სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    გამობეჭდეგაუგზავნე მეგობარსთბილისში პლუტონიუმი აღმოაჩინეს(30.07.2010)
    რენიუსი

    თბილისში პლუტონიუმით სავსე კონტეინერი იქნა აღმოჩენილი - ამ მეტად სახიფათო ნივთიერებას ყოფილი იზოტოპების ინსტიტუტის საცავში მიაგნეს ინვენტარიზაციის დროს. ამის შესახებ განცხადება გარემოს დაცვის სამინისტროს ატომური და რადიოაქტიური უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელმა გააკეთა.

     

    მისი ინფორმაციით აღნიშნული კონტეინერი არ არის დაზიანებული და შესაბამისად არ წარმოადგენს საშიშროებას არც ინსტიტუტის თანამშრომლებისათვის და არც მითუმეტეს გარემოსათვის. "გამოსხივება ფიქსირდება მხოლოდ უშუალოდ კონტეინერის სიახლოვე" - განაცხადა მან.

    გამობეჭდეგაუგზავნე მეგობარსბუდაპეშტში აფხაზი პოეტის ბაგრატ შინკუბას ძეგლი გაიხსნება(30.07.2010)
    ინტერპრესნიუსი

    უნგრეთის დედაქალაქში ხვალ აფხაზი პოეტის ბაგრატ შინკუბას ძეგლი გაიხსნება. ამის შესახებ აფხაზური მედია იუწყება . შინკუბას ძეგლს ბუდაპეშტში შანდორ პეტეფის სახელობის პარკში გახსნიან.

    ძეგლის გახსნის ცერემონიაში სოხუმის რეჟიმის კულტურის მინისტრი ნუგზარ ლოგუა და შინკუბას ბიუსტის ავტორი ცირა ახბა დაესწრებიან.

    პეტეფის პარკში იმ ქვეყნის პოეტების ძეგლების გალერეაა, რომელთა ენებზეც შანდორ პეტეფის შემოქმედებაა ნათარგმნი. შინკუბას ძეგლი პეტეფის დღეების ფარგლებში გაიხსნება.

    აფხაზ პოეტს შინკუბას ნათარგმნი აქვს პუშკინის, რუსთაველის, გოეთეს, პეტეფისა და სხვების ნაწარმოებები. ბაგრატ შინკუბა 88 წლის ასაკში 2004 წელს გარდაიცვალა.

    გამობეჭდეგაუგზავნე მეგობარსტურიზმის დეპარტამენტის თავმჯომარეობის მსურველთა განაცხადების მიღება ხვალ იწურება(30.07.2010)
    ჯი-ეიჩ-ენი
    ხვალ, 31 ივლისს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში განაცხადების მიღება იწურება, რომლის მიხედვითაც სამინისტრო პროექტი - ,,საქართველოს ტურიზმისა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოკლევადიანი და გრძელვადიანი განვითარება' ავტორსა და იმავდროულად ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯომარეს გამოავლენს. როგორც ვერა კობალიამ განმარტა კონკურში გამარჯვებული 5 აგვისტოსთვის გამოცხადდება და გამარჯვებული ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარეც გახდება. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა კონკურსი 21 ივლისს გამოაცხადა რომლის მიზანიც საქართველოს, როგორც ტურისტული ქვეყნის იმიჯის პოპულარიზაცია; ტურისტთა შემოყვანისა და შიდა ტურიზმის განვითარების პროცესის ხელის შეწყობა ტურიზმის სფეროში დასაქმებულ კერძო მეწარმეებისათვის ხელის შეწყობა; მსოფლიო ტურისტულ ბაზარზე გასვლა, დამკვიდრება. სამინისტროს ინფორმაციით, პროექტი ხელს შეუწყობს ტურიზმის მარკეტინგის, საერთაშორისო ბიზნესის, ინოვაციური და სტრატეგიული კუთხით კვალიფიცირებული და კრეატიული კადრების გამოვლენას. კონკურსის პირობების თანახმად, კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოს მოქალაქეს, რომელსაც აქვს უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირებაში, ტურიზმის მენეჯმენტსა და ეკონომიკაში, ან ჩამოთვლილ პოზიციებზე არა ნაკლებ 5 წლიანი სამუშაო გამოცდილება; გამარჯვებული პროექტი შერჩეული იქნება ტურიზმის განვითარების სახელმწიფო პოლიტიკის პრიორიტეტებისა და საკითხის აქტუალობის შესაბამისად. საუკეთესო პროექტის ავტორსა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შორის გაფორმდება ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი პროექტის შემდგომი ეტაპების განვითარების ხელშესაწყობად. შეგახსენებთ, რომ ტურიზმის დეპარტამენტის ტავმჯდომარის პოსტი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც საქათველოს პრეზიდენტმა ერთ-ერთ სატელევიზიო გამოსვლისას ზაალ აბაზაძე არაკომპეტენტურობაში დაადანაშაულა.
    გამობეჭდეგაუგზავნე მეგობარსგურიაში მასშტაბური სპეცოპერაცია ჩატარდა(30.07.2010)
    ინტერპრესნიუსი

    სპეცოპერაციის შედეგად ლანჩხუთის რაიონში ე.წ. მაზავჩიკები, ქურდული სამყაროს მიმდევრობასა და თანხის გამოძალვაში ეჭვმიტანილები დააკავეს .

    დაკავებული არიან წარსულში ყაჩაღობისთვის ნასამართლევი დიმიტრი მეგრელაძე, წარსულში ნარკოტიკული მოხმარება_შენახვისთვის ნასამართლევი შალვა კუკულაძე, ვალერი და ირაკლი (იუზა) გოგიჩაიშვილები. ამავე საქმეზე დააკავეს ლევან ჩერქეზიაც.

    დაკავებულთა სახლებიდან ამოღებულია ნარკოტიკული ნივთიერებები, ცეცხლსასროლი იარაღი, გარკვეული რაოდენობის თანხა და ავტომანქანა.

    როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის უფროსმა, ზურაბ გვენეტაძემ განუცხადა, დაკავებულებს უკვე შეეფარდათ წინასწარი 2-თვიანი პატიმრობა. მათ ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის მე_180-ე მუხლით წაუყენეს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში აღნიშნული მუხლი 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს; ნასამართლეობის შემთხვევაში კი - 7-დან 10 წლამდე პატიმრობას.

    გამობეჭდეგაუგზავნე მეგობარსიუნესკო ბაგრატის ტაძარზე სამუშაოების დაუყოვნებლივ შეჩერებას ითხოვს(30.07.2010)
    ინტერპრესნიუსი

    იუნესკო ბაგრატის ტაძარზე მიმდინარე სამუშაოების დაუყოვნებლივ შეჩერებას ითხოვს . ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელიც იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ოფიციალურ საიტზეა განთავსებული. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ბრაზილიაში მიმდინარე იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის 34-ე სესიამ ქუთაისის ბაგრატის ტაძარი და გელათის სამონასტრო კომპლექსი "საფრთხის ქვეშ მყოფი" ძეგლების ნუსხაში შეიტანა.

    "კომიტეტმა გამოხატა შეშფოთება იმ შეუქცევადი ჩარევის გამო, რომელიც ბაგრატის ტაძარზე ხორციელდება. კომიტეტი მიიჩნევს, რომ რეკონსტრუქციის პროექტის შეცვლა შესაძლებელია და მოითხოვს კათედრალზე დაუყოვნებლივ შეჩერდეს სარეკონსტრუქციო სამუშაოები", - ნათქვამია განცხადებაში.

    აქვე აღნიშნულია, რომ ბაგრატის საკათედრო ტაძარი მე-10-11, ხოლო გელათი მე-12-17 საუკუნეებს განეკუთვნება. ამასთან, აღნიშნულია, რომ გელათის კომპლექსში შემონახულია შესანიშნავი მოზაიკა და კედლის მხატვრობა და რომ ორივე ძეგლი აყვავებული შუა საუკუნეების არქიტექტურის ნიმუშებია.

    25 ივლისიდან - 3 აგვისტომდე ბრაზილიის დედაქალაქში მიმდინარეობს მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის 34-ე სესია, მასზე სხვა საკითხებთან ერთად განიხილება მსოფლიოს კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობის ძეგლების კონსერვაციის მდგომარეობა. სესიას ესწრებიან საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი ნიკა ვაჩეიშვილი და იუნესკოში საქართველოს ელჩი მამუკა კუდავა. მათ კომიტეტის წინაშე წარადგინეს მცხეთის ძეგლების კონსერვაციის მდგომარეობის ანგარიში. შეხვედრაზე კომიტეტმა დადებითად შეაფასა ის პროგრესი, რომელიც საქართველოს მხარემ განახორციელა მცხეთის მონუმენტების დაცვისა და მართვის საქმეში გასული ერთი წლის განმავლობაში.

    მოხდა კონკრეტული სამოქმედო პროგრამის შეჯერება, რომელიც უახლოეს წლების მანძილზე უნდა განხორციელდეს საქართველოსა და იუნესკოს ექსპერტთა ერთობლივი თანამშრომლობის მეშვეობით. კომიტეტზე მოხდა ბაგრატის კათედრალისა და გელათის მონასტრის კონსერვაციის მდგომარეობის საკითხის განხილვაც. ბაგრატის ტაძარი იუნესკოს სიაში შესულია მე- 4 კრიტერიუმით ("შუა საუკუნეების ქართული არქიტექტურის დიდებული ნიმუში").

     იუნესკოს კომიტეტმა ასევე აღნიშნა, რომ ტაძრის რესტავრაცია ეწინააღმდეგება მინიჭებულ სტატუსს, რის გამოც ტაძარზე მიმდინარე სამუშაოების გამო ნანგრევი უნდა შევიდეს "საფრხეში მყოფი ძეგლების სიაში". ქართულმა მხარემ განმარტა, რომ ძეგლი წარმოადგენს საქართველოს ერთიანობის სიმბოლოს და მის აღდგენას მხარს უჭერს როგორც სახელმწიფო, ასევე საქართველოს ეკლესია. ამასთან, საქართველოს მხარე მზადაა იუნესკოსთან და საერთაშორისო ექსპერტებთან სათანამშრომლოდ. ქართულმა მხარემ, იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრთან შეთანხმებით, გამოთქვა სურვილი და მზადყოფნა, რათა უახლოეს მომავალში მოახდინოს ბაგრატის კათედრალისა და გელათის მონასტრის რენომინაცია, სხვა, დაზუსტებული კრიტერიუმებითა და საზღვრებით.

    გამობეჭდეგაუგზავნე მეგობარსდღეიდან საქართველოში ტემპერატურის მკვეთრი მატებაა მოსალოდნელი(30.07.2010)
    ჯი-ეიჩ-ენი

    40 გრადუსი დასავლეთში 37 აღმოსავლეთში _ სინოპტიკოსები დღეიდან საქართველოში ტემპერატურის მკვეთრ მატებას ვარაუდობენ. სიცხეებს სამხრეთიდან შემოსული ჰაერის მასები განაპირობებენ. ტემპერატურა ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე იმდენად მოიმატებს, რომ მაქსიმალური ზღვარი თერმომეტრებზე საღამოს საათებშიც შენარჩუნდება.

    მაღალი ტემპერატურა მთელი საქართველოს მასშტაბით 10-15 აგვისტომდე შენარჩუნდება.

     როგორც სინოპტიკოსები ამბობენ ამ პერიოდის განმავლობაში რამდენჯერმე იწვიმებს, მაგრამ ტემპერატურა არ დაიკლებს და როგორც დასავლეთ ისე აღმოსავლეთ საქართველოში 37 დან 40 გრადუსამდე აიწევს. ასევე 40 გრადუსია მოსალოდნელი დედაქალაქშიც. მედიკოსები მოსახლეობას რაც შეიძლება მეტი სითხის მიღებას ურჩევენ.

    გამობეჭდეგაუგზავნე მეგობარსტურის დაკბენილი ადამიანი ცოფის დიაგნოზით მკურნალობს(30.07.2010)
    ჯი-ეიჩ-ენი

    ბოლნისში ცოფის შემთხვევა დაფიქსირდა. ამ დიაგნოზით თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში 50 წლის მამაკაცი მკურნალობს.

    როგორც გაირკვა შოული ოისმაილოვი თვენახევრის წინ ტურამ დაკბინა, თუმცა ამ ფაქტის შემდეგ მას ცოფის საწინააღმდეგო აცრები არ ჩაუტარებია. დაავადების კლინიკური ნიშნები ისმაილოვს ორი დღის წინ გამოუვლინდა.


    Copyright © 2006-2010 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter