სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    გამობეჭდეგაუგზავნე მეგობარსთბილისში ფალსიფიცირებული საავტომობილო ზეთები იყიდება(28.07.2010)
    ჯი-ეიჩ-ენი

    ნავთობპროდუქტების მწარმოებელთა, იმპორტიორთა და მომხმარებელთა კავშირის კავშირის თავმჯდომარე ადგილობრივ ბაზარზე საავტომობილო ზეთების ფალსიფიცირებაზე ალაპარაკდა.

    ვანო მთვრალაშვილის განცხადებით, ბოლო პერიოდში საავტომობილო ზეთების ბაზარზე გახშირდა შეთხვევები, როცა ცნობილი ბრენდების მეორადი ზეთების ჭურჭელში ხდება სხვა გაურკვეველი წარმოშობისა და ხარისხის სითხის ჩასხმა და რეალიზება (ეხება ყველა კატეგორიის საავტომობილო ზეთს), როგორც ბრენდირებულის.

    "პრობლემამ საკმაოდ მასშტაბური ხასიათი მიიღო. ამით ძირითადად დაკავებულები არიან საავტომობილო ზეთების გამოცვლის ობიექტები. ეს ხდება როგორც რეგიონებში, ასევე დედაქალაქში. სითხედ იყენებენ როგორც გამოცვლილ ზეთს, ასევე დაბალი ხარისხის ზეთს. ეს უკანასკნელი ქვეყანაში შემოდის სავსევით ლეგალურად ყველა საბაჟო პროცედურების გავლით, თუმცა მათ ნაკლები კავშირი აქვს ზეთებთან თავისი ხარისხიდან გამომდინარე. აღნიშნული ზეთების ფასი მერყეობს 3-4 ლარის ფარგლებში/ლიტრა, მაშინ როდესაც ბრენდირებული საავტომობილო ზეთები კატეგორიების მიხედვით მასზე 3-ჯერ, 4-ჯერ და უფრო მეტადაც ძვირია. აქედან გამომდინარე, მატერიალური დაინტერესება ამ "ფალსიფიკატორებისათვის" საკმაოდ დიდია"- აცხადებს ვანო მთვრალაშვილი.

    ნავთობპროდუქტების მწარმოებელთა, იმპორტიორთა და მომხმარებელთა კავშირის ხელმძღვანელი განმარტავს, რომ ასეთი ფაქტები ხელს უშლის საავტომობილო ბაზარზე კონკურენტუნარიანი გარემოსა და ჯანსაღი კონკურენციის დამკვიდრებას.

    "იქიდან გამომდინარე, რომ უხარისხო ზეთები მნიშვნელოვან ადგილს იკავებენ სამანქანო ზეთების რეალიზაციებში. ეს თავისთავად განაპირობებს იმას, რომ კომპანიები, რომლებიც წლების განმავლობაში კეთილსინდისიერად მუშაობდნენ, იკავებდნენ თავის ადგილს კონკურენციის პირობებში, საკმაოდ ცუდ მდგომარეობაში ვარდებიან. ყოველივე ამით დაზარალებულები არიან როგორც კომპანიები, სახელმწიფო ბიუჯეტი, ასევე მომხმარებლები, რომელთაც ჰგონიათ, რომ ახორციელებენ მათთვის სასურველი ბრენდის საავტომობილო ზეთის შეძენას, თუმცა სინამდვილეში ყიდულებენ ფალსიფიცირებულ, გაურკვეველი წარმოშობის საავტომობილო ზეთს. ამასთანავე აღსანიშნავია, რომ იხდიან საკმაოდ სოლიდურ თანხას. თუმცა შედეგი მათთვის უარყოფითი იქნება, რადგან აღნიშნული ზეთი გააფუჭებს ავტომობილის ძრავას."- აცხადებს მთვრალაშვილი და საავტომობილო ზეთების მომხმარებლებს მოუწოდებს, რომ სამანქანო ზეთის შეძენისას დიდი სიფრთხილე გამოიჩინონ.

    გამობეჭდეგაუგზავნე მეგობარსფოთის პორტის აქციები საერთაშორისო საფონდო ბირჟებზე განთავსდება(22.07.2010)
    ინტერპრესნიუსი
    2011 წლისთვის, არაბთა გაერთიანებული საემირატოების წარმომადგენელი კომპანია RAKIA, ფოთის პორტის აქციათა ნაწილს საერთაშორისო საფონდო ბირჟაზე გამოიტანს. შესაბამისი განცხადება კომპანიის მთავრმა აღმასრულებელმა მენეჯერმა, ხატერ მასაადმა გააკეთა. ამის შესახებ "როიტერი" იუწყება. RAKIA -ს წარმომადგენელს კონკრეტული თვე და რიცხვი არ დაუსახელებია, თუმცა მისი თქმით, აქციათა განთავსება აუცილებლად 2011 წელს მოხდება. როგორც ცნობილია, არაბმა ინვესტორებმა ფოთის პორტი და მისი მიმდებარე 300 ჰექტარი მიწის ნაკვეთი 2008 წელს შეიძინეს, იმისათვის, რომ თავისუფალი ინდუსტრიული ზონა განევითარებინათ. ამ ეტაპზე არ ხმაურდება თუ საკუთარი წლის რამდენი პროცენტის განთავსებას აპირებენ არაბი ინვესტორები საერთაშორისო საფონდო ბირჟებზე.
    გამობეჭდეგაუგზავნე მეგობარსმთავრობამ მცირე მეწარმეებისადმი ლიბერალური მიდგომა გადაიფიქრა(21.07.2010)
    ინტერპრესნიუსი
    მთავრობამ მცირე მეწარმეებისადმი ლიბერალური მიდგომა გადაიფიქრა. გადაწყვეტილება მთავრობამ მას შემდეგ შეცვალა, რაც საკითხი "მიზანშეწონილად" ჩათვალა. კერძოდ, საკითხი ეხება მცირე მეწარმეების დამატებითი ღირებულების გადასახადისგან გათავისუფლების ზღვარს. თავდაპირველად, მთავრობამ იმ მეწარმეების გადასახადისგან გათავისუფლება გადაწყვიტა, რომელთა წლიური ბრუნვა 200 000 არ აღემატება. აღნიშნულ საკითხზე მთავრობამ არაერთი განცხადება გააკეთა და ის ახალი საგადასახადო კანონმდებლობის ერთ-ერთ პოზიტივადაც სახელდებოდა. თუმცა, პარლამენტში კოდექსის განხილვისას, "ქრისტიან-დემოკრატმა" გიორგი ახვლედიანმა აღმოაჩინა, რომ საგადასახადო კოდექსის პროექტის საკმაოდ სქელტანიან დოკუმენტში, გადასახადისგან გასათავისუფლებლად მეწარმის ბრუნვის ზედა ზღვარი შემცირებულია და კვლავ 100 ათასი ლარია დატოვებული. 200 ათასი ზედა ზღვარი მხოლოდ სასოფლო-სამეურნეო წარმოებაში დასაქმებული ფიზიკური პირის მიერ საქართველოში წარმოებული სოფლის მეურნეობის პროდუქციის პირველადი მიწოდებით მიღებულ შემოსავალთან მიმართებაში იქნება.
    გამობეჭდეგაუგზავნე მეგობარსბიზნესმენები მინისტრის მიერ გამართულ სემინარზე არ მივიდნენ(21.07.2010)
    ინტერპრესნიუსი
    საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ვერა ქობალია ქართველ ბიზნესმენებს საყვედურობს. როგორც ქობალიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, დღეს დილას ქართველი ექსპორტიორებისათვის "თბილისი მარიოტში" სემინარი იმართებოდა, თუმცა სემინარი თითქმის ცარიელ დარბაზში ჩატარდა. ქობალიას აინტერესებს 09.00 საათი ძალიან ადრეა ქართველი ბიზნესმენებისთვის, თუ მათ არ აინტერესებთ ექსპორტთან დაკავშირებული საკითხები. "თუ ქართველი ბიზნესმენების დილა არ დაიწყება 12.00 საათზე ადრე, შესაბამისად შედეგიც არ გვექნება", - აღნიშნა ქობალიამ. მინისტრი იმედოვნებს, რომ სემინარის დანარჩენ დღეებზე, რომელიც ქუთაისსა და ბათუმში გაიმართება, დარბაზი სავსე იქნება.
    გამობეჭდეგაუგზავნე მეგობარსკურორტი "ახტალა" შესაძლოა არაბებმა შეიძინონ(19.07.2010)
    ინტერპრესნიუსი
    გურჯაანში მდებარე კურორტი "ახტალა", რომელიც საქართველოში ტალახით სამკურნალო ერთადერთი კურორტია, შესაძლოა, არაბებმა შეიძინონ . ამის შესახებ კახეთის საინფორმაციო ცენტრი საკუთარ წყაროზე დაყრნობით იუწყება. მათივე ინფორმაციით, არაბი ინვესტორების ვიზიტი გურჯაანში უახლოეს დღეებში იგეგმება. კურორტ ~ახტალის" დირექტორი გოგა უტიაშვილი კახეთის საინფორმაციო ცენტრთან საუბრისას კურორტის გასხვისებას არ გამორიცხავს. მისი თქმით, ინვესტიციის განხორციელება აუცილებელიც არის. კურორტი ~ახტალა" ამ დრომდე სახელმწიფო საკუთრებაშია. ახტალა ფსევდოვულკანური ტალახის საბადოა. ახტალის ტალახს მრავალგზის სამკურნალო თვისებები გააჩნია. ამ უნიკალური თვისებების გამო ახტალაზე 1924 წელს აშენდა ტალახის სამკურნალო კოტეჯები. 1931-1932 წლებში აიგო სანატორიუმი, ხოლო 1935 წელს ამ კომპლექსს დაემატა ორსართულიანი პოლიკლინიკა. კახეთის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, ახტალის სანატორიუმში მცხოვრები აფხაზეთიდან დევნილები, კურორტის ადმინისტრაციის მოთხოვნის საფუძველზე, პოლიციამ გასულ კვირას იძულებითი წესით გაასახლა.
    გამობეჭდეგაუგზავნე მეგობარს"საქართველოს რკინიგზამ" საერთაშორისო ბაზარზე 250 მლნ დოლარის ობლიგაციები განათავსა(19.07.2010)
    ინტერპრესნიუსი
    შპს "საქართველოს რკინიგზამ" საერთაშორისო ბაზარზე 250 მლნ დოლარის ღირებულების ობლიგაციები განათავსა . ამის შესახებ ორშაბათს გამართულ პრესკონფერენციაზე პრემიერ მინისტრის პრესსამსახურის უფროსმა ნიკო მჭედლიშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, გასული კვირის ბოლოს "საქართველოს რკინიგზამ" ლიდ-მენეჯერის საინვესტიციო ბანკების "ბანკ ოფ ამერიკა", "მერილ ლინჩისა" და "ჯი-პი მორგანის" მეშვეობით საერთაშორისო საფინანსო ბაზრებზე 250 მლნ დოლარის ღირებულების ობლიგაციები 5-წლიანი ვადით განათავსა. როგორც ნიკო მჭედლიშვილმა განმარტა, თავდაპირველად საორიენტაციო საპროცენტო განაკვეთად ეს ბანკები ინვესტორებისათვის ასახელებდნენ წლიურ 10 პროცენტს, თუმცა ამ ობლიგაციებზე მოთხოვნის გათვალისწინებით საპროცენტო განაკვეთმა ოდნავ ნაკლები 9.875 პროცენტი შეადგინა, ხოლო კუპონის გადახდა ყოველ ექვს თვეში ერთხელ მოხდება. "საქართველოს რკინიგზის" ობლიგაციების ნომინალი 1000-დან იწყება 100 ათას დოლარამდე შეადგენს. ობლიგაციების განთავსებას წინ უსწრებდა როუდ შოუ საფინანსო ცენტრებში შვეიცარიაში, გერმანიაში, დიდ ბრიტანეთში, სინგაპურში და ჰონგ-კონგში. როუდ შოუსთან დაკავშირებით ლონდონში ივლისის დასაწყისში იმყოფებოდა საქართველოს პრემიერ მინისტრი ნიკა გილაური. როგორც მჭედლიშვილმა აღნიშნა, "საქართველოს რკინიგზა" მოზიდულ თანხას გამოიყენებს თბილისის შემოვლითი გზის მშენებლობისათვის და მოდერნიზაციის პროექტების დასაფინანსებლად.
    გამობეჭდეგაუგზავნე მეგობარსწლის ბოლომდე საქართველოდან არაბულ ქვეყნებში 350 ათასი ცხვარს გაიყვანენ(14.07.2010)
    ჯი-ეიჩ-ენი

    ექსპორტიორ კომპანიებს არაბულ ქვეყნებში ქართული ცხვარი თითო 70 დოლარად გაჰყვთ, ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა რეგიონების გუბერნატორებთან და გამგებლებთან შეხვედრისას განაცხადა. პრეზიდენტის განცხადებით, წლის ბოლომდე საქართველოდან 350 ათასი ცხვრის გაყვანა იგეგმება, მაშინ როდესაც მოთხოვნა 1,5 მლნ. ცხვარზე არსებობს.

    სააკაშვილის განცხადებით, დარგის განვითარებას დიდი ყურადღება უნდა მიეცეს, რადგანაც ქვეყანაში წელიწადში 2 მლნ ცხვრის გაზრდის საშუალება არსებობს.

    "არაბულ ქვეყნებში ცხვარი 70 დოლარად გაყავთ, და იმ ოხაჯებს, რომლებიც წელიწადში დაახლოებით 1000 ცხვარს ზრდიან შემოსავალი 70 ათასი დოლარი აქვთ. ცხვრის გაზრდა გარკვეული თანხა ღირს თუმცა მოგება თითო ცხვარზე 50 დოლარი რჩება", _ განაცხადა პრეზიდენტმა.


    Copyright © 2006-2010 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter