სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    გამობეჭდეგაუგზავნე მეგობარსThe Vancouver Sun - ვერა ქობალიამ საკუთარი ბიოგრაფია გააყალბა(29.07.2010)
    ინტერპრესნიუსი

    კანადური გაზეთი ამტკიცებს, რომ ვერა ქობალიამ საკუთარი ბიოგრაფია გააყალბა . ვერა ქობალია კანადური ტელეკომპანია Global TV-ის პროდიუსერი არასდროს ყოფილა. ამის შესახებ გაზეთი The Vancouver Sun იუწყება. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის შესახებ სტატია კანადელმა ჟურნალისტმა კატია ჰოლუვეიმ მოამზადა. ჟურნალისტი ქართველი მინისტრის შესახებ თხრობას იმ ფოტოს განხილვით იწყებს, სადაც ახალგაზრდა ვერა ქობალია მეგობრებთან ერთად ერთ-ერთ ღამის კლუბშია გადაღებული. შემდეგ კი ჟურნალისტი ვერა ქობალიას ბიოგრაფიით ინტერესდება და წყაროდ ეკონომიკის სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ ცნობებს იყენებს.

    "ოფიციალურ ბიოგრაფიაში ნათქვამია, რომ ქობალიამ მეფე ჯორჯის სკოლა (1999წ.) და BCIT (2004წ.) დაამთავრა. იქ ასევე ნათქვამია, რომ ქობლია ვანკუვერის ტელეკომპანია Global TV-ის პროდიუსერად მუშაობდა. თუმცა, "Global TV~-ის ნიუსრუმში მისი სახელი არასდროს სმენიათ. პეტრა მეჰნერმა, ტელეკომპანიის ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტიდან, კი განაცხადა, რომ ვერა ქობალიას შესახებ მათ დეპარტამენტში ჩანაწერი არ არსებობს", - ნათქვამია სტატიაში.

    აქვე აღნიშნულია, რომ BCIT – მა კანადურ გაზეთს არც დაუდასტურა და არც უარყო ინფორმაცია იმის შესახებ, იყო თუ არა ვერა ქობალია მათი სტუდენტი.

    "ინსტიტუტში განგვიცხადეს, რომ ასეთ ინფორმაციას იქ სტუდენტთა პირადი ცხოვრების დაცვის გამო არ გასცემენ", - ნათქვამია სტატიაში.

    გამობეჭდეგაუგზავნე მეგობარსსექტემბრიდან გარემოს დაცვის სამინიტროში რეფორმები დაიწყება(29.07.2010)
    ჯი-ეიჩ-ენი

    მიმდინარე წლის სექტემბრიდან გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინიტროში რეფორმები დაიწყება. ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე გარემოს დაცვის მინისტრმა გოგა ხაჩიძემ განაცხადა. მინისტრის განმარტებით, რეფორმა გარემოს დაცვის ინსპექციაში რამდენიმე მიმართულებით განხორციელდება. კერძოდ, ინსპექტირების სამსახურები რეგულირების ობიექტების გეგმიურ ინსპექტირებებზე გადავლენ.

    "დღემდე ინსპექტირება უტარდებოდათ მხოლოდ სწრაფი რეაგირების თანამშრომლების მიერ გამოვლენილ ობიექტებსა და ცხელ ხაზზე შემოსულ შეტყობინებებს. სწრაფი რეაგირების თანამშრომლები რეგიონალურ პრინციპებზე გადავლენ და მიმაგრებული არც ერთ რაიონზე არ იქნებიან", - განაცხადა ხაჩიძემ.

    მისივე თქმით, ინსპექციის თანამშრომლები თანამედროვე ფორმებით აღიჭურვებიან, მათ ავტომობილებს კი, სათვალთვალო ვიდეო-თვალი დაუმონტაჟდებათ, რომლის საშუალებით ხელმძღვანელობა ონლაინ რეჟიმში გააკონტროლებს თანამშრომელთა მუშაობას.

    "ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი გარემოს დაცვის ინსპექციის ავტომანქანებში სათვალთვალო ვიდეოთვალის დამონტაჟებაა, რომელიც მუდმივად გააკონტროლებს თანამშრომელთა მუშაობას, რაც კორუფციის საბოლოოდ აღმოფხვრას შეუწყობს ხელს. პირველ ეტაპზე ინსპექციის 25 ეკიპაჟი აღიჭურვება ვიდეოთვალით. რეფორმა პირველი სექტემბრიდან დაიწყება და ეტაპობრივად განხორციელდება", - აღნიშნა მინისტრმა.

    ამასთან, გარემოს დაცვის ინსპექციის თანამშრომლებს სპეციალურ ტრეინინგებს ჰოლანდიის გარემოს დაცვის სამინისტროს სპეციალისტები ჩაუტარებენ, რომელთა გამოცდილების გაზიარება ითვალისწინებს ინსპექტირების თანამედროვე მეთოდების დანერგვას საქართველოში.

    გამობეჭდეგაუგზავნე მეგობარსკვირიკაშვილს მუხათგვერდის სასაფლაოს პანთეონში 1 აგვისტოს დაკრძალავენ(29.07.2010)
    ინტერპრესნიუსი

    მზია კვირიკაშვილს მუხათგვერდის სასაფლაოს პანთეონში 1 აგვისტოს დაკრძალავენ . მუხათგვერდის პანთეონში ცნობილი ესტრადის მსახიობის დაკრძალვის სურვილი მისმა ოჯახის წევრებმა გამოთქვეს.

    როგორც "ინტერპრესნიუსს" კომპოზიტორმა გია ბაღაშვილმა განუცხადა, მერიამ ოჯახის თხოვნა გუშინ საღამოსვე დააკმაყოფილა. მისივე თქმით, ამ დროისთვის დგინდება, თუ სად გაიმართება სამოქალაქო პანაშვიდები.

    "სიცილის დედოფლად" წოდებული მზია კვირიკაშვილი 28 ივლისს 61 წლის ასაკში გარდაიცვალა.

    გამობეჭდეგაუგზავნე მეგობარსმარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით პატიმრების მორიგი შეწყალება განხორციელდება(29.07.2010)
    ჯი-ეიჩ-ენი

    მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით შესაძლოა პატიმრების მორიგი შეწყალება განხორციელდეს. კომისიის თავმჯდომარემ ელენე თევდორაძემ უკვე მიმართა თხოვნით პრეზიდენტს დაინიშნოს კომისიის სხდომა.

    ელენე თევდორაძის განცხადებით, მომზადებულია 400 მდე საქმე რომელშიც არასრულწლოვნები და ქალებიც შედიან. განსახილველ საქმეებს შორის არის ისეთი პატიმრების საქმეები, რომლებსაც უკვე მოხდილი აქვთ სასჯელის ნახევარი და მათზე დადებითი დახასიათებაა გაცემული.

     "უკვე ბევრი მასალა შეგროვდა კომისიაზე დასაყენებლად. პრაქტიკულად 400 მდე საქმე არის მომზადებული, მაგრამ ეს 400 საქმე ეხება მხოლო იმ პატიმრებს ვისაც აქვს მოხდილი სასჯელის ნახევარი და ვისაც აქვს გაცემული დადებითი დახასიათება. მათ შორის როგორც მე უკვე ვიცი არის 6 არასრულწლოვნის საქმე და ქალების ბევრი არ არის", _ აცხადებს შეწყალების კომისიის თავმჯდომარე ელენე თევდორაძე.

    გამობეჭდეგაუგზავნე მეგობარსპარლამენტს პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხის ჩაგდების შემდეგ, მისი ხელმეორედ დაყენების უფლება აღარ ექნება(28.07.2010)
    ინტერპრესნიუსი

    საკონსტიტუციო ცვლილების პროექტის მიხედვით, პარლამენტს პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხის ჩაგდების შემდეგ, მისი ხელმეორედ დაყენების უფლება აღარ ექნება. საკონსტიტუციო ცვლილების პროექტი საჯარო-საყოველთაო განხილვის კომისიამ დღეს სამეცნიერო წრეებთან ერთად განიხილა.

    აღნიშნული ცვლილებით და დღეს მოქმედი ნორმითაც, საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყება შესაძლებელია მაშინ, თუ პრეზიდენტმა დაარღვია კონსტიტუცია ან მის ქმედებაში დანაშაულის შემადგენლობის ნიშნები არსებობს.

    რაც შეეხება პროცედურას, პროექტის თანახმად, პრეზიდენტის თანამდებობიდან გადაყენების საკითხის აღძვრის უფლება აქვს პარლამენტის სრული შემადგენლობის არა ნაკლებ 1/3–ს. საკითხი კი, შემდეგ დასკვნისთვის საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაეცემა. თუ საკონსტიტუციო სასამართლომ თავისი დასკვნით დაადასტურა პრეზიდენტის ქმედებაში დანაშაულის შემადგენლობის ნიშნების არსებობა ან კონსტიტუციის დარღვევა, დასკვნის წარდგენიდან არა უგვიანეს 15 დღისა, პარლამენტი განიხილავს და კენჭს უყრის პრეზიდენტის იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენების საკითხს. პრეზიდენტი იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენებულად ჩაითვლება, თუ ამ გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა პარლამენტის წევრთა სრული შემადგენლობის არა ნაკლებ 2/3–მა. არსებული ნორმით, პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხს პარლამენტმა კენჭი ორჯერ უნდა უყაროს – პირველად საკითხის მიზანშეწონილობას და შემდეგ უშუალოდ იმპიჩმენტის საკითხს.

    ამას გარდა, დღეს მოქმედი ნორმით, თუ 30 დღის ვადაში პარლამენტმა არ მიიღო გადაწყვეტილება, საკითხი მოხსნილად ითვლება და მომდევნო ერთი წლის განმავლობაში დაუშვებელია იმავე ბრალდების წარდგენა. საკონსტიტუციო ცვლილების პროექტის მიხედვით კი, თუ დადგენილ ვადაში პარლამენტმა არ მიიღო გადაწყვეტილება პრეზიდენტის იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენების შესახებ, იმავე საკითხზე იმპიჩმენტის პროცედურის დაწყება დაუშვებელია. აღნიშნულ ცვლილებებს დღევანდელ შეხვედრაზე იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე პავლე კუბლაშვილმა უმნიშვნელოვანესი უწოდა და განაცხადა, რომ დაუშვებელია პრეზიდენტი პარლამენტის მძევალი გახდეს. მისი თქმით, ამ გადაწყვეტილებებით, სწორედ ამის შესაძლებლობა გამოირიცხება.

    გამობეჭდეგაუგზავნე მეგობარსპარლამენტი საშემოდგომო სესიაზე საკონსტიტუციო ცვლილების ორ პროექტზე იმსჯელებს(28.07.2010)
    ინტერპრესნიუსი

    პარლამენტი საშემოდგომო სესიაზე საკონსტიტუციო ცვლილების ორ პროექტზე იმსჯელებს. სექტემბერში პარლამენტი სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მიერ მომზადებულ პროექტზე დაიწყებს მსჯელობას, რომელსაც აგვისტოს განმავლობაში, საყოველთაო-საჯარო განხილვის კომისია განიხილავს.

    როგორც "ინტერპრესნიუსს" პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე პავლე კუბლაშვილმა განუცხადა,საშემოდგომო სესიაზევე პარლამენტი აუცილებლად მიუბრუნდება გადასახადების მხოლოდ რეფერენდუმის გზით გაზრდის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილების განხილვასაც. გადასახადების მხოლოდ რეფერენდუმის გზით გაზრდის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილება პარლამენტს 111 ხმით, გასული წლის ბოლოს, პირველი მოსმენით აქვს მიღებული, თუმცა მას შემდეგ საკითხზე განხილვა აღარ შემდგარა.

    აღნიშნული საკონსტიტუციო ცვლილების პროექტის თანახმად, ხანგრძლივვადიანი სტაბილური ეკონომიკური ზრდის უზრუნველსაყოფად მაკროეკონომიკური პარამეტრების ზღვარს და ეკონომიკური პოლიტიკის ძირითად პრინციპებს საქართველოს შესაბამისი კანონი დაადგენს. ამასთან, საერთო სახელმწიფოებრივი გადასახადების შემოღება ან გაზრდა, ასევე, მათი დაბეგვრის ობიექტის დამატება ან გაფართოება შესაძლებელი იქნება მხოლოდ რეფერენდუმის გზით, რომლის დანიშვნის ინიციატივის უფლება მხოლოდ საქართველოს პრეზიდენტს ექნება.

    გამობეჭდეგაუგზავნე მეგობარსსაკონსტიტუციო ცვლილების პროექტს საჯარო განხილვით კომისია სამეცნიერო წრეებთან განიხილავს(28.07.2010)
    ინტერპრესნიუსი

    საკონსტიტუციო ცვლილების პროექტს საჯარო განხილვით კომისია სამეცნიერო წრეებთან განიხილავს . შეხვედრა პარლამენტში მიმდინარეობს და მას საჯარო განხილვის კომისიის წევრების გარდა, სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები ესწრებიან.

    როგორც შეხვედრის დაწყებისას სხდომის წამყვანმა, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე პავლე კუბლაშვილმა განაცხადა, მისი სურვილია რომ დღეს იყოს საქმიანი განხილვა, ყოველგვარი პოლიტიკური ანგაჟირების გარეშე. შესაბამისად, კუბლაშვილმა მედიას თხოვა, რომ კომიისისთვის სხდომის ამგვარად წარმართვის საშუალება მიეცა და დღევანდელი სამეცნიერო წრეებთან შეხვედრა ტელევიზიების გარეშე მიმდინარეობს.

    საკონსტიტუციო ცვლილებაზე საჯარო განხილვის კომისია გასულ კვირას შეიქმნა. კომისიის თავმჯდომარე პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძეა. კომისიამ ერთი თვის განმავლობაში უნდა იმუშაოს, რის შემდეგ მიღებული შენიშვნები უკვე პროექტში აისახება და სწორედ ამის შემდეგ პარლამენტს განსახილველად წარედგინება.


    Copyright © 2006-2010 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter