ქრისტინე კაპანაძე
19.05.2021

 „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, ნიკა მელია უკვე მეორე დღეა კიევში პარტიის არაფორმალურ ლიდერ მიხეილ საკააშვილთან მართავს შეხვედრებს. საუბრის მთავარი თემა პარლამენტში „ნაცმოძრაობის" შესვლა-არშესვლაა, თუმცა, ხანგრძლივი განხილვების შემდეგ პარტიის ხელმძღვანელობას ამ საკითხზე გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია.

თამთა ჩაჩანიძე
19.05.2021

პოლიტიკურ ველზე ბიზნესმენ ლევან ვასაძისა და ყოფილი პრემიერის გიორგი გახარიას პარტიების შემოსვლა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების შანს მნიშვნელოვნად ზრდის. ანალიტიკოსთა ნაწილის აზრით, ეს პარტიები „ქართული ოცნებას" მომხრეების ნაწილს წაართმევენ და მმართველ პარტიას ადგილობრივ არჩევნებზე უკვე გაუჭირდება 43%-იანი ზღვარის გადალახვა.

ქრისტინე კაპანაძე
19.05.2021

 „ქართული ოცნების" თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის თქმით, ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას გუნდის წევრები ბიზნესმენებთან და პოლიტიკურ აქტივისტებთან მართავენ შეხვედრებს, რომლის დროსაც საკუთარ თავს მმართველი პარტიის ახალი პროექტს „ოცნება 2"-ს უწოდებენ. მმართველი გუნდის წევრები ამ ტენდენციით შეშფოთებული არიან, თუმცა ასეთი შეხვედრების კონკრეტულ დროსა და ადგილს ვერ ასახელებენ.

გვანცა წულაია
18.05.2021

 ეროვნული ვალუტა, როგორც იქნა, მეთოდური გამყარების გზას დაადგა. გუშინ, დღის ბოლოს, ბლუმბერგის სავაჭრო პლატფორმაზე 1 ამერიკული დოლარი 3.38 ლარი ღირდა. პოზიტიური მოლოდინი აქვთ როგორც მთავრობას, ისე ფინანსისტებს, რომლებიც აცხადებენ, რომ ლარი გამყარებას გააგრძელებს, რასაც ხელს ტურიზმის გააქტიურება შეუწყობს.

თამთა ჩაჩანიძე
18.05.2021

ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მიდის მსჯელობა, რომლის მიხდევითაც უნდა დაიხვეწოს საარჩევნო პროცედურები ისე, რომ გაყალბების შანსი ნაკლები იყოს, სხვა ცვლილებებთან ერთად საუბარია არჩევნებში ახალი ტექნოლოგიების გამოყენებაზე, როგორებიცაა მაგალითად საარჩევნო ბიულეტენზე ორჯერადი შტრიხკოდები, ელექტრონული ხმის მთვლელი და სახის ამომცნობი.

ელზა პაპოშვილი
18.05.2021

„ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ ჯერაც არ გადაუწყვეტია, შევა თუ არა პარლამენტში. პარტიაში კონსულტაციები კვლავ გრძელდება და ყველა კიევიდან პარტიის თავმჯდომარის ნიკა მელიას დაბრუნებას და საბოლოო გადაწყვეტილებას ელის. შექმნილ მდგომარეობას მხოლოდ 2 შესაძლო გაგრძელება აქვს - პარტია ან შედის პარლამენტში, ან უარს ამბობს ამაზე. თუმცა, არსებობს მესამე სცენარიც, როცა, „ნაცმოძროაბის“ წევრთა ნაწილმა შესაძლოა პარტიის უარის მიუხედავად თავად გადაწყვიტოს პარლამენტში შესვლა, ამ ემნ-ის ხელმძღვანელობამ გამსვლელ სიაში მყოფ „ნაციონალებს“ გადაწყვეტილების ინდივიდუალურად მიღების უფლება მისცეს.

თიკა სიბოშვილი
18.05.2021

 „ბორჯომის“ ქარხნის მუშები გაიფიცნენ, ისინი ხელფასის მომატებასა და ადამიანურ სამუშაო პირობებს ითხოვენ. მაშინ, როცა ქვეყანაში ეკონომიკური პრობლემებია და ადამიანები თავის გადასარჩენად უწევთ ბრძოლა, ზოგიერთი კომპანია თანამშრომლებს  ანაზღაურებას უმცირებს აკლებს ან ზეგანაკვეთურ პირობებში ამუშავებს. თავად კომპანიაში  ბრალდებებს უარყოფენ, მაგრამ ფაქტი ისაა, რომ ქარხანა პარალიზებულია, დაპირისპირება უკვე ქუჩაში გადავიდა.

ელზა პაპოშვილი
18.05.2021

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი რომან გოცირიძე „რეზონანსთან“ ამბობს, რომ პარტია პარლამენტში აუცილებლად უნდა შევიდეს და დარწმუნებულია, რომ ასეც მოხდება. გოცირიძის აზრით, ეს საჭიროა პირველ რიგში ქვეყნისთვის და მერე პარტიისთვის, რადგან თუ ენმ გარეთ დარჩება, თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე უარის თქმა მოუწვეს, რაც ოპოზიციის დასუსტებას გამოიწვევს. საბოლოო ჯამში კი ეს შეამცირებს იმის შანსს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ადგილობრივ არჩევნებზე 43%-იანი ზღვარი ვერ გადალახოს, რომ შემდეგ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნოს.

ელზა პაპოშვილი
18.05.2021

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის დამფუძნებლების დავით დვალისა და ჯარჯი აქიმიძის მოთხოვნის საფუძველზე, სასამართლო განჩინებით ყადაღა დაედო „რუსთავი 2“-ის უძრავ ქონებას - მიწის ნაკვეთებსა და მათზე არსებულ ყველა შენობა-ნაგებობას. როგორც აქიმიძისა და დვალის ინტერესების დამცველი კახა კოჟორიძე „რეზონანსთან“ აცახდებს, ტელეკომპანიის ახლანდელი მფლობელი ქიბერ ხალვაში ახლად შექმნილ მედია ჰოლდინგით „რუსთავი 2“-ის ქონების გადამალვას აპირებდა, რის შედეგადაც, თუკი ტელეკომპანიის დამფუძნებლები დავას მოიგებდნენ, მათ მხოლოდ კომპანიის ვალები შერჩებოდათ ხელში. ტელეკომპანიის გენდირექტორი პაატა სალია კი აცხადებს, რომ ეს ყადაღა არაფერს ცვლის და „რუსთავი 2“ ჩვეულებრივად აგრძელებს მუშაობას.

თამთა ჩაჩანიძე
18.05.2021

„ევროპული საქართველო" პარლამენტში არ შედის. შესაბამისი გადაწყვეტილება პარტიის პოლიტსაბჭომ მიიღო, თუმცა ტარიელ ნაკაიძე პარტიას ტოვებს და პარლამენტში, როგორც დამოუკიდებელი დეპუტატი ისე შედის.

თამთა ჩაჩანიძე
18.05.2021

„ქართული ოცნება" ადგილობრივ არჩევნებზე თბილისის მერობის კანდიდატად დედაქალაქის მოქმედ ხელმძღვანელს კახი კალაძეს სრულ მხარდაჭერას უცხადებს, თუმცა თავად კალაძე ნაადრევად მიიჩნევს იმაზე საუბარს, დააყანებს თუ არა თავის კანდიდატურას არჩევნებზე. ეს კი ოპოზიციას ეჭვებს უჩენს, რომ დედაქალაქის მოქმედი მერი და მმართველი პარტიის გენერალური მდივანი მმართველი გუნდიდან წასვლას აპირებს. რამდენად საფუძვლიანია ეს ეჭვები?

თამთა ჩაჩანიძე
18.05.2021

კორონავირუსის მესამე ტალღის პიკი უკვე გადავიარეთ, თუმცა სპეციალისტებს ნაწილში უკვე ლაპარაკია იმაზე, რომ სექტემბერში მეოთხე ტალღა გარდაუვალია. ექსპერტები „რეზონანსთან" საუბარში აღნიშნავენ, რომ ზაფხულში, გარკვეული ფაქტორების გამო, ეპიდაფეთქება ნაკლებად სავარაუდოა. ხოლო რაც შეეხება შემოდგომას, ესეც დამოკიდებულია იმაზე, თუ ზაფხულში როგორ მოვიქცევით. თუმცა, შარშანდელი ზაფხულისაგან განსხვავებით, მათი თქმით, ამჯერად ვითარებას ამსუბუქებს ის გარემოება, რომ ვაქცინაცია უკვე დაწყებულია.


Copyright © 2006-2023 by Resonance ltd. . All rights reserved
×