სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    გამობეჭდეგაუგზავნე მეგობარსპოლოლიკაშვილი "თიბისი ბანკის" ვიცე-პრეზიდენტად დაინიშნა(17.07.2010)
    პირველი
    საქართველოს ეკონომიკური განვითარების ყოფილი მინისტრი ზურაბ პოლოლიკაშვილი "თიბისი ბანკის" ვიცე-პრეზიდენტად დაინიშნა. ამის შესახებ "პირველს" "თიბისი ბანკის" მედია-კომუნიკაციის დეპარტამენტის დირექტორმა თამარ კირვალიძემ განუცხადა და დასძინა, რომ პოლოლიკაშვილი "თიბისი ბანკში" ბიზნესის მიმართულებას უხელმძღვანელებს. "თიბისი ბანკის" ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა ახლად შექმნილია და მის მიზანი კერძო სექტორის და ზოგადად ბიზნესის განვითარებაზე ზრუნვაა", - განუცხადა "პირველს" კირვალიძემ. შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეკონომიკური განვითარების ყოფილი მინისტრი ზურაბ პოლოლიკაშვილი თანამდებობიდან ბოლო პერიოდში განხორცილებული საკადრო ცვლილებების შედეგად გაათავისუფლეს.
    გამობეჭდეგაუგზავნე მეგობარსლაშა პაპაშვილი სასტუმროებისა და რესტორნების საკუთარ ქსელს ქმნის(10.06.2010)
    პირველი

    როგორც დეველოპერულ კომპანია "რედიქსში" განაცხადეს , ლაშა პაპაშვილი სასტუმროებისა და რესტორნების ბიზნესში დამკვიდრებას გეგმავს და უახლოეს მომავალში მაღალი კლასის სასტუმროები და რესტორნები ქვეყნის კოლორიტულ, ტურისტულად მიმზიდველ ქალაქებში - თბილისში, სიღნაღში, თელავში, ყვარელში, აბასთუმანში, ბაკურიანსა და ქობულეთში განთავსდება.

     "ვფიქრობთ, HoReCa-ს მიმართულებით ჩვენს ქვეყანას დიდი პოტენციალი აქვს. დედაქალაქი მეტ-ნაკლებად ათვისებულია, ტურისტულად მიმზიდველ რეგიონებს კი გამოცოცხლება სჭირდებათ. აუცილებელია, დამსვენებელს მაქსიმალურად კომფორტული პირობები შევუქმნათ. ჩვენი სასტუმროები საშუალო და საშუალოზე მაღალი სეგმენტისთვის იქნება ხელმისაწვდომი", - განაცხადა "რედიქსის" გენერალურმა დირექტორმა პაპაშვილმა.

     აღსანიშნავია, რომ რესტორნებისა და სასტუმროების მიმართულებით რესტორანი "Marjanoff Express"-ი პაპაშვილის პირველი განაცხადია. ის უკვე ორი წელია, ფუნქციონირებს.

     ცნობისთვის, "Marjanoff Express" 2 წლის წინ, 2008 წლის ივნისში გაიხსნა და გახსნის დღიდანვე თბილისელებისთვის განსაკუთრებულად საყვარელი ადგილი გახდა. რესტორანმა აღიარება თავიდანვე მოიპოვა.

    გამობეჭდეგაუგზავნე მეგობარსქოქოლაძე "თიბისი ბანკის" წინააღმდეგ კიდევ ერთ სარჩელს ამზადებ(08.06.2010)
    ინტერპრესნიუსი

    "ელიტ ელექტრონიქსის" დამფუძნებელი ანზორ ქოქოლაძე "თიბისი ბანკის" წინააღმდეგ კიდევ ერთ სარჩელს ამზადებს. ქოქოლაძე საქმის აღძვრას 6 ივნისს "თიბისი ბანკის" მიერ გავრცელებული ცილისმწამებლური და მისი საქმიანი რეპუტაციის შემლახავი განცხადების გამო აპირებს.

     ანზორ ქოქოლაძის თქმით, "თიბისი ბანკმა" განცხადება "ელიტ ელექტრონიქსის" 55%-იანი წილის უკანონოდ მითვისების დასამალად და საზოგადოების ყურადღების გადასატანად გამოიყენა.

    "თიბისი ბანკის" მიერ 6 ივნისს გავრცელებულ განცხადების თანახმად, ბანკის მენეჯმენტი ინტერესდება გასული წლის ბოლოსთვის გადახდისუუნარო კომპანიის ყოფილი მფლობელის ანზორ ქოქოლაძის ფინანსური მდგომაროებით, თუ რა სახსრებით შეძლო ქოქოლაძემ "ელიტ ელექტრონიქსის" კონკურენტი ახალი ქსელის "ტექნო ბუმის" შექმნა.

     განცხადების თანახმად, ბანკის მენეჯმენტი საკუთარი ინტერესის დასაკმაყოფილებლად პროკურატურის ჩართვასაც არ გამორიცხავს.

     3 ივნისს გამართულ პრესკონფერენციაზე ანზორ ქოქოლაძემ "თიბისი ბანკი" 5,5 მლნ აშშ დოლარად დაგირავებული "ელიტ ელექტრონიქსის" 55%-იანი წილი არაკეთილსინდისიერად, 116 000 ლარად ოფიციალურად გადაფორმებაში

    გამობეჭდეგაუგზავნე მეგობარს"კავკასუს ონლაინ"-ის 100%-ის წილის მფლობელი შპს "ინთერნეიშენელ ონლაინ ნეთვორქს"-ი გახდა(03.06.2010)
    ჯი-ეიჩ-ენი

    ცვლილება განხორციელდა შპს "კავკასუს ონლაინის" ორგანიზაციულ სტრუქტურაში. კერძოდ, კომპანიის 100%-ის წილის მფლობელი გახდა უცხოური საწარმო შპს "ინთერნეიშენელ ონლაინ ნეთვორქს". (Intrernational Online Networks LLC).

    შპს "ინთერნეიშენალ ონლაინ ნეთვორქს"-ში 50% და 19.94%-ის მფლობელები ასევე უცხოური საწარმოები - "ნელგადო ლიმითედ" და "გროუს მასტერ ჰოლდინგზ"-ი არიან, ხოლო 30.06% მამია სანადირაძეს ეკუთვნის.

    2010 წლის 1 მაისიდან კომპანიის გენერალური დირექტორი არის გია ადეიშვილი, ხოლო აღმასრულებელი დირექტორი - ლევან ხუნდაძე.

     "კავკასუს ონლაინი" სამი კომპანიის გაერთიანებით (Caucasus Network, Sanet, Georgia Online) შეიმქმნა. ის დღესდღეობით წამყვანი ინტერნეტ პროვაიდერია ბაზარზე და საქართველოს მასშტაბით 100 000-მდე მომხმარებელს ემსახურება.

     "კავკასუს ონლაინს" ეკუთვნის ვარნა-ფოთის დამაკავშირებელი ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელი, რომელიც შავი ზღვის ფსკერზეა განთავსებული და უზრუნველყოფს ქართველი მომხმარებლისათვის მაღალხარისხიანი ოპტიკური ინტერნეტის პირდაპირ ევროპიდან მოწოდებას.

    გამობეჭდეგაუგზავნე მეგობარს"გაზპრომი", შესაძლოა, "მილანის" აქციონერი გახდეს(25.05.2010)
    ჯი-ეიჩ-ენი

    იტალიური მედიის ინფორმაციით, "გაზპრომი", შესაძლოა, საფეხბურთო კლუბ "მილანის" აქციონერი გახდეს.

     

    კლუბის პრეზიდენტი იტალიის პრემიერ-მინისტრი სილვიო ბერლუსკონია, რომელიც თავის რუს კოლეგასთან ვლადიმირ პუტინთან მეგობრობს. მედიის ცნობით, კლუბი, "გაზპრომმა", შესაძლოა, 150-180 მლნ ევროდ შეძინოს, რის შედეგად იგი კლუბის აქციათა ბლოკპაკეტს მიიღებს.

     

    "მილანის" წარმომადგენლები აღნიშნული ფაქტის შესახებ კომენტარს ამ დრომდე არ აკეთებენ.

     

    "მილანი" 1899 წელს დაფუძნდა და ამ დროისათვის ერთ-ერთ ტუტულოვან ევროპულ საფეხბურთო კლუბს წარმოადგენს.

    გამობეჭდეგაუგზავნე მეგობარსსაწვავის ფასი 5 თეთრით შემცირდა(24.05.2010)
    ჯი-ეიჩ-ენი

    საქართველოს საცალო ქსელში დღეიდან საწვავის ფასი ლიტრაზე 5 თეთრით შემცირდა. როგორც საქართველოს ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარემ, ვანო მთვრალაშვილმა განაცხადა, ბოლო ორი კვირის განმავლობაში ნავთობის მსოფლიო ფასი მცირდება, რამაც ბენზინისა და დიზელის საწვავის საერთაშორისო ფასების კლება გამოიწვია.

     

    "ეს კომპანიებს საშუალებას აძლევს, თავიანთ საცალო ქსელში საწვავის ფასი შეამცირონ. დღეიდან რამდენიმე კომპანიამ უკვე შეამცირა საწვავის ფასები 5 თეთრით", - განაცხადა მთვრალაშვილმა. მისი თქმით, ის კომპანიები კი, რომლებიც საწვავს ისევ ძველ ფასად ყიდიან, მას უახლოეს დღეებში დააკლებენ.

    გამობეჭდეგაუგზავნე მეგობარს"ინტურისტი" განახევრებული ფასით გაიყიდება(20.05.2010)
    მედიანიუსი

    სასტუმრო "ინტურიტს" აჭარის სააღსრულებო ბიურო განმეორებით იძულებით საჯარო აუქციონზე გაყიდის. "ინტურისტის" ქონების საწყისი გასაყიდი ფასი განახევრებულია და იგი 17 561 107 ლარს შეადგენს.

     

    პირველ აუქციონზე, სადაც საწყისი ფასი 35 161 200 ლარს შეადგენდა, განაცხადი ყიდვაზე არავის წარუდგენია. ქონება მთლიანად 70 322 401 ლარადაა შეფასებული უძრავი ქონება "საქართველოს ბანკში" იპოთეკითაა დატვირთული. საკრედიტო ხაზი 300 მლნ აშშ დოლარის მოცულობისაა წლიური 10-22 პროცენტით.

     

    აუქციონი გამოცხადებულია ბათუმში, ნონეშვილის ქუჩა №11-ში არსებული 5 460 კვ.მეტრ მიწის ფართზე და 10528 კვ.მ შენობა-ნაგებობაზე. შენობა ოთხ სართულიანი კეთილმოწყობილი სასტუმროა.

     

    აუქციონი 27 მაისს ჩატარდება. ბათუმის სასტუმრო "ინტურისტი" 2004 წელს რუსეთში მომუშავე ქართველმა ბიზნესმენმა ლევან თურმანიძემ 3.2 მლნ აშშ დოლარად იყიდა. 2007 წელს კი, მფლობელი კომპანიისგან სასტუმრო იჯარით კომპანია "ფემეს ინვესთმენთ ენდ ჰოლდინგმა" აიღო.

     

    როგორც აღნიშნული კომპანიის წარმომადგენლემა ლაშა მელიქაძემ განაცხადა, კომპანიას სასტუმრო 10 წლიანი მართვის უფლებით აქვს აღებული და მას თუ რა პრობლემები შეექმნა, მფლობელსა და ვის მიმართ რა ოდენობის დავალიანება დაუგროვდა, მმართველ კომპანიას არ ეხება.

     

    "ინტურისტი" ამ დროისთვის ჩვეულებრივ რეჟიმში მუშაობს და სტუმრებს იღებს


    Copyright © 2006-2010 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter