 ვერა ქობალია საკუთარი ბიოგრაფიის გაყალბებას უარყოფს(29.07.2010)ინტერპრესნიუსი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ვერა ქობალია უარყოფს კანადური გაზეთის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას , ბიოგრაფიის გაყალბებასთან დაკავშირებით და აცხადებს, რომ ის კანადურ ტელეკომპანია "გლობალ-თივიში" ნამდვილად მუშაობდა.
როგორც ქობალიამ დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, მას კარგად ესმის, რომ რუსეთის ხელისუფლებას და სხვა დაინტერესებულ პირებს უნდათ, საქართველოს ეკონომიკა არ გაძლიერდეს და საქართველო არ გახდეს ძლიერი ქვეყანა, ამიტომ ცდილობენ დეზინფორმაციის და ჭორების გავრცელებით მასაც და სხვა თანამდებობის პირებსაც ხელი შეუშალონ.
"თუ ჰგონიათ, რომ ამ გზით რამე გამოუვათ, ძალიან ცდებიან",-აღნიშნა ვერა ქობალიამ.
გარდა ამისა, ეკონომიკის მინისტრმა კომენტარი გააკეთა ინტერნეტით გავრცელებულ მის ფოტოებთან დაკავშირებითაც, რომელიც ერთ-ერთ ღამის კლუბშია გადაღებული. ქობალიას განცხადებით, თუკი ვინმეს სურს, რომ ამ ჭორებით მის საქმიანობას ხელი შეუშალონ, არაფერი გამოუვათ. |  კოკოითი ოსი ძალოვანების გულის მოგებას ფულით ცდილობს(29.07.2010)ინტერპრესნიუსი ცხინვალის რეჟიმის ლიდერი ედუარდ კოკოითი ოსი ძალოვანების გულის მოგებას ფულით ცდილობს . ამის შესახებ ერთ-ერთი ცხინვალური ოპოზიციური საინფორმაციო სააგენტო წერს.
სააგენტოს მონაცემებით, ცხინვალის რეჟიმის პარლამენტის გადაწყვეტილებით, ძალოვანების მცირე ბიზნესს ბიუჯეტი 100 მილიონი რუბლით დააფინანსებს. თანხა იმ სპეცანგარიშიდან გამოიყოფა, რომელზეც 2008 წლის ომის დროს დაზარალებულთა დასახმარებელი შემოწირულობები ირიცხებოდა. თანხის ნახევარი ფონდ "აღორძინებაში" გადაირიცხება, რომელსაც ე.წ. პარლამენტის ერთ-ერთი დეპუტატი ხელმძღვანელობს. მეორე ნახევარი კი იმ ძალოვანების მცირე ბიზნესის შექმნასა და განვითარებას მოხმარდება, რომლებსაც ახლო მომავალში სამსახურიდან გაათავისუფლებენ.
კერძოდ, თანხები ასე გადანაწილდა: 50 მილიონი რუბლი - ფონდ "აღორძინებას", 35 მილიონი რუბლი - ე.წ. სამხრეთ ოსეთის თავდაცვის და საგანგებო სიტუაციების სამინისტროებს, 5 მილიონი რუბლი - ე.წ. სახელმწიფო დაცვის თანამშრომლებს, 5 მილიონი რუბლი - ე.წ. შსს-ს "ომონის" თანამშრომლებს და ასევე 5 მილიონი რუბლი ე.წ. სახელმწიფო უშიშროების ცხინვალის განყოფილების თანამშრომლებს.
ცხინვალში ვარაუდობენ, რომ ამგვარად კოკოითი, რომელსაც ე.წ. საპრეზიდენტო ვადა მომავალ წელს ეწურება, საკუთარი რეჟიმის ძალოვანების მხარდაჭერას ცდილობს. ამასთან, დე-ფაქტო რესპუბლიკის არმიაში მასშტაბური შემცირება იგეგმება, რომლის ფარგლებშიც, ერთ-ერთი ვერსიით, შემცირდება 2800 ადამიანი და დე-ფაქტო თავდაცვის სამინისტროს რიგებში მხოლოდ 200 სამხედრო დარჩება. |  The Vancouver Sun - ვერა ქობალიამ საკუთარი ბიოგრაფია გააყალბა(29.07.2010)ინტერპრესნიუსი კანადური გაზეთი ამტკიცებს, რომ ვერა ქობალიამ საკუთარი ბიოგრაფია გააყალბა . ვერა ქობალია კანადური ტელეკომპანია Global TV-ის პროდიუსერი არასდროს ყოფილა. ამის შესახებ გაზეთი The Vancouver Sun იუწყება. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის შესახებ სტატია კანადელმა ჟურნალისტმა კატია ჰოლუვეიმ მოამზადა. ჟურნალისტი ქართველი მინისტრის შესახებ თხრობას იმ ფოტოს განხილვით იწყებს, სადაც ახალგაზრდა ვერა ქობალია მეგობრებთან ერთად ერთ-ერთ ღამის კლუბშია გადაღებული. შემდეგ კი ჟურნალისტი ვერა ქობალიას ბიოგრაფიით ინტერესდება და წყაროდ ეკონომიკის სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ ცნობებს იყენებს.
"ოფიციალურ ბიოგრაფიაში ნათქვამია, რომ ქობალიამ მეფე ჯორჯის სკოლა (1999წ.) და BCIT (2004წ.) დაამთავრა. იქ ასევე ნათქვამია, რომ ქობლია ვანკუვერის ტელეკომპანია Global TV-ის პროდიუსერად მუშაობდა. თუმცა, "Global TV~-ის ნიუსრუმში მისი სახელი არასდროს სმენიათ. პეტრა მეჰნერმა, ტელეკომპანიის ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტიდან, კი განაცხადა, რომ ვერა ქობალიას შესახებ მათ დეპარტამენტში ჩანაწერი არ არსებობს", - ნათქვამია სტატიაში.
აქვე აღნიშნულია, რომ BCIT – მა კანადურ გაზეთს არც დაუდასტურა და არც უარყო ინფორმაცია იმის შესახებ, იყო თუ არა ვერა ქობალია მათი სტუდენტი.
"ინსტიტუტში განგვიცხადეს, რომ ასეთ ინფორმაციას იქ სტუდენტთა პირადი ცხოვრების დაცვის გამო არ გასცემენ", - ნათქვამია სტატიაში. |  სექტემბრიდან გარემოს დაცვის სამინიტროში რეფორმები დაიწყება(29.07.2010)ჯი-ეიჩ-ენი მიმდინარე წლის სექტემბრიდან გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინიტროში რეფორმები დაიწყება. ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე გარემოს დაცვის მინისტრმა გოგა ხაჩიძემ განაცხადა. მინისტრის განმარტებით, რეფორმა გარემოს დაცვის ინსპექციაში რამდენიმე მიმართულებით განხორციელდება. კერძოდ, ინსპექტირების სამსახურები რეგულირების ობიექტების გეგმიურ ინსპექტირებებზე გადავლენ.
"დღემდე ინსპექტირება უტარდებოდათ მხოლოდ სწრაფი რეაგირების თანამშრომლების მიერ გამოვლენილ ობიექტებსა და ცხელ ხაზზე შემოსულ შეტყობინებებს. სწრაფი რეაგირების თანამშრომლები რეგიონალურ პრინციპებზე გადავლენ და მიმაგრებული არც ერთ რაიონზე არ იქნებიან", - განაცხადა ხაჩიძემ.
მისივე თქმით, ინსპექციის თანამშრომლები თანამედროვე ფორმებით აღიჭურვებიან, მათ ავტომობილებს კი, სათვალთვალო ვიდეო-თვალი დაუმონტაჟდებათ, რომლის საშუალებით ხელმძღვანელობა ონლაინ რეჟიმში გააკონტროლებს თანამშრომელთა მუშაობას.
"ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი გარემოს დაცვის ინსპექციის ავტომანქანებში სათვალთვალო ვიდეოთვალის დამონტაჟებაა, რომელიც მუდმივად გააკონტროლებს თანამშრომელთა მუშაობას, რაც კორუფციის საბოლოოდ აღმოფხვრას შეუწყობს ხელს. პირველ ეტაპზე ინსპექციის 25 ეკიპაჟი აღიჭურვება ვიდეოთვალით. რეფორმა პირველი სექტემბრიდან დაიწყება და ეტაპობრივად განხორციელდება", - აღნიშნა მინისტრმა.
ამასთან, გარემოს დაცვის ინსპექციის თანამშრომლებს სპეციალურ ტრეინინგებს ჰოლანდიის გარემოს დაცვის სამინისტროს სპეციალისტები ჩაუტარებენ, რომელთა გამოცდილების გაზიარება ითვალისწინებს ინსპექტირების თანამედროვე მეთოდების დანერგვას საქართველოში. |  კვირიკაშვილს მუხათგვერდის სასაფლაოს პანთეონში 1 აგვისტოს დაკრძალავენ(29.07.2010)ინტერპრესნიუსი მზია კვირიკაშვილს მუხათგვერდის სასაფლაოს პანთეონში 1 აგვისტოს დაკრძალავენ . მუხათგვერდის პანთეონში ცნობილი ესტრადის მსახიობის დაკრძალვის სურვილი მისმა ოჯახის წევრებმა გამოთქვეს.
როგორც "ინტერპრესნიუსს" კომპოზიტორმა გია ბაღაშვილმა განუცხადა, მერიამ ოჯახის თხოვნა გუშინ საღამოსვე დააკმაყოფილა. მისივე თქმით, ამ დროისთვის დგინდება, თუ სად გაიმართება სამოქალაქო პანაშვიდები.
"სიცილის დედოფლად" წოდებული მზია კვირიკაშვილი 28 ივლისს 61 წლის ასაკში გარდაიცვალა. |  მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით პატიმრების მორიგი შეწყალება განხორციელდება(29.07.2010)ჯი-ეიჩ-ენი მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით შესაძლოა პატიმრების მორიგი შეწყალება განხორციელდეს. კომისიის თავმჯდომარემ ელენე თევდორაძემ უკვე მიმართა თხოვნით პრეზიდენტს დაინიშნოს კომისიის სხდომა.
ელენე თევდორაძის განცხადებით, მომზადებულია 400 მდე საქმე რომელშიც არასრულწლოვნები და ქალებიც შედიან. განსახილველ საქმეებს შორის არის ისეთი პატიმრების საქმეები, რომლებსაც უკვე მოხდილი აქვთ სასჯელის ნახევარი და მათზე დადებითი დახასიათებაა გაცემული.
"უკვე ბევრი მასალა შეგროვდა კომისიაზე დასაყენებლად. პრაქტიკულად 400 მდე საქმე არის მომზადებული, მაგრამ ეს 400 საქმე ეხება მხოლო იმ პატიმრებს ვისაც აქვს მოხდილი სასჯელის ნახევარი და ვისაც აქვს გაცემული დადებითი დახასიათება. მათ შორის როგორც მე უკვე ვიცი არის 6 არასრულწლოვნის საქმე და ქალების ბევრი არ არის", _ აცხადებს შეწყალების კომისიის თავმჯდომარე ელენე თევდორაძე. |  პარლამენტს პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხის ჩაგდების შემდეგ, მისი ხელმეორედ დაყენების უფლება აღარ ექნება(28.07.2010)ინტერპრესნიუსი საკონსტიტუციო ცვლილების პროექტის მიხედვით, პარლამენტს პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხის ჩაგდების შემდეგ, მისი ხელმეორედ დაყენების უფლება აღარ ექნება. საკონსტიტუციო ცვლილების პროექტი საჯარო-საყოველთაო განხილვის კომისიამ დღეს სამეცნიერო წრეებთან ერთად განიხილა.
აღნიშნული ცვლილებით და დღეს მოქმედი ნორმითაც, საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყება შესაძლებელია მაშინ, თუ პრეზიდენტმა დაარღვია კონსტიტუცია ან მის ქმედებაში დანაშაულის შემადგენლობის ნიშნები არსებობს.
რაც შეეხება პროცედურას, პროექტის თანახმად, პრეზიდენტის თანამდებობიდან გადაყენების საკითხის აღძვრის უფლება აქვს პარლამენტის სრული შემადგენლობის არა ნაკლებ 1/3–ს. საკითხი კი, შემდეგ დასკვნისთვის საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაეცემა. თუ საკონსტიტუციო სასამართლომ თავისი დასკვნით დაადასტურა პრეზიდენტის ქმედებაში დანაშაულის შემადგენლობის ნიშნების არსებობა ან კონსტიტუციის დარღვევა, დასკვნის წარდგენიდან არა უგვიანეს 15 დღისა, პარლამენტი განიხილავს და კენჭს უყრის პრეზიდენტის იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენების საკითხს. პრეზიდენტი იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენებულად ჩაითვლება, თუ ამ გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა პარლამენტის წევრთა სრული შემადგენლობის არა ნაკლებ 2/3–მა. არსებული ნორმით, პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხს პარლამენტმა კენჭი ორჯერ უნდა უყაროს – პირველად საკითხის მიზანშეწონილობას და შემდეგ უშუალოდ იმპიჩმენტის საკითხს.
ამას გარდა, დღეს მოქმედი ნორმით, თუ 30 დღის ვადაში პარლამენტმა არ მიიღო გადაწყვეტილება, საკითხი მოხსნილად ითვლება და მომდევნო ერთი წლის განმავლობაში დაუშვებელია იმავე ბრალდების წარდგენა. საკონსტიტუციო ცვლილების პროექტის მიხედვით კი, თუ დადგენილ ვადაში პარლამენტმა არ მიიღო გადაწყვეტილება პრეზიდენტის იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენების შესახებ, იმავე საკითხზე იმპიჩმენტის პროცედურის დაწყება დაუშვებელია. აღნიშნულ ცვლილებებს დღევანდელ შეხვედრაზე იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე პავლე კუბლაშვილმა უმნიშვნელოვანესი უწოდა და განაცხადა, რომ დაუშვებელია პრეზიდენტი პარლამენტის მძევალი გახდეს. მისი თქმით, ამ გადაწყვეტილებებით, სწორედ ამის შესაძლებლობა გამოირიცხება. |
|
|
მთავარი გვერდის პერსონალიზაცია
აუდიო–ინტერვიუ  “ბოლო გამგეობის სხდომაზე ზურაბ ნოღაიდელს სრული მანდატი მივეცით, რომ არამარტო ოქრუაშვილს (ვისაც უკვე ელაპარაკა), არამედ სხვებსაც ელაპარაკოს ამ გაერთიანებაზე. მაგრამ შედეგები არ ვიცი. ვფოქრობ, რაიმე კონკრეტული შედეგი რომ ყოფილიყო, ალბათ, უკვე შეგვკრებდა,” - აცხადებს მოძრაობის “სამართლიანი საქართველოსთვის” წევრი პეტრე მამრაძე ზურაბ ნოღაიდელისა და ირაკლი ოქრუაშვილის შესაძლო გაერთიანების კომენტირებისას. აუდიო–ინტერვიუ  რესპუბლიკური პარტიის წევრი თინა ხიდაშელი სასექტემბროდ რამე პოლიტიკურ ალიანსში რესპუბლიკური პარტიის გაერთიანებას გამორიცხავს. როგორც თინათინ ხიდაშელი აცხადებს, ახლა პარტიული საქმიანობის პერიოდია და რამე ალიანსში გაწევრიანება მხოლოდ წინასაარჩევნოდაა შესაძლებელი. აუდიო–ინტერვიუ  “ეს ვოიაჟი და ვითომ კრუიზი უცნაურობებით არის აღსავსე. ეჭვი მაქვს, რომ გლობალურ დათბობასა და პოსტ საბჭოთა სივრცეზე იგეგმებოდა დიდი სამეცნიერო კონფერენცია თუ დისკუსია, რომელიც რუსეთს არ აწყობდა. მოსკოვმა მოახდინა ზეწოლა მის მონაწილეებზე და ჩაშალა,” - აცხადებს პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე საქართველოში ყოფილი მსოფლიო ლიდერების სიმპოზიუმის ჩაშლის კომენტირებისას.
(22.07.2010)
(25.05.2010)
(19.05.2010)
(17.05.2010)
(16.05.2010)
(03.05.2010) ვინ შეიძლება ყოფილიყო შშს-ს ის მაღალჩინოსანი, რომელიც, ავსტრიის პოლიციის მონაცემებით, სახელმწიფო გადატრიალებას გეგმავდა? გამოკითხვის დასრულება 03.07.2010
| კახა თარგამაძე(25.758%) |
| ირაკლი კოდუა(27.273%) | | ვიღაც სხვა(3.03%) | | არავინ, ავსტრიის პოლიცია შეცდა(25.758%) | | მიჭირს პასუხის გაცემა(18.182%) | რა მოტივებით ხელმძღვანელობდა ხელისუფლება გორის ცენტრიდან სტალინის ძეგლის აღებისას? გამოკითხვის დასრულება 03.07.2010
| ისტორიული სამართლიანობის აღდგენა(24.138%) |
| სტალინის ისტორიული როლის დაკნინება(20.69%) | | პასუხი ქუთაისში აფეთქებული მემორიალის სანაცვლოდ მოსკოვში ახალი მემორიალის აშენებაზე(3.448%) | | საერთოდ უყვარს ყველაფრის ნგრევა(46.552%) | | მიჭირს პასუხის გაცემა(5.172%) | რითია გამოწვეული ბოლოდროინდელი გადაჯგუფებები ოზოპიციაში? გამოკითხვის დასრულება 20.06.2010
| პროდასავლური ძალების დასუსტებით(9.302%) |
| პრორუსული ძალების გაძლიერებით(23.256%) | | ორივეთი ერთად(20.93%) | | ჩვეულებივი პოლოტიკური პროცესია(44.186%) | | მიჭირს პასუხის გაცემა(2.326%) | როგორ ფიქრობთ, მოსალოდნელია თუ არა ფასების შემდგომი ზრდა? გამოკითხვის დასრულება 20.06.2010
| დიახ, ფასები გაიზრდება(86.957%) |
| შენარჩუნდება იგივე დონეზე(8.696%) | | არა, შემცირდება(2.174%) | | მიჭირს პასუხის გაცემა(2.174%) | როგორ ფიქრობთ, კიდევ გაუფასურდება თუ არა ლარი? გამოკითხვის დასრულება 13.06.2010
| არსებული კურსი შენარჩუნდება(11.613%) |
| ლარი მკვეთრად გაუფასურდება(24.516%) | | თანდათანობით გაუფასურდება(45.806%) | | გამყარდება(7.742%) | | მიჭირს პასუხის გაცემა(10.323%) | როგორი უნდა იყოს ოპოზიციის მოქმედების გეგმა გამოკითხვის დასრულება 13.06.2010
| დაელოდოს 2012 წლის არჩევნებს(22.436%) |
| გამართოს კონსულტაციები საარჩევნო გარემოს შემდგომი გაუმჯობესებისათვის(38.462%) | | გამართოს აქციები ვადანდელი არჩევნების დანიშვნისათვის(36.538%) | | მიჭირს პასუხის გაცემა(2.564%) | რას ელოდებით ახალი საკრებულოსა და მერისაგან? გამოკითხვის დასრულება 06.06.2010
| სოციალური საკითხების გადაჭრას(12.676%) |
| ქალაქის კეთილმოწყობას(12.676%) | | უმეშებრობის შემცირებას(5.634%) | | მიწისძვრით დაზარალებულთა დახმარებას(0%) | | კარგ არაფერს ველოდები(69.014%) | რამდენად შეესაბამებოდა არჩევნების შედეგები ამომრჩეველთა ნებას? გამოკითხვის დასრულება 06.06.2010
| შეესაბამება(17.949%) |
| უფრო სეესაბამება(6.41%) | | უფრო არ შეესაბამება(6.41%) | | არ შეესაბამება(66.667%) | | მიჭირს პასუხის გაცემა(2.564%) |
|