მარიკა ხორავა
07.11.2020

 საქართველოში არსებული ეპიდვითარებიდან გამომდინარე, 9 ნოემბრიდან დიდ ქალაქებში კომენდატის საათი დაწესდა. რა გავლენას მოახდენს ეს ყველაფერი პოლიტიკურ პროცესებზე და რამდენად საფუძვლიანია მოსაზრება, რომ ამით ხელისუფლება ოპოზიციის აქტივობის შემცირებას ცდილობს - ამის შესახე „რეზონანსი" პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის ყოფილ თავმჯდომარეს აკაკი ზოიძეს ესაუბრა.

თამთა ჩაჩანიძე
07.11.2020

„ვფიქრობ, რომ ხელისუფლების მხრიდან ეს გამოწვევა, ოპოზიციურად განწყობილი ადამიანებისთვის ერთგვარი სილის გაწვნაა,"- ასე აფასებს „რეზონანსთან" ჟურნალისტი და ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია ორშაბათიდან დიდ ქალაქებში კომენდანტი საათის შემოღებას.

მარიკა ხორავა
07.11.2020

 შაბათს უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, 585 მძიმე პაციენტიდან 278 თბილისში მკურნალობს. კორონავირუსით ინფიცირებული 345 პაციენტი კი ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა მიერთებული. ქვეყანაში სულ რამდენი ხელოვნური აპარატი გვაქვს და გვყავს თუ არა საკმარი მედპერსონალი მძიმე ფორმების მქონე პაციენტების სამკურნალოდ - ამის შესახებ „რეზონანსი" ინფექციონისტ ირაკლი ხმალაძეს ესაუბრა.

მარიკა ხორავა
07.11.2020

 საქართველოში 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ოპოზიციის აქტივისტები დედაქალაქსა და სხვა დიდ ქალაქებში ქუჩის საპროტესტო აქციებს ატარებს. კვირას 8 ნოემბერს 15:00 საათზე რუსთაველზე პარლამენტის წინ დაგეგმილია ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქცია. მმართველმა პარტიამ კი ეპიდვითარებიდან გამომდინარე ახალი წერტილოვანი შეზღუდვები დააწესა - 9 ნოებრიდან დიდ ქალაქებში 22:00საათიდან 5:00 საათამდე ტრანსპორტით და ფეხით გადაადგილება იზღუდება.

მარიკა ხორავა
07.11.2020

 შაბათს საქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობისა და ინფიცირებულთა რაოდენობის სწრაფი ზრდის გათვალისწინებით, უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ დამატებითი წერტილოვანი შეზღუდვების დაწესების გადაწყვეტილება მიიღო. 9 ნოემბრიდან დიდ ქალაქებში - თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში, ზუგდიდში, გორსა და ფოთში 22:00 საათიდან დილის 5:00 საათამდე გადაადგილება შეიზღუდება.

თამთა ჩაჩანიძე
07.11.2020

„სამადაშვილის ჩანაწერი გაოცებას იწვევს. მაგამ ქალი არ ამბობს ტექსტი ჩემი არარისო და უნდა დავუჯეროთ", - ასე აფასებს „რეზონანსთან" პოლიტოლოგი და ფსიქოლოგი რამაზ საყვარელიძე, გავრცელებულ აუდიოჩანაწერებს, რომლებშიც სავარაუდოდ თემურ ალასანია და „ნაციონალური მოძრაობის" წევრი გუბაზ სანიკიძე, ასევე სალომე სამადაშვილი საუბრობენ.

თამთა ჩაჩანიძე
07.11.2020

„მთელი ოპოზიცია დარაზმულია, ყველა მუშაობს. ვფიქრობ, რომ 8 ნოემბერს ერთჯერადად საკმაო ხალხის გამოყვანას შეძლებენ, ხოლო ამას რამდენად პერმანენტულად შეძლებენ, ეს სხვა თემაა, გულწრფელად გითხრათ, არ მგონია," - ასე აფასებს „რეზონანსთან" საუბრისას ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე ოპოზიციის მიერ კვირას დაანონსებულ აქციას.

მარიკა ხორავა
07.11.2020

 ოპოზიციური პარტიები 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების ლეგიტიმაციას ეჭვის ქვეშ აყენებენ, საპარლამენტო მანდატებზე უარს ამბობენ და რიგგარეშე არჩევნებს ითხოვენ. ოპოზიციამ საჩივრით ცესკოს მიმართა, თუმცა ცესკომ საჩივრები უკვე განიხილა და მათი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. უნდა მიმართოს თუ არა ოპოზიციამ სასამართლოს არჩევნების შედეგების ბათილად ცნობის და ხელახალი არჩევნების დანიშვნის მოთხოვნით - ამის შესახებ „რეზონანსი" იურისტ ლია მუხაშავრიას ესაუბრა.

ელზა პაპოშვილი
06.11.2020

აქციები და კორონა ვირუსი-ქვეყანაში არჩევნების შემდგომ პოლიტიკური სიტუაციის დაძაბვასთან ერთად, კორონა ვირუსის გავრცელების მხრივ მძიმე მდგომარეობაა.  ხელისუფლება და ეპიდემიოლოგები საზოგადოებას მოუწოდებენ, რომ ქუჩაში ყოფნის დროს წესები დ რეკომენდაციები უნდა დაიცვან, წინააღმდეგ შემთხვევაში სიტუაცია კიდევ უფრო კატასტროფული იქნება. რიგები საავადმყოფოებთან და ყოველ დღიურად მზარდი გარდაცვალების რიცხვი-ქალაქის მერი კახა კალაძე თბილისელებს ქუჩაში გასვლისგან თავის შეეკავებას მოუწოდებს. 

ელზა პაპოშვილი
06.11.2020

ვინ აპირებს ქვეყანაში სახელმწიფო გადატრიალებას? -„ოცნება“ ამტკიცებს, რომ ოპოზიცია რევოლუციური სცენარისთვის  ემზადება და ამ სცენარის მთავარ იდეოლოგებად მიხეილ სააკაშვილს, დიმიტრი შაშკინს და დევი ჭანკოტაძეს ასახელებს. 

ქრისტინე კაპანაძე
06.11.2020

 ოპოზიციას ამ წუთისათვის დასაკარგი არაფერი აქვს. ისინი ხედავენ, რომ საზოგადოების ნაწილში არის განცდა არჩევნების გაყალბების თაობაზე და მათი მხრიდან პროტესტი ბუნებრივია. საკითხზე თუ რისი იმედი აქვს ოპოზიციას, როდესაც არჩევნების მეორე ტურზე უარს ამბობს საერთაშორისო ურთიერთობების საკითხში პრეზიდენტის ყოფილმა მრჩეველმა და ჯიპას ასოცირებულმა პროფესორმა თენგიზ ფხალაძემ ისაუბრა.

თამთა ჩაჩანიძე
06.11.2020

აზერბაიჯან-სომხეთის მწვავე კონფლიქტის გამო, მთიანი ყარაბაღის თითქმის 130 ათასი მშვიდობიანი მოსახლე იძულებული გახდა, რომ საკუთარი საცხოვრებელი სახლი დაეტოვებინა, გაერთიანებული ერების ორგანიზაცია (გაერო) კი კონფლიქტის დასრულებას და ამ საკითში დამნაშავეთა დასჯას ითხოვს.


Copyright © 2006-2023 by Resonance ltd. . All rights reserved
×