 "ქრისტიან-დემოკრატები" საპატრიარქოსათვის საკუთარი სამაუწყებლო სიხშირის გამოყოფას ითხოვენ(22.06.2010)ჯი-ეიჩ-ენი "ქრისტიან-დემოკრატები" საპატრიარქოსათვის საკუთარი სამაუწყებლო სიხშირის გამოყოფას ითხოვენ. ამის შესახებ განცხადება "ქრისტიან-დემოკრატების" წარმომადგენელმა გიორგი ახვლედიანმა დღეს პარლამენტში საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
მისი თქმით, საპატრიარქოსათვის სამაუწყებლო სიხშირის გათიშვის პრობლემა პერმანენტულად იქმნება, რომლის ძირითადი მიზეზიც ის არის, რომ მიუხედავად მრავალჯერადი დაპირებისა ვერა და ვერ მოხერხდა ტელეკომპანიისათვის საკუთარი სამაუწყებლო სიხშირის გამოყოფა.
როგორც ახვლედიანი აღნიშნავს, საპატრიარქოსათვის საკუთარი სამაუწყებლო სიხშირის გამოყოფასთან დაკავშირებით "ქრისტიან-დემოკრატების" ინიციატივით მოლაპარაკება არაერთხელ დაიწყო, მაგრამ ჯერჯერობით სასურველი შედეგი არ მოჰყოლია და სწორედ ამიტომ ითხოვენ, რომ აღნიშნული პრობლემა გადაწყდეს.
"ქრისტიან-დემოკრატები მოვუწოდებთ მარეგულირებელ კომისიას შეასრულოს მაწუყებლობის კანონით დაკისრებული ვალდებულება და ჩაატაროს სოციოლოგიური კვლევა, რომელიც 4 წელია არ ჩატარებულა. სწორედ ამ მიზეზით დღემდე შეჩერებულია მაუწყებლებისთვის ლიცენზიის გაცემა. ჩვენ დარწმუნებულნი ვართ, რომ საზოგადოების დიდი ნაწილი ემხრობა საპატრიარქოს ტელევიზიის არსებობას. საზოგადოების ნების განხორციელებას კი ხელი უნდა შეუწყოს, როგორც მარეგულირებელმა კომისიამ, ისე ხელისუფლებამ", - აღნიშნა ახვლედიანმა. |  რამიშვილი რადიო "პალიტრის" ეთერში ახალ პროექტს იწყებს(10.06.2010)ინტერპრესნიუსი ჟურნალისტი შალვა რამიშვილი რადიო "პალიტრის" ეთერში ახალ პროექტს იწყებს .
გადაცემა "ცენტრი" 14 ივნისიდან, ყოველ სამუშაო დღეს, 20:00 საათზე გავა ეთერში. "შევეცდები, მსმენელებს ცნობილი სახეები სხვადასხვა რაკურსით დავანახო.
"პალიტრაზე" არჩევანი კი, რადიოში არსებული სარედაქციო დამოუკიდებლობის გამო გავაკეთე", - აღნიშნა რამიშვილმა.
რაც შეეხება რამიშვილის პროექტს "სამსონაძეები", რომელიც ტელეკომპანია "იმედის" ეთერში გადის, ჟურნალისტის თქმით, პროექტი უკვე დასრულდა, ხოლო გაგრძელდება თუ არა "სამსონაძეები" ახალი სატელევიზიო სეზონიდან, ჯერ უცნობია. |  ჭანტურიამ დაადასტურა, რომ "პირველ არხზე" გადაცემები იხურება(02.06.2010)ინტერპრესნიუსი “საზოგადოებრის მაუწყებელზე” მიმდინარე ცვლილებებთან დაკავშირებით განცხადება მაუწყებლის გენდირექტორმა გია ჭანტურიამ გააკეთა.. მისი თქმით, "პირველი არხზე~ 11 ივნისიდან ყველა გადაცემა დაიხურება, საინფორმაციო პროგრამა „მოამბის" გარდა. შეწყდება პოლიტიკური თოქშოუები და გასართობი პროგრამებიც.
ჭანტურიას განმარტებით, გადაცემები დაიხურება “პირველ არხის” რეორგანიზაციის ადრე შემუშავებული გეგმის მიხედვით, თუმცა, ეს პროცესი დააჩქარა ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატმა, რომლის ექსკლუზიური ჩვენების უფლება საქართველოში “საზოგადოებრივმა მაუწყებელმა” შეიძინა.
"მსოფლიო ჩემპიონატი 11 ივნისიდან იწყება და ივლისის ბოლოს მთავრდება. დღეში დაახლოებით ხუთი მატჩის ჩვენება შედგება, რაც ძალიან დიდ დროს მოითხოვს. სწორედ ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, გადაცემები ამ დროისთვის შეჩერდეს", - განაცხადა ჭანტურიამ.
“პირველ არხზე” ახალი სატელევიზიო სეზონი, ახალი საეთერო ბადით, მიმდინარე წლის ოქტომბრიდან დაიწყება. მანამდე კი, მთლიანად “საზოგადოებრივი მაუწყებლის” რებრენდინგი მოხდება, რათა მაუწყებლის ყველა არხს ერთიანი სახე ქონდეს.
ჭანტურიას თქმით, გადაცემების დახურვას სამსახურიდან თანამშრომელთა დროებით გაშვება მოჰყვება, თუმცა, ნაწილს ისედაც ამოეწურა “საზოგადოებრივ მაუწყებელთან” დადებული კონტრაქტი, რომელიც ახალ სატელევიზიო სეზონამდე აღარ გაგრძელდება.
"დღეისათვის “საზოგადოებრივ მაუწყებელში” სულ დასაქმებულია 1030 ადამიანი. მთლიანი სახელფასო ბიუჯეტი წელიწადში 14 მლნ ლარს შეადგენს, რაც მაუწყებლის ბიუჯეტის 64 პროცენტია. ჩვენ გვინდა, რომ ამ პროცენტმა 50 %-ზე დაბლა დაიწიოს. თანამშრომლების ნაწილთან კონტრაქტის განახლება დამოკიდებული იქნება იმაზე, რამდენად წარმატებით გაივლიან ისინი კონკურსს, რომელიც სავარაუდოდ, სექტემბერში, საეთერო ბადის განახლებასთან დაკავშირებით გამოცხადდება", - განაცხადა ჭანტურიამ. მან არ დააკონკრეტა თანამშრომლების ის რაოდენობა, რომელთანაც მაუწყებელი კონტრაქტს აღარ გააგრძელებს.
"ზუსტ ციფრს ვერ გეტყვით, ზოგთან ისევ ვაპირებთ კონტრაქტის გაგრძელებას, ზოგს ახალი სეზონიდან ახალ გადაცემებში დავასაქმებთ, ამიტომ ზუსტი ციფრის დასახელება გამიჭირდება",- აღნიშნა ჭანტურიამ.
ამასთან, გაირკვა, რომ გაურკვეველი ვადით შეწყდება “პირველი კავკასიურის” მაუწყებლობაც. |  "იმედის" ხელმძღვანელობაში ისევ ცვლილებებია(01.06.2010)ინტერპრესნიუსი "ჯორჯიან მედია ფროდაქშენ გრუპის" გენერალური დირექტორის მოადგილის, ეკა წამალაშვილის განცხადებით ტელეკომპანია "იმედის" ხელმძღვანელობაში ცვლილებებია.
წამალაშვილის ინფორმაციით, ტელეკომპანია "იმედის" გენერალური დირექტორის თანამდებობაზე, ოთარ ბუბაშვილის ნაცვლად, თემურ ხუბულავა დაინიშნა. ხუბულავა "იმედში" იმ დროსაც მუშაობდა, როდესაც ტელეკომპანიის მფლობელი ბადრი პატარკაციშვილი იყო.
"ხუბულავა ამ დრომდე ტელეკომპანიის ტექნიკური სამსახურის ხელმძღვანელი იყო. ეს ტელევიზია სწორედ მისი აწყობილია და სატელევიზიო სფეროში მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს. ასევე, თანამდებობა დატოვა ბაკურ ლაშქარავა, რომელიც ჰოლდინგის ხელმძღვანელის - გიორგი არველაძის მოადგილე იყო", - აღნიშნა ეკა წამალაშვილმა.
მისივე ინფორმაციით, ოთარ ბუბაშვილი და ბაკურ ლაშქარავა უცხოეთში სასწავლებლად გამგზავრებას ჯერ კიდევ გასულ წელს აპირებდნენ, თუმცა, გამგზავრება ერთი წლით გადადეს და ტელეკომპანია "იმედს" ეხმარებოდნენ.
წამალაშვილმა, ასევე, აღნიშნა, რომ ლაშქარავას თანამდებობა ჯერ ვაკანტურია. წამალაშვილის ინფორმაციით, თანამდებობა დატოვა ბიძინა ბარათაშვილმაც, რომელიც მმართველ საბჭოს ხელმძღვანელობდა. ბარათაშვილის თანამდებობაც ვაკანტური რჩება.
"სხვა დონეებზე საკადრო ცვლილებები კი, ჯერ არ იგეგმება", - განაცხადა ეკა წამალაშვილმა. |  ძიძიგური "იმედის" და "რუსთავი 2"-ის დაჯარიმებას ითხოვს(20.05.2010)მედიანიუსი ეროვნული საბჭოს“ თბილისის მერობის კანდიდატი ზვიად ძიძიგური ცესკოს ტელეკომპანიების „რუსთავი 2“-ისა და „იმედის“ წინააღმდეგ სადამსჯელო სანქციების გატარებას სთხოვს.
ძიძიგურმა მიზეზად მერობის კანდიდატების საარჩევნო კამპანიის არათანაბარი ბალანსით გაშუქება დაასახელა. მისი თქმით, საღამოს საინფორმაციო გამოშვებებში სახელისუფლებო მერობის კანდიდატთან და სხვა კანდიდატებთან შედარებით მის გამოსვლას ძალიან მცირე საეთერო დრო ეთმობა.
„ჩვენ შეგვაქვს საჩივარი ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში და ვითხოვთ ამ ტელკომპანიების დაჯარიმებას კანონით გათვალისწინეული წესით და ვითხოვთ პარიტეტის აღდგენას. ეს დოკუმენტაცია, რომელსაც ჩვენ ცესკო-ში შევიტანთ, გადაეგზავნება ეუთო-ს სადამკვირვებლო მისიის შესაბამის სტრუქტურებს“, _ განაცხადა ძიძიგურმა.
მისივე თქმით, თუ ცესკო შესაბამის გადაწყვეტილებას არ მიიღიებს, მაშინ ამ ტელეკომპანიას სასამართლოში უჩივლებს. |  ხოფერია და სანაია "პირველ არხზე" გადაცემას ამზადებენ(18.05.2010)პირველი მაისის ბოლოს "პირველი არხის" ეთერში ეკა ხოფერია და ვახო სანაია გამოჩნდებიან. როგორც "პირველი არხის" პრეს-სამსახურის უფროსმა ანი ლაღიძემ "პირველს" განუცხადა, "ვახო სანაიას რეპორტაჟი" ეთერში 29 მაისიდან ყოველ შაბათს, 20:30 სთ-ზე გავა.
"გაშუქდება მსოფლიოში მიმდინარე საინტერესო მოვლენები, ლიდერთა გადაწყვეტილებები, პროცესები, რომლებიც ჩვენს ცხოვრებაზე ახდენენ გავლენას", - განაცხადა ლაღიძემ.
მისივე ინფორმაციით, რეპორტაჟების გარდა, გადაცემაზე მიწვეულნი იქნებიან სტუმრები და იგი დისკუსიის რეჟიმში გაგრძელდება.
"ეკა ხოფერიას აუდიტორიას" კი 25 მაისიდან არაუგვიანეს 1 ივნისისა უნდა ველოდოთ. გადაცემა ეთერში ყოველ სამშაბათს, 23:00 საათზე გავა და აქტუალური სოციალურ-შემეცნებითი საკითხები გაშუქდება. "პროექტის მიზანია საზოგადოების ინფორმირება და ჩართულობა საქართველოსათვის მნიშვნელოვან საკითხებში", - განაცხადა ანი ლაღიძემ. |  "საზოგადოებრივ მაუწყებელს" ე.წ. საპნის ოპერების მხატვრული და შემეცნებითი ფილმებით ჩანაცვლება სურს(05.05.2010)ინტერპრესნიუსი "საზოგადოებრივ მაუწყებელს" ე.წ. საპნის ოპერების მხატვრული და შემეცნებითი სატელევიზიო ფილმებით ჩანაცვლება სურს. ამის შესახებ საუბარია “საზოგადოებრივი მაუწყებლის” გასული წლის ანგარიშში, რომელიც პარლამენტში შევიდა. სამომავლო პრიორიტეტებში ნათქვამია, რომ “საზოგადოებრივ მაუწყებლის” მიზანი მაუწყებლობაში "საპნის ოპერების” მხატვრული და შემეცნებითი სატელევიზიო ფილმებით ჩანაცვლებაა, რისთვისაც მთავარი ტენდეცია ადგილობრივი წარმოების პროდუქციის გაზრდა უნდა იყოს.
რაც შეეხება სერიალებისა და ფილმებისთვის გახარჯულ თანხებს, ანგარიშის თანახმად, 2009 წელს საბიუჯეტო სახსრებიდან მხატვრული, დოკუმენტური და ანიმაციური ფილმებისა და სერიალების შეძენაზე 2 492 ათასი ლარი მიიმართა |
|
|
მთავარი გვერდის პერსონალიზაცია
აუდიო–ინტერვიუ  როგორც სამხედრო ექსპერტი ირაკლი სესიაშვილი აცხადებს, ნატოს მუდმივი წარმომადგენლობის გახსნა საქართველოში ნატოში შესვლიათვის გასაღები ვერ იქნება. თუმცა ექსპერტის განმარტებით, ასეთი ურთიერთობა იმის იმედს იძლევა, რომ ნატო უფრო მეტად დაკავდება საქართველოს პრობლემებით - განსაკუთრებით შიდა რეფორმებით, რომელიც დემოკრატიისათვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. აუდიო–ინტერვიუ  “დღეს დასავლეთი ცდილობს რაც შეიძლება შეამციროს კონფრონტაციული ინტონაცია რუსეთთან ურთიერთობაში, რაც შეიძლება მეტ დარღვევაზე თქვას, რომ “ეს არაფერია”, რათა დაძაბულობის ტალღა ხელახლა არ წამოვიდეს საერთაშორისო ურთიერთობებში,”- აცხადებს პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე ბერნარ კუშნერის განცხადების კომენტირებისას. აუდიო–ინტერვიუ  “ბოლო გამგეობის სხდომაზე ზურაბ ნოღაიდელს სრული მანდატი მივეცით, რომ არამარტო ოქრუაშვილს (ვისაც უკვე ელაპარაკა), არამედ სხვებსაც ელაპარაკოს ამ გაერთიანებაზე. მაგრამ შედეგები არ ვიცი. ვფოქრობ, რაიმე კონკრეტული შედეგი რომ ყოფილიყო, ალბათ, უკვე შეგვკრებდა,” - აცხადებს მოძრაობის “სამართლიანი საქართველოსთვის” წევრი პეტრე მამრაძე ზურაბ ნოღაიდელისა და ირაკლი ოქრუაშვილის შესაძლო გაერთიანების კომენტირებისას.
(22.07.2010)
(25.05.2010)
(19.05.2010)
(17.05.2010)
(16.05.2010)
(03.05.2010) ვინ შეიძლება ყოფილიყო შშს-ს ის მაღალჩინოსანი, რომელიც, ავსტრიის პოლიციის მონაცემებით, სახელმწიფო გადატრიალებას გეგმავდა? გამოკითხვის დასრულება 03.07.2010
| კახა თარგამაძე(25.758%) |
| ირაკლი კოდუა(27.273%) | | ვიღაც სხვა(3.03%) | | არავინ, ავსტრიის პოლიცია შეცდა(25.758%) | | მიჭირს პასუხის გაცემა(18.182%) | რა მოტივებით ხელმძღვანელობდა ხელისუფლება გორის ცენტრიდან სტალინის ძეგლის აღებისას? გამოკითხვის დასრულება 03.07.2010
| ისტორიული სამართლიანობის აღდგენა(24.138%) |
| სტალინის ისტორიული როლის დაკნინება(20.69%) | | პასუხი ქუთაისში აფეთქებული მემორიალის სანაცვლოდ მოსკოვში ახალი მემორიალის აშენებაზე(3.448%) | | საერთოდ უყვარს ყველაფრის ნგრევა(46.552%) | | მიჭირს პასუხის გაცემა(5.172%) | რითია გამოწვეული ბოლოდროინდელი გადაჯგუფებები ოზოპიციაში? გამოკითხვის დასრულება 20.06.2010
| პროდასავლური ძალების დასუსტებით(9.302%) |
| პრორუსული ძალების გაძლიერებით(23.256%) | | ორივეთი ერთად(20.93%) | | ჩვეულებივი პოლოტიკური პროცესია(44.186%) | | მიჭირს პასუხის გაცემა(2.326%) | როგორ ფიქრობთ, მოსალოდნელია თუ არა ფასების შემდგომი ზრდა? გამოკითხვის დასრულება 20.06.2010
| დიახ, ფასები გაიზრდება(86.957%) |
| შენარჩუნდება იგივე დონეზე(8.696%) | | არა, შემცირდება(2.174%) | | მიჭირს პასუხის გაცემა(2.174%) | როგორ ფიქრობთ, კიდევ გაუფასურდება თუ არა ლარი? გამოკითხვის დასრულება 13.06.2010
| არსებული კურსი შენარჩუნდება(11.613%) |
| ლარი მკვეთრად გაუფასურდება(24.516%) | | თანდათანობით გაუფასურდება(45.806%) | | გამყარდება(7.742%) | | მიჭირს პასუხის გაცემა(10.323%) | როგორი უნდა იყოს ოპოზიციის მოქმედების გეგმა გამოკითხვის დასრულება 13.06.2010
| დაელოდოს 2012 წლის არჩევნებს(22.436%) |
| გამართოს კონსულტაციები საარჩევნო გარემოს შემდგომი გაუმჯობესებისათვის(38.462%) | | გამართოს აქციები ვადანდელი არჩევნების დანიშვნისათვის(36.538%) | | მიჭირს პასუხის გაცემა(2.564%) | რას ელოდებით ახალი საკრებულოსა და მერისაგან? გამოკითხვის დასრულება 06.06.2010
| სოციალური საკითხების გადაჭრას(12.676%) |
| ქალაქის კეთილმოწყობას(12.676%) | | უმეშებრობის შემცირებას(5.634%) | | მიწისძვრით დაზარალებულთა დახმარებას(0%) | | კარგ არაფერს ველოდები(69.014%) | რამდენად შეესაბამებოდა არჩევნების შედეგები ამომრჩეველთა ნებას? გამოკითხვის დასრულება 06.06.2010
| შეესაბამება(17.949%) |
| უფრო სეესაბამება(6.41%) | | უფრო არ შეესაბამება(6.41%) | | არ შეესაბამება(66.667%) | | მიჭირს პასუხის გაცემა(2.564%) |
|