ელზა პაპოშვილი
04.09.2020

აპირებს თუ არა „პატრიოტთა ალიანსი“ ე.წ. აფხაზეთის რესპუბლიკის აღიარებას - ეს კითხვა აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც ე.წ. პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ დეპუტატებთან განაცხადა,  რომ „პატრიოტთა ალიანსი“ მზადაა თანამშრომლობისთვის და აფხაზეთის შემდგომი აღიარებისთვის.

თამთა ჩაჩანიძე
04.09.2020

ევროკავშირის წამყვანი ქვეყნები გერმანია, საფრანგეთი და იტალია ბელორუსის პრეზიდენტის ალექსანდრ ლუკაშენკოს სასანქციო სიაში შეყვანის წინაღმდეგები არიან, მთავარი მიზეზი კი იმ საკომუნიკაციო არხის დატოვებაა, რომლის საშუალებითაც ევროკავშირი ლუკაშენკოს რეჟიმთან მოლაპარაკებას შეძლებს.

მარიამ ნებულიშვილი
04.09.2020

„ასე ვთქვათ, რუსეთს აქვს ჩარევის ორი მეთოდი, პოლიტიკურ ძალებში საკუთარი „მეხუთე კოლონის" ჩართვა და ფინანსური მხარდაჭერა",- ასე ეხმიანება პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე „რეზონანსთან" საუბრისას საქართველოში ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელის განცხადებსას, სადაც ის 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევაზე საუბრობს.

ელზა პაპოშვილი
04.09.2020

პროკურატურის მტკიცებით, თამარ ბაჩალიაშვილმა სუცოცხლე თბითმკვლელობით დაასრულა და ამასთან დაკავშირებით დღეს გამართულ ბრიფინგზე გამოძიებამ თავისი დასკვნა წარმოადგინა. ამასვე ამტკიცებენ მისი მეგობარი დეა კაპანაძე, კლასელი ანა კურტანიძე და გარდასვლილის ბებია. სავარაუდოდ, სუიციდის მიზეზად ოჯახურ პრობლემებს ასახელებენ. დეა კაპანაძე აცხადებს, რომ გოგონა მკვლლეობამდე წინა დღით სახლში დაიმუქრა, რომ ისეთ ადგილას წავიდოდა და დაიკარგებოდა, რომ ვერავინ იპოვიდა. ამბობს, რომ ამის შესახებ თამარის გაუჩინარებიდან მეორე დღეს მამამისისგან მოისმინა, რომელიც წუხდა, რომ თამარმა შესაძლოა ეს მუქარა შეასრულა.

მარიამ ნებულიშვილი
04.09.2020

2020 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე ორ თვეზე ნაკლებია დარჩენილი. დედაქალაქის რვავე ოლქში მოსახლეობისთვის უკვე ცნობილია პარტიათა დიდი ნაწილის მაჟრიტარობის კანდიდატები. „მე ჯერჯერობით ვერ ვხედავ ისეთ ოლქს, სადაც უკვე გადაწყვეტილია შედეგები", - ასე აფასებს პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი „რეზონანსთან" საუბრისას თბილისის მაჟორისტარულ ოლქებში არსებულ სიტუაციას.

თამთა ჩაჩანიძე
04.09.2020

ნატო რუსეთს მოუწოდებს, რომ „ნოვიჩოკის" ჯგუფში შემავალი სამხედრო კლასის ნერვულ-პარალიტიკური ქიმიური აგენტით რუსი ოპოზიციონერის ალექსეი ნავალნის მოწამვლის საკითხი სრულიად გაამჟღავნოს.

თამთა ჩაჩანიძე
04.09.2020

ბიზნესმენი კახა ოქრიაშვილი და მისი ახლადშექმნილი პოლიტიკური გუნდი „პროგრესი და თავისუფლება" ოპოზიციურ გაერთიანება „ძალა ერთობაშიას" შეუერთდა, ისინი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ბრძოლას ერთ ბლოკად აპირებენ, ამ ფაქტს ოქრიაშვილის ყოფილი თანამოაზრეები „ქართული ოცნებიდან" „უძღები შვილის დაბრუნებად" აფასებენ.

მარიამ ნებულიშვილი
04.09.2020

უკვე რამდნეიმე დღეა ოკუპირებულ ცხინვალში მასობრივი საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. საზოგადოების პროტესტი 28 წლის ინალ ჯაბიევის გარდაცვალებას მოჰყვა. გავრცელებული ინფორმაციით ის მილიციის იზოლატორში წამებით მოკლეს. მომხდარის გამო დე ფაქტო პრეზიდენტმა მთავრობა დაითხოვა, თუმცა მოსახლეობის პროტესტი ამით არ შეწყვეტილა. ცხინვალში მიმდინარე მოვლენებზე, ოპოზიციურ პარტიებზე და დეფაქტო ხელისუფლებაზე „რეზონანსი" შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ყოფილ სახელმწიფო მინისტრს პაატა ზაქარეიშვილს ესაუბრა.

რეზონანსი
03.09.2020

 საქართველოში ტურიზზმა ზაფხულის სეზონზე დიდი დარტყმა განიცადა. ეპიდემიოლოგიური ვითარების გართულებისა და კორონავირუსის მეორე ტალღიდან გამომდინარე, გაჩნდა მოლოდინი, რომ ზამთრის კუტორტებზე დამსვენებელები თითქმის არ იქნება.

ელზა პაპოშვილი
03.09.2020

კიბერშეტევა საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროზე, რომლის უკანაც კიბერ უსაფრთხოების სპეციალისტი და ანალიტიკოსი  რუსული სპეცსამსახურების კვალს ხედავენ. მათი თქმით, ეს არის გარკვეული მზადება რაღაც უფრო დიდი დივერსიისთვის და არ გამორიცხავენ, რომ წინასაარჩევნოდ მსგავსი თავდასხმები უფრო გახშირდეს. რა წაიღეს ჰაკერებმა და რაში სჭირდებათ ლაბორატორიიდან მოპარული ინფორმაცია? - სპეციალისტები ამბობენ, რომ ამ მასალებიდან ფეიკ ინფორმაციას გააკეთებენ, რომელსაც სხვადასხვა საიტებზე განათავსებენ და დაიწყებენ იმის  მტკიცებას, რომ საქართველო მომწამვლელ ნივთიერებებს ქმნის. 

თამთა ჩაჩანიძე
03.09.2020

ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლა-არჩამოსვლის საკითხი ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის, ისევე როგორც თავად ოპოზიციის შიგნით ერთგვარი საჯილდაო ქვა გახდა. განსაკუთრებით ცხარე დებატები და დაპირისპირებაც კი ოპოზიციის სხვადასხვა ფრთას შორის გაჩაღდა. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ოპოზიციის ნაწილმა, პირველ რიგში კი „ნაციონალურმა მოძრაობამ" მის პრემიერობაზე დაიწყო საუბარი.„ აი, იმ ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს, ქოცების პარალელურად და უნისონში მიშას თავს რომ ესხმით, არ გრცხვენიათ?" - ასე ეხმიანება ოპოზიციის, მათ შორის ყოფილი თანამოაზრეების მიერ სააკაშვილის კრიტიკას ფეისბუქზე „ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ბარამიძე რომელიც ასევე მიიჩნევს, რომ წინასაარჩევნოდ სააკაშვილის არგამოჩენა „ქოცური აზრია".

მარიამ ნებულიშვილი
03.09.2020

რამდენიმე დღის წინ ბორჯომში „გირჩის" ორგანიზებით გამართულ შეხვედრაზე, ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ნაწილმა სხვადასხვა საკითხები განიხილა, მათ შორის, მართლმსაჯულების დარგში. როგორც „ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა ხატია დეკანოიძემ თქვა, პარტიებმა მის ინიციატივასაც დაუჭირეს მხარი, რაც სახელმწიფო უსაფრთხობის სამსახურის გაუქმებას და არჩევითი შერიფების ინსტიტუტის დამკვიდრებას ისახავს მიზნად. სფეროს ექსპერტები „რეზონანსთან" საუბრისას ამ ინიციატივის შესაძლო რისკებზე საუბრობენ.


Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×