 ჩეხეთის სპეცსამსახურებმა რუსი ჯაშუში გამოაშკარავეს(27.07.2010)მედიანიუსი ჩეხეთიდან რუსეთის სპეცსამსახურების აგენტი გაიქცა მას შემდეგ, რაც ის ადგილობრივმა სპეცსამსახურებმა გამოაშკარავეს.
ჩეხური მედიის ცნობით, ჯაშუშია ვინმე რობერტ რ-ია, რომელიც ჩეხეთის მოქალაქეა, მისი ერთ-ერთი მშობელი კი, ეთნიკურად რუსია. მას ჩეხეთში ამერიკული რადარის განთავსების დეტალების აინტერესებდა, თუმცა, მას შემდეგ, რაც აშშ-მა უარი თქვა აღმოსავლეთ ევროპაში რაკეტსაწინააღმდეგო სისტემების დამონტაჟებაზე, რობერტ. რ. ჩეხეთის არმიის შეიარაღებით და ერთ-ერთი ატომური ელექტროსადგურის მშენებლობით დაინტერესდა.
ჩეხეთის სპეცსამსახურები რუსეთის ჯაშუშს 5 წლის განმავლობაში უთვალთვალებდნენ. მისი ინფორმატორი ჩეხეთის არმიაში მომსახურე ერთ-ერთი ქალი იყო, რომელსაც მაიორის წოდება ჰქონდა. |  იტალიელები ბერლუსკონის მედვედევთან ფოტოს გადაღებისთვის აკრიტიკებენ(27.07.2010)ინტერპრესნიუსი იტალიის საზოგადოება ქვეყნის პრემიერ მინისტრ სილვიო ბერლუსკონის დიმიტრი მედვედევთან ერთად ლეონარდო და ვინჩის "საიდუმლო სერობის" ფონზე ფოტოს გადაღებისათვის აკრიტიკებს. ამის შესახებ "დეილი მეილი" იუწყება.
ხელოვნების ექსპერტების განცხადებით, ფოტოგადაღებისას განათების გამოყენებამ, შესაძლოა, ხელოვნების ნიმუშს სერიოზული ზიანი მიაყენოს.
იტალიელი დეპუტატი დავიდ კორიტორე მომხდარს სამწუხარო ინცინდენტს უწოდებს და აცხადებს, რომ ეს ფაქტი მოწმობს იმას, რომ ქვეყნების ლიდერებს შეუძლიათ ის გააკეთონ რაც სურთ.
როგორც მილანის სამხატვრო ღირებულებების მეთვალყურემ, ალბერტო არტიოლიმ განაცხადა, რუსეთისა და იტალიის ლიდერებისთვის ფოტოს გადაღების ნებართვა პირადად მან გასცა.
"ეს ჩემი პასუხისმგებლობა და ჩემი გადაწყვეტილებაა და ამაში ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ", - განაცხადა არტიოლიმ. მისივე თქმით,
განათებას ხელოვნების ნიმუშების დაზიანება მართლაც შეუძლია, მაგრამ ამ შემთხვევაში გადაღება სულ რამდენიმე წამს გაგრძელდა. ფოტო 23 ივლისს, რუსეთის პრეზიდენტის მილანში ვიზიტისას გადაიღეს. |  რუსეთი ირანისთვის ახალი სანქციების დაწესებას აკრიტიკებს(27.07.2010)ინტერპრესნიუსი ირანისთვის სანქციების დაწესების პრაქტიკა რუსეთისთვის მიუღებელია . ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ანდრეი ნესტერენკომ განაცხადა.
"ჩვენ უკვე არაერთხელ აღვნიშნეთ, რომ ცალმხრივი თუ კოლექტიური ზომების გამოყენების პრაქტიკა ირანის მისამართით ჩვენთვის მიუღებელია. სანქციების პაკეტი კი, რომელსაც ევროკავშირი დათანხმდა, ბირთვული გაუვრცელებლობის საკითხს არათუ მოაგვარებს, არამედ პირიქით, ამ პრობლემის სწრაფი პოლიტიკურ-დიპლომატიური გადაწყვეტა შეუძლებელი გახდება. ეს ჩვენთვის ნათელია", - განაცხადა ნესტერენკომ. |  ევროკავშირმა ირანს სანქციები დაუწესა(26.07.2010)ინტერპრესნიუსი ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა ირანს ახალი, ეკონომიკური სანქციები დაუწესეს , რომლებიც ძალაში ევროკავშირის ოფიციალურ გაზეთში გამოქვეყნებიდან რამდენიმე კვირაში შევა. ამის შესახებ სააგენტო "ასოშეიტედ პრესი" იუწყება.
სანქციები კრძალავს თანამშრომლობას თეირანთან იმ სფეროებში, რომლებიც, შესაძლოა, ირანის ბირთვული პროგრამისთვის იყოს გამოყენებული. ასევე, ევროკავშირმა კომპანიებს ირანისთვის ახალი ტექნოლოგიებით დახმარება და იქ ინვესტიციების ჩადება აუკრძალა. გარდა ამისა, ირანის სატვირთო საჰაერო-საზღვაო კომპანიებს ევროკავშირის ტერიტორიაზე მოქმედება ეკრძალებათ. მედიამ დილიდან ირანის პრეზიდენტის მიმართვაც გაავრცელა.
მაჰმუდ ახმადინეჯადმა ევროკავშირს ირანის წინააღმდეგ სანქციების დაწესებაზე უარის თქმისკენ მოუწოდა და გააფრთხილა, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში `ინანებს~. რამდენიმე თვის წინ ირანს სანქციები აშშ-მ დაუწესა. ამერიკა და მისი მოკავშირეები თეირანს ბირთვული იარაღის შექმნის მცდელობაში ადანაშაულებენ. ირანი კი ირწმუნება, რომ ბირთვული პროგრამა წმინდად მშვიდობიან მიზნებს ემსახურება. |  პოლონეთში სმოლენსკთან მომხდარი ტრაგედიის ალტერნატიული გამოძიება დაიწყო(26.07.2010)ინტერპრესნიუსი პოლონეთში მკაცრად აკრიტიკებენ სმოლენსკთან მომხდარი ტრაგედიის გამოძიებას, რომლის შედეგადაც პრეზიდენტი ლეხ კაჩინსკი დაიღუპა . ამის შესახებ ტელეკომპანია "ბი-ბი-სი" იუწყება. მთავარმა ოპოზიციურმა პარტიამ, "უფლებები და სამართლიანობა", რომლის ლიდერიც გარდაცვლილი პრეზიდენტის ტყუპისცალი ძმაა, კატასტროფის მიზეზების შესასწავლად გამოძიება თავად დაიწყო, რადგან, იაროსლავ კაჩინსკის აზრით, რუსული გამოძიება მეტისმეტად ნელა მიმდინარეობს.
ავიაკატასტროფა, რომელსაც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ პოლონეთის უმსხვილესი ტრაგედია უწოდეს, პოლონეთში კვლავ პოლიტიკური დებატების ერთ-ერთ მთავარ თემად რჩება. გამოძიების დასაწყისში ოფიციალურმა ვარშავამ რუსეთისადმი მადლიერება გამოხატა, თუმცა ტრაგედიიდან სამი თვის თავზე მომხდარი კვლავ განხილვის მთავარი თემაა. იაროსლავ კაჩინსკი აცხადებს, რომ ვარშავა უცნაურად იქცევა.
პარტია "უფლება და სამართლიანობის" ოფიციალურ გამოძიებას იურიდიული სტატუსი არ გააჩნია, თუმცა, პირველ სხდომაზე კომისიის თავმჯდომარემ, ანტონი მაცერევიჩმა ავიაკატასტროფას დანაშაული უწოდა, რომელზე პასუხისმგებლობაც როგორც პოლონეთის ხელისუფლებას, ისე უშუალოდ რეისის მომზადებაში მონაწილეებს ეკისრებათ. პოლონეთის სეიმის დროებითი საგამოძიებო კომისია კი აცხადებს, რომ პოლონელი პილოტები ვალდებულნი არ იყვნენ, თვითმფრინავის დასმა ეცადათ, რადგან სმოლენსკში ძლიერი ნისლი იყო.
|  ახმადინეჯადი პირობას დებს, რომ ნებისმიერ მუქარას მკაცრად უპასუხებს(26.07.2010)ინტერპრესნიუსი ირანის პრეზიდენტი მაჰმუდ ახმადინეჯადი პირობას დებს, რომ ნებისმიერ მუქარას მკაცრად უპასუხებს. ამის შესახებ ტელეკომპანია "ბი-ბი-სი" იუწყება . ახმადინეჯადი ევროკავშირს მოუწოდებს, უარი თქვას ირანის წინააღმდეგ სანქციების დაწესებაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში კი აფრთხილებს, რომ "ინანებს".
ამავე დროს, ახმადინეჯადის თქმით, ნებისმიერ ქვეყანას, რომელიც ირანის წინააღმდეგ საფრთხის შემცველი ნაბიჯების გადადგმას დააპირებს, უნდა ახსოვდეს, რომ "ირანი ამაზე სწრაფ რეაგირებას მოახდენს".
სავარაუდოდ, ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები ირანის წინააღმდეგ სანქციებს ფორმალურად დათანხმდებიან, რათა თეირანს ბირთვული პროგრამის განვითარებაში ხელი შეუშალონ. რამდენიმე თვის წინ ირანს სანქციები აშშ-მ დაუწესა. ამერიკა და მისი მოკავშირეები თეირანს ბირთვული იარაღის შექმნის მცდელობაში ადანაშაულებენ. ირანი კი ირწმუნება, რომ ბირთვული პროგრამა გულწრფელად მშვიდობიან მიზნებს ემსახურება. |  რუსეთი ნატოსთან სამხედრო თანამშრომლობის განსაახლებლად მზად არის(25.07.2010)რენიუსი რუსეთმა გამოაცხადა მზადყოფნა, რომ განაახლოს სამხედრო თანამშრომლობა ნატოსთან და კვლავ გააგრძელოს ალიანსის დახმარება ტვირთების ავღანეთში ტრანსპორტირებაში. ნატო-რუსეთის სამხედრო თანამშრომლობა 2008 წელს საქართველო-რუსეთის ომის დროს შეწყდა.
ასეთი განცხადებები გაკეთდა რუსეთის შეიარაღებული ძალების გენშტაბის ხელმძღვანელის გენერალ ნიკოლაი მაკაროვისა და ნატოს სამხედრო კომიტეტის თავჯდომარის ადმირალ ჯამპაოლო დი პაოლას შეხვედრის შემდეგ.
"ჩვენ გვაქვს გარკვეული პასუხიმგებლობა ავღანეთისაკენ მიმავალ სატრანზიტო ტვირთებზე რუსეთის ფედერაციის გავლით, მეტად მასშტაბური ამოცანები წყდება და ვაპირებთ ამ თანამშრომლობის გაგრძელებას" - თქვა მაკაროვმა. |
|
|
მთავარი გვერდის პერსონალიზაცია
აუდიო–ინტერვიუ  “ბოლო გამგეობის სხდომაზე ზურაბ ნოღაიდელს სრული მანდატი მივეცით, რომ არამარტო ოქრუაშვილს (ვისაც უკვე ელაპარაკა), არამედ სხვებსაც ელაპარაკოს ამ გაერთიანებაზე. მაგრამ შედეგები არ ვიცი. ვფოქრობ, რაიმე კონკრეტული შედეგი რომ ყოფილიყო, ალბათ, უკვე შეგვკრებდა,” - აცხადებს მოძრაობის “სამართლიანი საქართველოსთვის” წევრი პეტრე მამრაძე ზურაბ ნოღაიდელისა და ირაკლი ოქრუაშვილის შესაძლო გაერთიანების კომენტირებისას. აუდიო–ინტერვიუ  რესპუბლიკური პარტიის წევრი თინა ხიდაშელი სასექტემბროდ რამე პოლიტიკურ ალიანსში რესპუბლიკური პარტიის გაერთიანებას გამორიცხავს. როგორც თინათინ ხიდაშელი აცხადებს, ახლა პარტიული საქმიანობის პერიოდია და რამე ალიანსში გაწევრიანება მხოლოდ წინასაარჩევნოდაა შესაძლებელი. აუდიო–ინტერვიუ  “ეს ვოიაჟი და ვითომ კრუიზი უცნაურობებით არის აღსავსე. ეჭვი მაქვს, რომ გლობალურ დათბობასა და პოსტ საბჭოთა სივრცეზე იგეგმებოდა დიდი სამეცნიერო კონფერენცია თუ დისკუსია, რომელიც რუსეთს არ აწყობდა. მოსკოვმა მოახდინა ზეწოლა მის მონაწილეებზე და ჩაშალა,” - აცხადებს პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე საქართველოში ყოფილი მსოფლიო ლიდერების სიმპოზიუმის ჩაშლის კომენტირებისას.
(22.07.2010)
(25.05.2010)
(19.05.2010)
(17.05.2010)
(16.05.2010)
(03.05.2010) ვინ შეიძლება ყოფილიყო შშს-ს ის მაღალჩინოსანი, რომელიც, ავსტრიის პოლიციის მონაცემებით, სახელმწიფო გადატრიალებას გეგმავდა? გამოკითხვის დასრულება 03.07.2010
| კახა თარგამაძე(25.758%) |
| ირაკლი კოდუა(27.273%) | | ვიღაც სხვა(3.03%) | | არავინ, ავსტრიის პოლიცია შეცდა(25.758%) | | მიჭირს პასუხის გაცემა(18.182%) | რა მოტივებით ხელმძღვანელობდა ხელისუფლება გორის ცენტრიდან სტალინის ძეგლის აღებისას? გამოკითხვის დასრულება 03.07.2010
| ისტორიული სამართლიანობის აღდგენა(24.138%) |
| სტალინის ისტორიული როლის დაკნინება(20.69%) | | პასუხი ქუთაისში აფეთქებული მემორიალის სანაცვლოდ მოსკოვში ახალი მემორიალის აშენებაზე(3.448%) | | საერთოდ უყვარს ყველაფრის ნგრევა(46.552%) | | მიჭირს პასუხის გაცემა(5.172%) | რითია გამოწვეული ბოლოდროინდელი გადაჯგუფებები ოზოპიციაში? გამოკითხვის დასრულება 20.06.2010
| პროდასავლური ძალების დასუსტებით(9.302%) |
| პრორუსული ძალების გაძლიერებით(23.256%) | | ორივეთი ერთად(20.93%) | | ჩვეულებივი პოლოტიკური პროცესია(44.186%) | | მიჭირს პასუხის გაცემა(2.326%) | როგორ ფიქრობთ, მოსალოდნელია თუ არა ფასების შემდგომი ზრდა? გამოკითხვის დასრულება 20.06.2010
| დიახ, ფასები გაიზრდება(86.957%) |
| შენარჩუნდება იგივე დონეზე(8.696%) | | არა, შემცირდება(2.174%) | | მიჭირს პასუხის გაცემა(2.174%) | როგორ ფიქრობთ, კიდევ გაუფასურდება თუ არა ლარი? გამოკითხვის დასრულება 13.06.2010
| არსებული კურსი შენარჩუნდება(11.613%) |
| ლარი მკვეთრად გაუფასურდება(24.516%) | | თანდათანობით გაუფასურდება(45.806%) | | გამყარდება(7.742%) | | მიჭირს პასუხის გაცემა(10.323%) | როგორი უნდა იყოს ოპოზიციის მოქმედების გეგმა გამოკითხვის დასრულება 13.06.2010
| დაელოდოს 2012 წლის არჩევნებს(22.436%) |
| გამართოს კონსულტაციები საარჩევნო გარემოს შემდგომი გაუმჯობესებისათვის(38.462%) | | გამართოს აქციები ვადანდელი არჩევნების დანიშვნისათვის(36.538%) | | მიჭირს პასუხის გაცემა(2.564%) | რას ელოდებით ახალი საკრებულოსა და მერისაგან? გამოკითხვის დასრულება 06.06.2010
| სოციალური საკითხების გადაჭრას(12.676%) |
| ქალაქის კეთილმოწყობას(12.676%) | | უმეშებრობის შემცირებას(5.634%) | | მიწისძვრით დაზარალებულთა დახმარებას(0%) | | კარგ არაფერს ველოდები(69.014%) | რამდენად შეესაბამებოდა არჩევნების შედეგები ამომრჩეველთა ნებას? გამოკითხვის დასრულება 06.06.2010
| შეესაბამება(17.949%) |
| უფრო სეესაბამება(6.41%) | | უფრო არ შეესაბამება(6.41%) | | არ შეესაბამება(66.667%) | | მიჭირს პასუხის გაცემა(2.564%) |
|