ქრისტინე კაპანაძე
18.11.2020

 აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო ოთხშაბათს თბილისში პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას, საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანს, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრებზე საუბარი იყო საქართველო-აშშ-ს სტრატეგიული პარტნიორული ურთიერთობების მნიშვნელობაზე, კორონავირუსთან დაკავშირებულ გამოწვევებზე, თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროებსა და სასამართლო წესრიგის აუცილებლობაზე.

ია აბულაშვილი
18.11.2020

„როცა გვჭირდება ეუთო, მაშინ მაგარი და კარგია, როცა არა - მაშინ მაგას ვინ ეკითხებაო... ბევრი შეცდომა დაუშვა ოპოზიციამ და კიდევ ერთ შეცდომას უშვებს. მათთვის საერთაშორისო მხარდაჭერა ნებისმიერ შემთხვევაში აუცილებელია“ - ასე ეხმაურება პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე ოპოზიციის მიერ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენლების მიმართ გაკეთებულ განცხადებს.

თამთა ჩაჩანიძე
18.11.2020

„თუ შეხვედრა სპონტანურად ჩაინიშნა და წინასწარ პროტოკოლით გათვალისწინებული არ იყო შეგვიძლია ვივარაუდოთ რომ აქციამ გარკვეული ზეგავლენა იქონია, ან დიდი ალბათობით ჩამოსვლის შემდეგ აშშ-ის ელჩის ფაქტორმა და მისმა საუბარმაც იმოქმედა, ნებისმიერ შემთხვევაში, თუ შეხვედრა შედგება, დადებითი მოვლენაა," - ასე აფასებს „რეზონანსთან" ანალიტიკოსი და ჟურნალისტი არჩილ გამზარდია, საქართველოს ექს-პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილს მიერ გავრცელებულ განცხადებას იმის შესახებ, რომ ოპოზიცია აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილეს, ფილიპ რიკერს შეხვდება.

მარიკა ხორავა
18.11.2020

„ჩემი აზრით, დებატებში მონაწილეობა აუცილებელია, რადგან საზოგადოებაში არ გაჩნდეს განცდა, რომ ოპოზიციას ეშინია დებატებში მონაწილეობის, ან ამ თემების საჯაროდ გარჩევის", - ასე აფასებს „რეზონანსთან" საუბრისას ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე პარტია „გირჩის" ლიდერის ზურაბ ჯაფარიძის პასუხს „ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერის, ირაკლი კობახიძის მიერ ოპოზიციის დებატებში გამოწვევაზე.

გვანცა წულაია
17.11.2020

 სუსტი ლარის პოლიტიკა საქართველოსთვის მომგებიანი არ აღმოჩნდა. ამის შესახებ უკვე ბიზნესმენებიც ხმამაღლა ალაპარაკდნენ. ეროვნული ბანკის მიდგომას აკრიტიკებენ ანალიტიკოსებიც და აცხადებენ, რომ ამ მხრივ არსებული პოლიტიკა შესაცვლელია.

ელზა პაპოშვილი
17.11.2020

საპარლამენტო არჩევნებიდან 2 კვირაზე მეტის გასვლის შემდეგ, ხელისუფლება ოპოზიციას დებატებში იწვევს. რა გახდა ამის მიზეზი და ზოგადად, რა შედეგი შეიძლება ჰქონდეს ასეთ დებატებს? თავად ოპოზიციაში ეჭვობენ, რომ ეს მმართველ პარტიაში ერთგვარი პანიკის მაჩვენებელია და „ოცნებას“ სურს ოპოზიციასთან დებატები არჩევნების შედეგების „გასაპრავებლად“ გამოიყენოს. ანალიტიკოსები კი ოპოზიციას ამ გამოწვევის მიღებას ურჩევენ.

გვანცა წულაია
17.11.2020

 მიუხედავად მოლოდინისა, 2021 წლიდან საქართველოში ელექტროენერგია შეიძლება, სულაც არ გაძვირდეს. ზუსტი პასუხი დეკემბრის ბოლოსთვის იქნება, მაგრამ სემეკ-ის ბოლო განცხადებამ პოზიტიური მოლოდინი გააჩინა. ერთი რამ დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ დენისა და წყლის ტარიფი ისევ 3 წლით დადგინდება. ყველაზე მთავარი ის არის, რომ კომპანიები გაძვირებას არ ითხოვენ.

თამთა ჩაჩანიძე
17.11.2020

ოპოზიციის გეგმები თბილისში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს ვიზიტთან დაკავშირებით უცვლელია - ისინი 18 ნოემბერს მდუმარე აქციას გამართავენ, რომელიც, მათი თქმით, სტრატეგიული პარტნიორისთვის მათგან ერთგვარი გზავნილი იქნება. რამდენად ადეკვატურია მათი გეგმა და მიაღწევენ თუ არა ამ აქციით იმას, რისი მიღწევაც სურთ? ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ თუკი ოპოზიციის მიზანი მხოლოდ სტუმრის ყურადღბის მიპყრობაა, ამ ფორმით ამ მიზანს მიაღწევენ.

თიკა სიბოშვილი
17.11.2020

 სამთო-სათხილამურო კურორტებზე წლევანდელი ტურისტული სეზონი უკვე ჩავარდნის პირასაა. სასტუმროების ნაწილი გახსნას საერთოდ არ აპირებს, ნაწილი კი თავის გატანას ძლივს ახერხებს. დეკემბრის შუა რიცხვებში საქართველოს ზამთრის კურორტებზე სეზონი გაიხსნება, თუმცა რამდენად გადაწყვეტენ დასვენებას ადგილობრივი თუ უცხოელი ტურისტები ჩვენს კურორტებზე, ეს დღეს სრულიად გაურკვეველია.

ია აბულაშვილი
17.11.2020

„არ გამოვრიცხავ, რომ რომელიმე ოპოზიციური ძალა ბოლო მომენტში შევიდეს პარლამენტში, როგორც ეს წინა მოწვევის პარლამენტების ისტორიიდან გვახსოვს. მაგრამ, დღეის მოცემულობით, არ მგონია ეს მოხდეს, რადგან ეს თვითმკვლელობის ტოლფასი იქნება“, - აცხადებს პოლიტოლოგი არჩილ გამზარდია, ოპოზიციის პარლამენტში არშესვლასთან დაკავშირებით საუბრისას.

მარიკა ხორავა
17.11.2020

ოპოზიცია მეორე ტურში არჩევნებში მონაწილეობაზე უარს აცხადებს, თუმცა მაჟორიტარულ ბიულეტენებში ოპოზიციის კანდიდატები მაინც იქნებიან. რა მოხდება, თუკი მეორე ტურს, რომელიმე ოლქში ოპოზიციის კანდიდატი მოიგებს - ამის შესახებ „რეზონანს" კონსტიტუციური სამართლის სპეციალისტი ვახუშტი მენაბდე ესაუბრა.


Copyright © 2006-2023 by Resonance ltd. . All rights reserved
×