მარიკა ხორავა
24.10.2020

 აზერბაიჯანში დაპატიმრებულია ქვეყნის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი ნაჯმედინ სადიხოვი - ამის შესახებ რუსული გამოცემა „კავკაზსკი უზელ" წერს საკუთარ წყაროზე დაყრდნობით. მათი ინფორმაციით, სადიხოვს სახელმწიფოს ღალატში ადანაშაულებენ, კერძოდ კი რუსულ სპეცსამსახურებთან თანამშრომლობაში. ამავე წყაროს ცნობით, აზერბაიჯანული გენშტაბის მეთაურის გადაბირება რუსებმა მისი ახლო ნათესავის მეშვეობით შეძლეს.

მარიკა ხორავა
24.10.2020

სომხეთ-აზერბაიჯანს შორის ომი თითქმის ერთი თვეა გრძელდება და სხვადასხვა სამხედრო ექსპერტების შეფასებით, უახლოესი დღეები შეიძლება გადამწყვეტი იყოს. როგორი სცენარით გაგრძელდება ომი და რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუკი აზერბაიჯანული არმია ლაჩინის კორიდორის გადაკეტვას შეძლებს - ამის შესახებ „რეზონანსთან“ სამხედრო-ანალიტიკური ჟურნალ „არსენალის“ მთავარმა რედაქტორმა ირაკლი ალადაშვილმა ისაუბრა. მისი განცხადებით, თუ ლაჩინის კორიდოს აღება აზერბაიჯანისთვის მნიშვნელოვანი წარმატება იქნება.

მარიკა ხორავა
24.10.2020

საპარლამენტო არჩევნებამდე ერთი კვირა დარჩა და, როგორც წესი, პოლიტიკური პარტიები სწორედ არჩევნების წინა კვირას ცდილობენ თავისი „მთავარი კოზირების“ გამოჩენას - ოპონენტების კომპრომეტირებას ყველაზე სკანდალური ინფორმაციის გახმაურებით, სხვადასხვა პროვოკაციების მოწყობას, სხვადასხვა გზებით თავისი უპირატესობის დემონსტრირებას. რას უნდა ველოდოთ მოავალ სხვადასხვა პარტიებისაგან და შეძლებენ თუ არა მათი „ბოლო კოზირები" რამე რადიკალური ცვლილების გამოწვევას ამომრჩევლებში -  ამის შესახებ „რეზონანსთან“ ექსპერტებმა ისაუბრეს. ისინი აცხადებენ, რომ საქართველოში ყველაფერია მოსალოდნელი, თუმცა არ გამორიცხავენ, რომ ოპოციას საკუთარი უპირატესობის გაზრდა შეეძლება მხოლოდ პოზიტიური რეჟიმის ფარგლებში.

ელზა პაპოშვილი
24.10.2020

კრიმინალური გარჩევა თუ შურისძიება - რა გახდა 42 წლის, ვალერიან ნემსიწვერიძის მკვლელობის მიზეზი, რომელიც შაბათს შუადღისას საკუთარ ავტომობილში ჩაცხრილეს, მოტივი ამ დრომდე უცნობია. ასევე პოლიციას არ ჰყავს ჯერჯერობით იდენტიფიცირებული პირი, რომელმაც ეს დანშაული ჩაიდინა და ადგილიდან მიიმალა. „რეზონანსის“ ინფორმაციით, თავდამსხმელი ერთი პირი იყო და ის შესაძლოა ფეხით გადაადგილდებოდა. მან ადგილიდან მიმალვა სირბილით შეეძლო. 

მარიკა ხორავა
24.10.2020

 საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა ერთ დღეში 1941 ადამიანით გაიზარდა და აქედან ათასზე მეტი შემთხვევა თბილისზე მოდის. სად ხდება ყველაზე მეტად კორონავირუსის გადაცემა - რესტორნებში, ტრანსპორტში, სკოლებში, მაღაზიაში თუ სადმე სხვა ადგილებში და დაიწყო თუ არა საქართველოში იტალიური სცენარის განვითარება, სადაც ექიმებს უწევდათ გაეკეთებინათ მძიმე არჩევანი, რომელი ავადმყოფისთვის ემკურნალათ და რომლისსთვის არა - ამის შესახემ „რეზონანსთან" ინფეცქიონისტებმა ისაუბრეს. ისინი აცხადებენ, რომ ჯანდაცვის სამინისტროსგან მსგავსი მითითება არ მიუღიათ და იმედოვნებენ, რომ არჩევანის გაკეთება არ მოუწევთ.

ელზა პაპოშვილი
23.10.2020

ავჭალაში, მანქანაში ჩაცხრილული მამაკაცი, ვალერიან ნემსიწვერიძე, როგორც აღმოჩნდა 2004 წელს დეპუტატის მკვლელობის ორგანიზებაში იყო ბრალდებული. ნემსიწვერიძეს 2004 წლის 13 მაისს პარლამენტის ყოფილ დეპუტატზე, კახა გიუშვილზე თავდასხმის დაკვეთას აბრალებდნენ. მას დანაშაულის გამო 16 წლით პატიმრობა მიუსაჯეს, თუმცა 2013 წელს ამნისტიით გათავისუფლდა.

ქრისტინე კაპანაძე
23.10.2020

 საკითხზე მოსალოდნელია თუ არა ბოლო დღეებში მიმდინარე კრიმინალური ფაქტების პოლიტიზირება და პროვოკაციული ნაბიჯების გადადგმა სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების მხრიდან, ამაზე „რეზონანსი" ექსპერტების, გია აბაშიძესა და ნიკა ჩიტაძეს ესაუბრა. მათ აღნიშნულ საკითხზე განსხვავებული პოზიციები აქვთ. ჩიტაძე ფიქრობს, რომ ოპოზიციამ ამ საკითხზე უნდა ისაუბროს, ხოლო მომხდარი დანაშაულებრივი ფაქტების გამო ხელისუფლება საკუთარი თავის მიმართ კრიტიკულად უნდა იყოს განწყობილი. აბაშიძის თქმით კი ოპოზიციური პარტიები ყველაფერს გააკეთებენ დეზინფორმაციის გასავრცელებლად.

ია აბულაშვილი
23.10.2020

 "ეს არ იქნება 1992 წლის არჩევნები, ხალხი ტყვიების ქვეშ რომ მიდიოდა ხმის მისაცემად. სავარაუდოდ ამ არჩევნებზე აქტივობა იქნება დაბალი. მოსახლეობის უმეტესობამ შეიძლება დაინფიცირების შიშით არჩევნებში მონაწილეობისგან თავი შეიკავოს. აქ კი არის საფრთხე მმართველი გუნდისთვის, რადგან "ნაციონალებს" ისეთი მოტივირებული ამომრჩეველი ჰყავს, რომ ნებისმიერ ამინდში, წვიმასა თუ ქარში მივლენ არჩევნებზე" - ასეთ პროგნოზს აკეთებს ექსპერტი პეტრე მამრაძე 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მოსალოდნელ შედეგებთან დაკავშირებით.

ია აბულაშვილი
23.10.2020

"რას მერჩის ბოკერია, ალბათ ეს მას უნდა ჰკითხოთ, მაგრამ შემიძლია ვივარაუდო, რომ ცუდად აქვთ საქმე. თვითონ ვერ გარკვეულან რა უნდათ, კარგავენ და კარგავენ თანაგუნდელებს" - ასე ეხმაურება გუბაზ სანიკიძე "ევროპული საქართვლოს" ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას განცხადებას, რომ დაუშვებელია ისეთი ადამიანის პრემიერობა, რომელიც გუბაზ სანიკიძეს მიიღებს სპიკერად.

თამთა ჩაჩანიძე
23.10.2020

დღეს აქტიური კოვიდპაციენტების დაახლოებით მეოთხედი ჰოსპიტლებში, ხოლო დანარჩენი, რომლებსაც ვირუსი მსუბუქ, ან უსიმპტომო ფორმებში აქვს, ბინაზე ან კოვიდსასტუმროებში გადიან მკურნალობას. რა უნდა გაითვალისწინოს იმ პაციენტმა, რომელიც მკურნალობას სპეციალურ სამედიცინო დაწესებულებაში არ გადის და რა შემთხვევაში უნდა იქნას გადაყვანილი ბინიდან სტაციონარში?

მარიკა ხორავა
23.10.2020

 კატეგორიულად უარი უნდა ვუთხრათ რუსეთს და რაც შეიძლება სასწრაფოდ, ხმამაღლა და მწვავედ უნდა მივმართოთ საერთაშორისო თანამეგობრობას - ასე გამოეხმაურა „რეზონანსთან" ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი ირაკლი მენაღარიშვილი რუსეთის დუმის დეპუტატის, კონსტანტინ ზატულინის განცხადებას, სადაც აღნიშნულია, რომ საჭიროების შემთხვევაში, საქართველოს ტერიტორიის გამოყენებით სომხეთში, შესაძლოა, საჭირო ძალები და საშუალებები გაიგზავნოს.

ირაკლი ლომიძე
23.10.2020

 ეპიდემიამ იმდენად მწვავე მასშტაბი მიიღო, რომ ქვეყნის ეკონომიკური განვითარების პერსპექტივას დიდი ხნით წერტილი დაესვა. ფაქტობრივად, არ რჩება არც ერთი ბიზნესი, რომელიც ამ პროცესების მიმართ მზად აღმოჩნდა, ამიტომ მნიშვნელოვანია იმის ცოდნა,  რა მოლოდინი აქვს ბიზნესს არჩევნების შემდეგ, რადგან, მთავრობის მრავალგზის დაპირების მიუხედავად, მაინც არ არის იმედი, რომ „ლოქდაუნი" არ გამოცხადდება. პარალელურად, მოსახლეობის მსყიდველუნარიანობა მცირდება და ბიზნესს პრობლემა ექმნება.


Copyright © 2006-2023 by Resonance ltd. . All rights reserved
×