თამთა ჩაჩანიძე
20.08.2020

შალვა შავგულიძე და ნინო გოგუაძე „თავისუფალი დემოკრატების" დატოვების მიზეზად იმ არასათანადო გარემოს ასახელებენ, რომელიც პარტიაში მათი თქმით, „ქართულმა ოცნებამ" შექმნა, თუმცა ამის საპასუხოდ პარტიაში დარჩენილები განცხადებას აკეთებენ, რომ ყველა იმ პროდასავლურ პარტიასთან ითანამშრომლებენ, რომლებთან ერთადაც ბიძინა ივანიშვილს და მის პარტიას ხელისუფლებიდან ჩამოიშორებენ.

თამარ მუკბანიანი
20.08.2020

 ბაზრიდან კიდევ ერთი მიკროსაფინანსო ორგანიზაცია გადის.სწრაფი სესხების კომპანიები საფინანსო ბაზარს ტოვებენ და ეს ტენდენცია საკმაოდ სწრაფი ტემპით გრძელდება. 2018 წლის ანალოგიურ პერიოდში ბაზარზე 71 მისო ოპერირებდა, 2019 წელის აგვისტოში 59,დღეს კი მათი ოდენობა, ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, 40-ია. მკაცრი რეგულაციებიდან გამომდინარე, სპეციალისტები მიკროსაფინანსო კომპანიების კიდევ უფრო შემცირებას ვარაუდობენ.

ია აბულაშვილი
20.08.2020

"ეს არჩევნები იქნება წერტილი და არა მძიმე, ყველა დაინახავს ოპოზიციის უსუსურობას. 90% ოპოზიციაში ან კუჭშია შეკრული და ან ბიძინასთან. ჯერ პარლამენტში არ შესულან და მაგასთან არიან, რომ შევლენ, მერე ნახეთ რა იქნება... ამას ამბობს კაცი, რომელიც არც ოპოზიციის მხარესაა და არც ხელისუფლების" -ასე ეხმაურება მწერალი და მსახიობი გივი სიხარულიძე ოპოზიციის ახალ ინიციატივას, მომავალ პარლამენტში კოალიცია არ შუქმნას "ოცნებას".

მარიამ ნებულიშვილი
20.08.2020

ბელარუსში პროტესტის ტალღა არ ნელდება, ლუკაშენკო კი მასობრივი პროტესტის მიუხედავად დათმობებზე არ მიდის და 19 აგვისტოს მთავრობის შემადგენლობა და პრემიერ-მინისტრიც კი დაამტკიცა. როგორც ჩანს, რუსეთის იმედად მყოფ ლუკაშენკოს, დასავლეთის და საკუთარი ხალხის არ ეშინია, მაგრამ დასავლეთის ქვეყნების მხრიდან წნეხი დღითიდღე უფრო და უფრო იზრდება. დასავლეთი ალაპარაკდა სანქციებზეც.

ია აბულაშვილი
20.08.2020

ქართველ წმინდანთა შორის, ერთ-ერთი გამორჩეული ადგილი უკავია ვახტანგ გორგასლის თანმოღვაწეს, გაქრისტიანებულ სპარსს, წმინდა რაჟდენ პირველმოწამეს, რომელიც ქრისტიანობისთვის ეწამა.

მარიამ ნებულიშვილი
20.08.2020

არჩევნებამდე თითქმის ორი თვეა დარჩენილი. საზოგადოებამ ახალი სისტემით უნდა დააკომპექტოს პარლამენტი, რათა მოამზადოს ბაზა 2024 წლის სრულიად პროპორციული საარჩევნო სისტემისთვის. პოლიტოლოგების შეფასებით ეს ქართული პარლამენტარიზმის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნივნელოვანი არჩევნები იქნება. ექსპერტთა ერთი ნაწილი საზოგადოების კეთილდღეობისა და ქვეყნის განვითარებისთვის საუკეთესო საშუალებად მრავალპარტიულ პარლამენტს მიიჩნევს, მეორე ნაწილი კი ამაში რისკებს ხედავს.

მარიამ ნებულიშვილი
19.08.2020

ნიკა მელიას ინიციატივას, ოპოზიციაში აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა. ერთი ნაწილი ამბობს, რომ მზად არის ხელი მოაწეროს დეკლარაციას, რომლის თანამხადაც ისინი უარს იტყვიან „ქართულ ოცნებასთან" კოალიციაზე, მეორე ნაწილი კი ამბობს, რომ მათ პოზიციას დეკლარაციაზე ხელის მოწერით გამყარება არ სჭირდება. ისედაც უარზე არიან მმართველ გუნდის მხარდაჭერაზე.

გვანცა წულაია
19.08.2020

 იპოეთეკური სესხების სუბსიდირების პროგრამამ სამშენებლო სექტორს მნიშვნელოვანი ბიძგი ვერ მისცა, თუმცა მნიშვენელოვანია თანხა, რომელსაც ბიუჯეტი სხვისი სახლების შეძენაზე ხარჯავს. სფეროს სპეციალისტების მიიჩნევენ, რომ იპოთეკური სესხების სუბსიდირებამ, ბაზარზე არსებული მძიმე ვითარება, რომელიც კორონავირუსმა გამოიწვია, მეტ-ნაკლებად შეამსუბუქა.

გვანცა წულაია
19.08.2020

 საქართველოში უმუშევრობის დონე გაიზარდა. ბოლო თვეების განმანლობაში, სამსახურის და შემოსავლის გარეშე უამრავი ადამიანი დარჩა. სპეციალისტები კი ამბობენ, რომ მესამე და მეოთხე კვარტალში უმუშევრობის დონე კიდევ მეტად გაიზრდება.

თამთა ჩაჩანიძე
19.08.2020

მიუხედავად ყველაფერისა, ალექსანდრე ლუკაშენკო პოზიციებს არ თმობს, მეტიც ის პრეზიდენტის პოსტის ოფიციალურად დაკანონებაზეც ფიქრობს, ბელარუსის ცენტრალური საარჩევნო კომისიის განცხადებით, ლუკაშენკოს ინაუგურაცია უახლოეს ორ თვეში გაიმართება, თუმცა ზუსტი თარიღი საზოგადოებისთვცის უცნობია.

ია აბულაშვილი
19.08.2020

„არჩევნებამდე პერიოდში სიახლე არ გვექნება, საინტერესო პროცესები დაიწყება არჩევნების შემდეგ, რასაც ჰქვია ახალი პოლიტიკური ცენტრის ფორმირება. მომავალ პარლამენტში უნდა შეიქმნას კოალიციური ერთობა, რომელიც გახდება ხელისუფლების ალტერნატივა, ეს იქნება თვისობრივად ახალი რეალობა," - აცხადებს, პარტია „თავისუფალი საქართველოს" ლიდერი კახა კუკავა წინასაარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით საუბრისას.

თამთა ჩაჩანიძე
19.08.2020

მინსკში პროტესტი არ ცხრება, თავად პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო აქციების ორგანიზებაში დასავლეთს ადანაშაულებს, თუმცა ექსპერტების ნაწილი ფიქრობს, რომ შესაძლოა ამ ყველაფრის უკან რუსეთიც იდგეს, რადგან პუტინს ლუკაშენკო უკვე ყელში ამოუვიდა.


Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×