მარიკა ხორავა
14.10.2020

 სომხურმა შეიარაღებულმა ძალებმა შესაძლოა იმ თვითმფრინავების ჩამოგდება დაიწყონ, რომლითაც აზერბაიჯანს შეიარაღება მიეწოდება. ამის შესახებ, სომხეთის რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარის მოადგილემ, არმენ აშოტიანმა განაცხადა. რამდენად შესაძლებელია ამან კავკასიაში და კერძოდ საქართველოს საჰაერო სივრცეში ავიამიმოსვლას რაიმე საფრთხე შეუქმნას?

ქრისტინე კაპანაძე
14.10.2020

 რუსეთის შუამავლობით მიმდინარე სომხეთ-აზერბაიჯანის საშვიდობო მოლაპარაკება საბოლოოდ ჩაიშალა და საბრძოლო მოქმედებები უახლოეს დღეებში შეიძლება გაცილებით მასშტაბური გახდეს. ამაზე მეტყველებს სომხური და რუსული საინფორმაციო წყაროების მიერ გავრცელებული ბოლო ცნობები და სომხეთის პრემიერ ნიკოლ ფაშინიანის საგანგებო მიმართვა ერისადმი.

მარიკა ხორავა
14.10.2020

 არჩევნებამდე 3 კვირით ადრე ოპოზიციაში არსებულმა დაპირისპირებამა ხალი ფორმა მიიღო. თუკი აქამდე სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები აკრიტიკებდნენ ერთმანეთს, ახლა უკვე შიდაპარტიული დაპირისპირებები გამოდის საჯაროდ. ამ შემთხვევაში საუბარია „ევროპულ საქართველოზე". პარტიის მიერ ვაკის მაჟორიტარობის კანდიდატად დასახელებული ელენე ხოშტარია თანაპარტიელსა ზუგდიდიდ მაჟორიტარობის კანდიდატ გიგი უგულავას დაუპირსიპირდა. ამის შემდეგ კი ხოშტარი თამარ ჩერგოლეიშვილმა გააკრიტიკა.

ქრისტინე კაპანაძე
14.10.2020

 „უკონტროლო გადაცემის საშიშროება უკვე არსებობს. ეს რიცხვი შეიძლება უფრო მეტად გაიზარდოს და ამისთვის საჭიროა ყველამ დაიცვას არსებული რეგულაციები", - არის თუ არა საგანგაშო კორონავირუსის 680 ახალი შემთხვევა, საიდანაც 297 თბილისში დაფიქსირდა, ამ საკითხზე „რეზონანსს" ინფექციონისტი მარინა ენდელაძე ესაუბრა.

მისი თქმით, ვირუსით დაინფიცირებულთა მაჩვენებლის ზრდა მოსალოდნელი იყო და სერიოზული განგაშის საფუძველი არ არსებობს.

მამუკა ნაცვალაძე
14.10.2020
სვეტიცხოველი განსაკუთრებული თემაა საქართველოს ისტორიისა. მტკვრისა და არაგვის შესართავთან მცხეთაში მდებარე ძეგლს თავისი არსებობის პირველივე დღიდან გამორჩეული ფუნქცია დაეკისრა. ჩვენი წარსულის უტყვი მოწმე თვითმხილველია უდიდესი ქარტეხილებისა. 
აქ ქრისტეს კვართია დაფლული, აქ  ხდებოდა ქართველ მეფეთა და პატრიარქთა კურთხევა. ეს ტაძარი არა მარტო სულიერად ამაღლებდა ქართველთ, არამედ ფიზიკურადაც იცავდა განსაცდელისგან. მტერთა შემოსევის ჟამს ტაძარი მოსახლეობის გადარჩენის საშუალებაც იყო, კარგად მოწყობილ სამალავებში მრავლად ეტეოდნენ მტერსგარიდებული ქალები და ბავშვები.
სვეტიცხოველი ქართული მწიგნობრობის კერაც გახლდათ, უმდიდრესი ბიბლიოთეკაა ამის დასტური, თემურ ლენგის შემოსევებს რომ ვერ გადაურჩა.
გვანცა წულაია
13.10.2020

 საქართველოს გავლით მორიგი გაზსადენი სრულად ამუშავდა. 4-წლიანი მშენებლობის შემდეგ, ტრანსადრიატიკული გაზსადენი, რომელიც საქართველოს გავლით აზერბაიჯანული გაზის ტრანსპორტირებას ითვალისწინებს, მთლიანად შევიდა ექსპლუატაციაში. ახალი გაზსადენის ამუშავებით საქართველო მნიშვნელოვან სარგებელს მიიღებს. 

გვანცა წულაია
13.10.2020

 საქართველომ საგანგებო მდგომარეობის პერიოდში ძალიან იზარალა. პანდემიის დაწყების კვალდაკვალ, ეკონომიკა სულ უფრო მძიმე გზას გადიოდა. კონორავრუსის გამო დაწესებული შეზღუდვების განეიტრალებას შესაძლოა, წლებიც კი დასჭირდეს. 

მარიკა ხორავა
13.10.2020

 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე პირველად, პოლიტიკური პარტიების ნაწილმა ოფიცილალურად დაასახელა პრემიერ-მინისტრობის საკუთარი კანდიდატი. ანალიტიკოსები ამ ტენდენციას იმით ხსნიან, რომ ქვეყანა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადადის. თუმცა, მათივე აზრით, პრემიერობის კანდიდატთა წინასწარ დასახელებამ საეჭვოა რაიმე გავლენა მოახდინოს ამომრჩეველთა განწყობაზე.

ქრისტინე კაპანაძე
13.10.2020

 რა ვითარებაა ახლა ყარაბაღის ომში და მიდის თუ არა სომხურ-აზერბაიჯანული შეიარაღებული კონფლიქტი დასასრულისკენ? პაატა ზაქარეიშვილის აზრით, თუ სომხეთი გარკვეულ დათმობებზე წავა აზერბაიჯანთან, ომი დასრულდება.

ელზა პაპოშვილი
13.10.2020

 კახეთში ტაქსის მძღოლებს შორის დაწყებული დაპირისპირება დაჭრით დასრულდა. ადგილობრივები „რეზონანსს“ უყვებიან, რომ გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კარდენახში მძღოლები ერთმანეთს მგზავრების გადაყვანის გამო დაუპირისპირდნენ, რის გამოც ერთ-ერთმა 60 წლის მამაკაცმა 53 კოლეგა ცივი იარაღით მუცელში დაჭრა. ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარება ადგილობრივებმა გამოიძახეს. 

ქრისტინე კაპანაძე
13.10.2020

 ანალიტიკოსთა ნაწილი 31 ოქტომბრის არჩევნებზე „ქართული ოცნების" გამარჯვების შემთხვევაში პოლიტიკურ დაძაბულობასა და საპროტესტო აქციებს პროგნოზირებს. თუმცა, მათივე თქმით, ეს პროტესტი, თუნდაც მან მძაფრი და ემოციური ფორმები მიიღოს, უშედეგო იქნება, რადგან თავად ქართულ საზოგადოებაში რევოლუციური მუხტი არ არის.

ელზა პაპოშვილი
13.10.2020

შემზარავი ფაქტი იმერეთში - 72 წლის მამაკაცს 9 წლის გოგონასთან გარყვნილ ქმედებაში ედება ბრალი. მამაკაცი ორშაბათს დღის წინ დააკავეს. მოზარდის ოჯახი მის უმკაცრესად დასჯას მოითხოვს, მოძალადის ოჯახში კი დანაშაულის ჩადენას კატეგორიულად უარყოფენ. 


Copyright © 2006-2023 by Resonance ltd. . All rights reserved
×