობა და ადიდი ალბათობით გაიხსნება, თუმცა როგორც სპეციალისტები მიიჩნევენ, იმის გათვალისწინებით, რომ მსოფლიოში რამდენიმე კოვიდშტამი ცირკულირებს, ამ რეგულაციის მოხსნა გარკვეულ საფრთხეებს შეიცავს.
|
ელზა პაპოშვილი 21.05.2021

საარჩევნო რეფორმის თაობაზე მომზადებული დოკუმენტი რეკომენდაციებისთვის ვენეციის კომისიას გადაეგზავნა. საარჩევნო რეფორმაზე შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერი ოპოზიცია და "ქართული ოცნება" სწორედ 19 აპრილის შეთანხმების ფარგლებში მუშაობდნენ. კანონპროექტს პარლამენტი მას შემდეგ მიიღებს, რაც ვენეციის კომისიიდან დასკვნა ჩამოვა.
|
თამთა ჩაჩანიძე 21.05.2021

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა პარასკევს განაცხადა, რომ ნატოს ლიდერებმა მკაფიოდ და ერთმნიშვნელოვნად უნდა გამოხატონ საკუთარი პოზიცია ნატო-ს ღირებულებებსა და თამაშის წესებზე ორგანიზაციის სამიტზე, რომელიც ივნისშია დაგეგმილი, რაც მიმომხილველების აზრით ორაზროვანი დარტყმაა თურქეთზე, რომლის ქცევაც ალიანსში ბევრს აღიზიანებს.
|
თამთა ჩაჩანიძე 21.05.2021

რაში დასჭირდა ეს „გირჩს", იქ თუ არ არის სააკაშვილის გარკვეული გავლენები, ამიტომაც ეს „გირჩი" იქნება თუ „გირჩი-მეტი თავისუფლება" თუ სხვა მცირე-მცირე ოპოზიციური პარტიები, სააკაშვილის პოლიტიკური მიზიდულობის ველს რაც უფრო მალე ჩამოსცილდებიან, მათთვის უკეთესია, თუ არა და კიდევ უფრო ღრმა მარგინალიზაციის გზაზე დარჩებიან - ამის შესახებ ანალიტიკოსმა გია აბაშიძემ „რეზონანსთან" გირჩის ლიდერის იაგო ხვიჩიას ინიციატივაზე საუბრისას განაცხადა.
|
ელზა პაპოშვილი 21.05.2021

ბოლო ზარის დღეს მე-11 კლასელმა გოგონამ სიცოცხლე სუიციდით დაასრულა. ახლა სოციალური მუშაკები და გამოძიება ადგენენ, იყო თუ არა გოგონა სახლში და სკოლაში ჩაგვრის ობიექტი, რამაც ამ ნაბიჯამდე მიიყვანა. დილიდან გურიაში საგამოძიებო მოქმედებები არ წყდება. მისი ძმა პოლიციამ სოცილური მუშაკის თანდასწრებით უკვე გამოკითხა. პოლიციაში ჯერ კიდევ იკითხებიან ადამიანები, რომლებსაც შესაძლოა მოტივზე რაიმე ინფორმაცია ჰქონდეს.
|
თამთა ჩაჩანიძე 21.05.2021

კალაძე რა თქმა უნდა ძალიან ძლიერი ფიგურაა, მაგრამ კენჭი რომც არ იყაროს და უფრო უფერული კანდიდატურა იყოს დაყენებული, თბილისის მოსახლეობა „ნაციონალური მოძრაობას" სახელისუფლო საჭესთან არ მიუშვებს- აცხადებს „რეზონანსთან" პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე.
|
ელზა პაპოშვილი 20.05.2021

ნამახვანჰესის საწინააღმდეგო აქცია თბილისში, 23 მაისს რესპუბლიკის მოედანზე გაიმართება. ამის შესახებ აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ვარლამ გოლეთიანმა განაცხადა. მისი თქმით, რიონის ხეობის მცველები და მათი მხარდამჭერები შეკრებას 14:00 საათიდან დაიწყებენ. გოლეთიანი ამბობს, რომ გრძელვადიანი ბრძოლისთვის უნდა მოემზადონ, რადგანაც ბრძოლა ახლა იწყება. მისი აზრით, 23 მაისს ყველაზე ფართომასშტაბიანი აქცია იქნება და ამისთვის ეს პერიოდი ემზადებოდნენ.
|
რეზონანსი 20.05.2021
ზაფხულის სეზონის დაწყებამდე სულ უფრო ცოტა დრო რჩება. ტურიზმის განვითარების ხელისშემშლელი ფაქტორები ასე თუ ისე მოხსნილია, ამიტომ საინტერესოა, რა დატვირთვით შეძლებს სექტორი ზაფხულში მუშაობის განახლებას. მთავრობაში მოლოდინი დიდია და აღნიშნავენ, რომ ტურიზმის შესააძლოა, 50%-ითაც კი აღდგეს.
|
ირაკლი ლომიძე 20.05.2021
ადგილობრივი არჩევნების მოახლოებასთან ერთად, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში დასაქმებული ადამიანების პროტესტმაც ერთბაშად იჩინა თავი. მოკლე პერიოდში ეს უკვე მეხუთე შემთხვევაა, როცა დასაქმებულები შრომის პირობების, განსაკუთრებით კი, ხელფასების გაზრდის მოთხოვნით აქციებს აწყობენ. მართალია, ერთი შეხედვით, ადამიანები პროტესტს კერძო დამსაქმებელს უცხადებენ, მაგრამ იმავდროულად ცდილობენ სახელმწიფოს ყურადღება მიიპყრონ, რომ გამოესარჩლონ მათ და მიიღონ მხარდაჭერა.
|
გვანცა წულაია 20.05.2021
ეროვნული ვალუტა უკანმოუხედავად მყარდება. დიდი გაუფასურების და არასტაბილურობის შემდეგ, სავალუტო ბაზარზე დადებითი ტენდენციები შეინიშნება და შესაძლოა, მოკლევადიან პერიოდში გამყარება კიდევ გაგრძელდეს. წონასწორობის სავარაუდო ნიშნული 3.30-ია.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|