მარიკა ხორავა
20.11.2020

„ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე არ გამორიცხავს, რომ მმართველმა გუნდმა ახალ პარლამენტში არჩეული ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს კენჭი არ უყაროს. მას „ერთიანი საქართველოს" ლიდერი, ნინო ბურჯანაძე პასუხობს და მის განცხადებას „სისულელეს" უწოდებს.

ია აბულაშვილი
20.11.2020

 „ხელისუფლებას კანონით არა აქვს უფლება, წავიდეს დათმობაზე, რადგან ამით ზეგავლენას მოახდენს არჩევნების შედეგებზე. მმართველი გუნდი ისევე ვალდებულია, დაემორჩილოს კანონის უზენაესობას, როგორც ნებისმიერი პარტია, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს იქნება ანტიკონსტიტუციური ქმედება და სახელმწიფოს აბუჩად აგდება" - ასე ეხმაურება ექსპერტი პეტრე მამრაძე ოპოზიციის მოთხოვნას, დაინიშნოს ხელახალი არჩევნები.

ია აბულაშვილი
20.11.2020

„სააკაშვილს ქვეყანა რომ არ უყვარს, ეს იქიდანაც გამოჩნდა, როცა პირველსავე დღეს უარი თქვა საქართველოს მოქალაქეობაზე, მაგრამ ამ პატარა პარტიებს რა სჭირთ, იმის ნაცვლად, უხაროდეთ ბარიერის გადალახვა, უარს ამბობენ პარლამენტში შესვლაზე. ეტყობა, რაღაც ვალში არიან "ნაციონალურ მოძრაობასთან" - ასე ეხმაურება აკადემიკოსი თემურ ნანეიშვილი ოპოზიციის უცვლელ მოთხოვნას, დაინიშნოს ხელახალი არჩევნები.

ქრისტინე კაპანაძე
20.11.2020

 რეგულაციები, რომლებიც უახლოეს დღეებში ტრანსპორტს სალონებსა და დიდ სავაჭრო ცენტრებს შეიძლება შეეხოს, იმ შემთხვევაში იქნება ეფექტური, თუ შეწყდება საზოგადოების მხირდან აქტიური შეკრებები და გადაადგილება - ასე აფასებს ინფექციონისტი ირაკლი ხმალაძე ახალი რეგულაციების ეფექტურობას, რომელიც მომავალი კვირიდან ტრანსპორტს, სალონებსა და დიდ სავაჭრო ცენტრებს შეიძლება შეეხოს და ფიქრობს, რომ ეს რეგულაციები არ იქნება საბოლოო შეზღუდვა ლოკდაუნამდე.

ელზა პაპოშვილი
19.11.2020

რუსთავში ახალგაზრდა მამაკაცმა 5 ღამეში 7 ავტომილის გაქურდვა ისე მოახერხა, რომ ვერავინ შეამჩნია. ძარცვა 90-იანი წლების სტილში მოხდა და ავტომობილიდან ძირითადად აკუმულატორებს იპარავდა. როგორც ადგილობრივები „რეზონანსთან“ ყვებიან, მძარცველი კომენდატის საათის დროს  მოქმედებდა და ავტომობილებს ისე ძარცვავდა, რომ პოლიციამაც მისი აღმოჩენა დიდხანს ვერ შეძლო. 

გვანცა წულაია
19.11.2020

 კორონავირუსის პანდემიის კვალდაკვალ საქართველოში უცხოური ინვესტიციების რაოდენობა მკვეთრად დაეცა, თუმცა ტენდენცია მხოლოდ კოვიდ-19-ს არ უკავშირდება. ინვესტიციების კლება შეინიშნებოდა წინა წელსაც. მთავრობა გამოსავლის გზებს ეძებს და ინვესტორებს ახლა პროგრამებს სთავაზობს.

მარიკა ხორავა
19.11.2020

„ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ ოპოზიცია თავს არიდებს დებატებს, რაც სრულ კაპიტულაციას ნიშნავს და იმის აღიარებაა, რომ საუბარი არჩევნების გაყალბებაზე არის ცარიელი სიტყვები, სიყალბე და სპეკულაციაა. მას ნაციონალი მოძრაობის წევრი გიორგი ბარამიძე კი პასუხობს, რომ ოპოზიციას დებატებზე უარი არ უთქვამს და „ოცნებისგან" ამაზე საუბარი მორიგი უტიფრობაა, რადგან 8 წლის განმავლობაში მუდმივად არიდებდა თავს დისკუსიას.

ირაკლი ლომიძე
19.11.2020

 იპოთეკური სესხების სუბსიდიის ვადის დასრულებამდე სულ ცოტა დრო დარჩა.  როგორც ცნობილია, პროექტმა ფინანსური თითქმის რესურსი ამოწურა, თუმცა ,,რეზონანსისთვის“ ცნობილი გახდა, რომ პროგრამას დადგენილ ვადამდე ადრე არ შეწყვეტენ. მიუხედავად იმისა, რომ მთავრობამ ამ პროგრამას დარგის გადარჩენის ფუნქცია დააკისრა, როგორც სპეციალისტები აღნიშნავენ, მისი ეფექტი უმნიშვნელოა, რადგან მან სექტორს კრიზისი ვერ დააძლევინა. 

ელზა პაპოშვილი
19.11.2020

"ლელოს" ოფისში ხუთშაბათს გამართულ შეხვედრაზე ოპოზიცია ჯერჯერობით ვერ შეთანხმდა პროტესტის ფორმაზე, რომელსაც ისინი არჩევნების მეორე ტურის დღეს, 21 ნოემბერს მიმართავენ, თუმცა საბოლოოდ ყველა ლიდერი იმაზე ყაბულსაა, რომ მეორე ტურში მონაწილეობას არ მიიღებენ. ამბობენ, რომ ხელისუფლებას ჰქონდა მათთან სეპარატული მოლაპარაკების მცდელობა, რათა პარალმენტში შესვლაზე დაეთანხმებინა, თუმცა ესეც ვერ შეძლო. 

თამთა ჩაჩანიძე
19.11.2020

„შესაძლოა მოვლენები 2008 წლის მსგავსად განვითარდეს, როცა მაშინდელ პარლამენტს ოპოზიციამ ბოიკოტი გამოუცხადა და არ შევიდნენ, ეს მნიშვნელოვანი ტრიბუნა არ გამოიყენეს და მათი ფრაგმენტაცია-დაქსაქსულობა დაიწყო, სანამ 2011 წელს პოლიტიკურ სცენაზე ბატონი ივანიშვილი გამოჩნებოდა." - ასე აფასებს „რეზონანსთან" ანალიტიკოსი გია აბაშიძე, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგების ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს.

თამთა ჩაჩანიძე
19.11.2020

„რეზონანსს" ახლახან საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის დირექტორი, ცნობილი პოლიტოლოგი კორნელი კაკაჩია დაუკავშირდა, ამბობს, რომ ჯანმრთელობის სიტუაცია დაუმძიმდა და მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება, დედასთან ერთად შაბათიდან რუხის კოვიდ ცენტრში იმყოფება, დაუდგინდა კორონავირუსი და მარჯვენა ფილტვის ანთება. ოჯახი და ახლობლები ხელისუფლებისგან ითხოვენ, რომ სასწრაფოდ ის და მისი დედა თბილისის ბოჭორიშვილის კლინიკაში გადაიყვანონ.

ქრისტინე კაპანაძე
19.11.2020

მთიან ყარაბაღში რუსეთის მხრიდან სამშვიდობო ოპერაცია არ მიმდინარეობს ეს არის იძულებითი ოპერაცია, რასაც შეიძლება პროცესების გართულება მოჰყვეს რეგიონალური მასშტაბით. საფრთხე არის საკმაოდ დიდი, მათ შორის საქართველოსთვის. ასე აფასებს სამხედრო ექსპერტი ვახტანგ მაისაია ყარაბაღში რუსული ჯარების განთავსებას. ხოლო ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი ფიქრობს, რომ ამ ჯარებს არავითარი საფრთხის შექმნა არ შეუძლიათ საქართველოსთვის, რადგან რუსეთს თურქეთიც დააკვირდება, შესაბამისად დააკვირდებიან ნატოს წარმომადგენლებიც. მისი თქმით ქართველ ექსპერტებს და პოლიტიკოსებს მთიან ყარაბაღში განთავსებული 2-ათასიანი ჯარის არ უნდა ეშინოდეთ, როცა საქართველოს უკვე დიდი ხანია თავზე აზის მთელი რუსული არმია.


Copyright © 2006-2023 by Resonance ltd. . All rights reserved
×