ია აბულაშვილი
29.07.2020

„ოპოზიცია ფაჩიკოს გარმონივით დაიშალა, რაც მოსალოდნელი იყო, რადგან ნათელაშვილის ფანჩატურში შეკრებილებს, მხოლოდ ერთი იდეა აერთიანებდათ, რომელსაც ჰქვია სკამი და ეს სკამი ვერ გაიყვეს" - ასე ეხმაურება პოლიტოლოგი ედიშერ გვენეტაძე ოპოზციაში შექმნილ ვითარებას.

თამარ მუკბანიანი
29.07.2020

2020 წლის პირველ ექვს თვეში საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება 4.5%-ით შემცირდა.  ქვეყანამ, ჯამურად, 6.4 მილიარდ კვტ/სთ ელექტროენერგია გამოიყენა. ენერგიის მოხმარების კლება პანდემიის ფონზე შემცირებულ ეკონომიკურ აქტივობას უკავშირდება. როგორც ჩანს, პროცესი კიდევ კარგა ხანს გაგრძელდება და არათუ 2020 წელს, არამედ გაისადაც ამ კუთხით კლება იქნება. ბოლო პერიოდში რთულ მდგომარეობაში მყოფი ენერგეტიკის დარგისთვის ეს ერთგვარი შეღავათი აღმოჩნდა.

ელზა პაპოშვილი
29.07.2020

სროლა პანკისში - გუშინ გვიან ღამით, დაუდგენელმა პირმა სოფელ დუისში ქავთარაშვილების სახლს ცეცხლი გაუხსნა. ვერსიებთან დაკავშირებით ქავთარაშვილები ამბობენ, რომ შემთხვევა შესაძლოა 2019 წელს სოფელ საკობიანოსთან მომხდარი მკვლელობის საქმეს უკავშირდებოდეს, რომელშიც მურად ქავთარაშვილი ფიგურირებს. მაშინ 37 წლის ვისო მუთოშვილი მოკლეს, ქავთარაშვილი კი დაჭრეს. 

ია აბულაშვილი
29.07.2020

„ერთ-ერთი დიდი კოზირი, თავის ჭკუაში, „ნაციონალებს" ის ჰქონდათ, რომ ივანიშვილმა ყველა გადააგდოო, მაგრამ თვითონ ისეთი „ჩაუტარეს" თავის უახლოს პარტნიორებს, რომ შეიძლება დიდმა ნაწილმა საერთოდ ვერ მიაღწიოს პარლამენტამდე. გადაგდებაცაა და გადაგდებაც, ყველას აჯობეს გადაგდებაში" - ასე ეხმაურება პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე მაჟორიტარ კანდიდატებთან დაკავშირებით ოპოზიციაში შექმნილ უთანხმოებას.

თამთა ჩაჩანიძე
29.07.2020

კორონავირუსი მსოფლიოს ისევ უტევს, პანდემიის გამო მიღებული რეგულაციების შემსუბუქებამ ისევ გარკვეული ლოკალური აფეთქებები გამოიწვია და როგორც აღმოჩნდა ვირუსთან გამკლავების ერთ-ერთი მთავარი გზა ვაქცინა დარჩა. სწორედ ამიტომაც ლიდერი სახელმწიფოები ცდილობენ, რომ საბოლოო რეზულტატი შეძლებისდაგვარად მალე დაიდოს, რომელიც ადამიანის ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო და ვირუსთან ბრძოლაში ეფექტური იქნება.

ელზა პაპოშვილი
29.07.2020

23 წლის პროგრამისტის თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების ირგვლივ საეჭვო მოვლენები ვითარდება. აღმოჩნდა, რომ გოგონა სოფელ მაწევანში 18 ივლის საღამოს საათებში ნახეს, შემდეგ კი უკვე 19 ან 20 ივლისს ის 17 წლის ადგილობრივმა უკვე დილის საათებში ავტომობილით კვლავ მათ სოფელში დაინახა. როგორც თვითმხილველი ამტკიცებს, მან ამის შესახებ მშობლებს უამბო, მათ კი საქმის კურსში პოლიცია ჩააყენეს. 

ია აბულაშვილი
29.07.2020

გადმოცემის თანახმად ოქონას მონასტერი, რომელიც გურაიში, სოფელ აცანაში მდებარეობს, თამარ მეფის ბრძანებთი ერთ დღეში აუგიათ. ისტორიული წყაროებით კი ამ ადგილას ჯერ კიდევ მე-9 საუკუნეში ყოფილა აგებული ეკლესია, რომელიც დანგრეულა. სწორედ ამ ნაგრევებზე ააგო მე-17 საუკუნეში დასავლეთ საქართველოს პატრიარქმა მელაქია გურიელმა, მაცღხოვრის სახელზე ახალი ეკლესია, რომელსაც სიცოცხლის ბოლომდე მფარველობდა.

ელზა პაპოშვილი
28.07.2020

გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალებიდან 40 დღე გავიდა. საქმეზე გამოძიება ამ დრომდე გრძელდება. შსს-ში გამოკითხვაზე სამი პირი იმყოფებოდა. ისინი იუბილარ ანი გაბეჩავას წვეულების სტუმრები არიან. გამომძიებლების შეკითხვებს ვანო თეგაძე და მისი მეგობარი გოგო პასუხობდნენ, რომლებიც ტრაგედიის ღამეს მცხეთის აგარაკზე დარჩნენ. სწორედ ისინი არიან მოწმეები, რომლებიც ე.წ. ნახალოვკელების დაჯგუფებას ნარეკვავში დახვდნენ. 

თამარ მუკბანიანი
28.07.2020

 პანდემიისა და მსოფლიო ეკონომიკის დიდი კრიზისის ფონზე, როცა მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების ვალუტებიც კი უფასურდება და ნავთობის ფასმა ყველა ანტირეკორდი უკვე დაამხო, ოქროზე ფასი რეკორდულად იზრდება. ბოლო ერთი თვის განმავლობაში ძვიფასი ლითონი კიდევ 8.5%-ით გაძვირდა. ამის უმთავრესი მიზეზი, რასაკვირველია, კორონავირუსის გამო შექმნილი მდგომარეობაა, რომელიც ეკონომიკის პროგნოზირებას შეუძლებელს ხდის.

ნინა გარდაფხაძე
28.07.2020

 ავტობიზნესი, პანდემიის პირველი ტალღის შემდეგ, შედეგებს ითვლის. შემცირებული რეალიზაცია და დასაქმებულები, დახურული ოფისები, გაკოტრების პირას მყოფი დილერები - ასეთია ბიზნესის მდგომარეობა,  რომელიც, რეექსპორტის ხარჯზე, ქვეყნის ბიუჯეტის უმნიშვნელოვანესი კონტრიბუტორია. მომუშავეთა ნაწილს ახლა იმედს რეექსპორტისათვის საზღვრების ფართოდ გახსნის შესაძლებლობა უჩენს, მეორე ნაწილი კი ამ პერსპექტივას წელს საერთოდ ვერ ხედავს. 

ელზა პაპოშვილი
28.07.2020

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის ბურუსით მოცული გარდაცვალების ირგვლივ ოჯახს და მის ადვოკატს კიდევ უფრო მეტი ეჭვი მას შემდეგ უჩნდება, რაც სამართალდამცველებმა პროგრამისტი გოგონას კომპიუტერი ჯერ კიდევ ვერ გახსნეს. როგორც აღმოჩნდა, ჯერ კიდევ უცნობია, რას ინფორმაციას ინახავს ბაჩალიაშვილის კომპიუტერი, რომელიც გარდაცვლილს საგულდაგულოდ აქვს დაშიფრული. 

ია აბულაშვილი
28.07.2020

"შანსები ჯერ-ჯერობით გაურკვეველია, თუმცა, დღევანდელი მოცემულობით, პირველ ტურში მაჟორიტარობის კანდიდატების უმრავლესობა ვერ მიიღებს 50%-ზე მეტს, რომ გამარჯვებული იყოს, ამიტომ იქნება მეორე ტურები და სავარაუდოდ ერთმანეთს "ნაციონალური მორაობის" და ხელისუფლების მაჟორიტარი კანდიდატები დაუპირისპირდებიან"- აცხადებს პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე ხელისუფლებისა და ოპოზიციის მაჟორიტარი კანდიდატების შანსებზე საპარლამენტო არჩევნებში.


Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×