სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    გამობეჭდეგაუგზავნე მეგობარსაზერბაიჯანმა რუსეთისაგან მრისხანე იარაღი შეიძინა(29.07.2010)
    რენიუსი

    აზერბაიჯანი რუსეთისაგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს "სი 300"-ის ორ კომპლექტაციას შეისყიდის - კონტრაქტი აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროსა და რუსულ "როსობორონექსპორტს" შორის ჯერ კიდევ შარშან გაფორმდა და მისი შესრულება უახლოეს 2 წელიწადშია დაგეგმილი.

     

    ექსპერტების აზრით ეს არის ყველაზე ძვირფასი და თანამედროვე იარაღი, რომელიც კი რომელიმე პოსტსაბჭოურ ქვეყანას შეუძენია. აზერბაიჯანმა ამ მრისხანე იარაღში 300 მილიონი დოლარი გადაიხადა.

    გამობეჭდეგაუგზავნე მეგობარსსომხურმა არმიამ აზერბაიჯანს ცეცხლი გაუხსნა(29.07.2010)
    რენიუსი

    სომხურმა არმიამ აზერბაიჯანულ პოზიციებს ცეცხლი გაუხსნა - ავტომატური იარაღიდან და ტყვიამფრქვევებიდან ისროდნენ ნოემბერიანსკის რაიონის სოფელ ვოსკეპარიდან, რომელიც სომხეთის ტერიტორიაზე მდებარეობს, სოფელ აშაგი ასკიპარას მიმართულებით, რომელიც გაზაღსკის რაიონში მდებარეობს აზერბაიჯანის ტერიტორიაზე.

     

    აზერბაიჯანულმა არმიამ გახსნა საპასუხო ცეცხლი, რის შედეგადაც ბრძოლა შეწყდა. ამის შესახებ ინფორმაცია აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

    გამობეჭდეგაუგზავნე მეგობარსაშშ-ში მორიგი რუსი ჯაშუში დააკავეს(28.07.2010)
    ინტერპრესნიუსი

    აშშ-ში მორიგი რუსი ჯაშუში დააკავეს. ნიუ-იორკის აეროპორტში ახალგაზრდა რუსი გოგონა დააკავეს, რომელსაც ქვეყნიდან სამხედრო მოწყობილობა გაქონდა . The New York Post– ის ცნობით, აშშ-ს მოქალაქე ანა ფერმენოვა რუსეთში ღამის ხედვის მოწყობილობის გატანის მცდელობისთვის დააკავეს.

    24 წლის ჯაშუში ნიუ-იორკის ჯონ კენედის სახელობის აეროპორტში 15 ივლისს დაუკავებიათ. მოწყობილობა, რომლის გატანასაც ჯაშუში ამერიკიდან ცდილობდა, აშშ-ს შეიარაღების ნუსხაში შედის. იმისათვის, რომ ასეთი მოწყობილობა ქვეყნიდან გავიდეს საჭიროა სახელმწიფო დეპარტამენტის განსაკუთრებული ნებართვა, რომელიც ფერმენოვას არ ჰქონდა.

     გაზეთის ინფორმაციით, მარტში ფერმენოვა მოსკოვის რეისზე ჩაჯდომისას დააკავეს და შაშხანაზე დასამაგრებელი 15 ათას დოლარიანი ღამის ხედვის სამი მოწყობილობა აღმოუჩინეს, რომელიც, ფერმენოვას მტკიცებით, ინტერნეტით შეიძინა. გაზეთის ინფორმაციით, მაშინ სამივე მოწყობილობა ამოღებულ იქნა, ხოლო განათლებით კოსმეტოლოგი გოგონა, რომელიც ინგლისური ენის მასწავლებლად მუშაობდა, პირობით გაათავისუფლეს.

    პირობის თანახმად, ფერმენოვას აშშ-ში შემოსვლის შემთხვევაში დააკავებდნენ. ოთხი თვის შემდეგ ფერმენოვა მაინც დაბრუნდა აშშ-ში, სადაც დაცვის ქვეშ აიყვანეს. ამ დროისთვის რუსი ჯაშუში დალასთან ახლოს შინა პატიმრობაში იმყოფება. მას პასპორტი ჩამოართვეს. თვის ბოლოსთვის კი ნიუ-იორკში ჩაიყვანენ, სადაც სასამართლო პროცესი ელის.

    ფერმენოვას ბრალი ედება "აშშ-დან სამხედრო მოწყობილობის შეგნებულ და მიზანმიმართულ გატანაში". გარდა ამისა, ბრადლების დოკუმენტში ნათქვამია, რომ რუსმა გოგონამ აღიარა, რომ სამხედრო მოწყობილობაზე სერიული ნომერი და სხვა ამოსაცნობი ნიშნები წაშალა. დაკავებულის ადვოკატის მტკიცებით, ფერმენოვას ღამის ხედვის მოწყობილობა მეუღლისთვის უნდა ეჩუქებინა, რომელსაც მისი გამოყენება ნადირობის დროს სურდა.

    გამობეჭდეგაუგზავნე მეგობარსჩეხეთის სპეცსამსახურებმა რუსი ჯაშუში გამოაშკარავეს(27.07.2010)
    მედიანიუსი

    ჩეხეთიდან რუსეთის სპეცსამსახურების აგენტი გაიქცა მას შემდეგ, რაც ის ადგილობრივმა სპეცსამსახურებმა გამოაშკარავეს.

    ჩეხური მედიის ცნობით, ჯაშუშია ვინმე რობერტ რ-ია, რომელიც ჩეხეთის მოქალაქეა, მისი ერთ-ერთი მშობელი კი, ეთნიკურად რუსია. მას ჩეხეთში ამერიკული რადარის განთავსების დეტალების აინტერესებდა, თუმცა, მას შემდეგ, რაც აშშ-მა უარი თქვა აღმოსავლეთ ევროპაში რაკეტსაწინააღმდეგო სისტემების დამონტაჟებაზე, რობერტ. რ. ჩეხეთის არმიის შეიარაღებით და ერთ-ერთი ატომური ელექტროსადგურის მშენებლობით დაინტერესდა.

    ჩეხეთის სპეცსამსახურები რუსეთის ჯაშუშს 5 წლის განმავლობაში უთვალთვალებდნენ. მისი ინფორმატორი ჩეხეთის არმიაში მომსახურე ერთ-ერთი ქალი იყო, რომელსაც მაიორის წოდება ჰქონდა.

    გამობეჭდეგაუგზავნე მეგობარსიტალიელები ბერლუსკონის მედვედევთან ფოტოს გადაღებისთვის აკრიტიკებენ(27.07.2010)
    ინტერპრესნიუსი

    იტალიის საზოგადოება ქვეყნის პრემიერ მინისტრ სილვიო ბერლუსკონის დიმიტრი მედვედევთან ერთად ლეონარდო და ვინჩის "საიდუმლო სერობის" ფონზე ფოტოს გადაღებისათვის აკრიტიკებს. ამის შესახებ "დეილი მეილი" იუწყება.

    ხელოვნების ექსპერტების განცხადებით, ფოტოგადაღებისას განათების გამოყენებამ, შესაძლოა, ხელოვნების ნიმუშს სერიოზული ზიანი მიაყენოს.

    იტალიელი დეპუტატი დავიდ კორიტორე მომხდარს სამწუხარო ინცინდენტს უწოდებს და აცხადებს, რომ ეს ფაქტი მოწმობს იმას, რომ ქვეყნების ლიდერებს შეუძლიათ ის გააკეთონ რაც სურთ.

    როგორც მილანის სამხატვრო ღირებულებების მეთვალყურემ, ალბერტო არტიოლიმ განაცხადა, რუსეთისა და იტალიის ლიდერებისთვის ფოტოს გადაღების ნებართვა პირადად მან გასცა.

    "ეს ჩემი პასუხისმგებლობა და ჩემი გადაწყვეტილებაა და ამაში ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ", - განაცხადა არტიოლიმ. მისივე თქმით,

    განათებას ხელოვნების ნიმუშების დაზიანება მართლაც შეუძლია, მაგრამ ამ შემთხვევაში გადაღება სულ რამდენიმე წამს გაგრძელდა. ფოტო 23 ივლისს, რუსეთის პრეზიდენტის მილანში ვიზიტისას გადაიღეს.

    გამობეჭდეგაუგზავნე მეგობარსრუსეთი ირანისთვის ახალი სანქციების დაწესებას აკრიტიკებს(27.07.2010)
    ინტერპრესნიუსი

    ირანისთვის სანქციების დაწესების პრაქტიკა რუსეთისთვის მიუღებელია . ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ანდრეი ნესტერენკომ განაცხადა.

    "ჩვენ უკვე არაერთხელ აღვნიშნეთ, რომ ცალმხრივი თუ კოლექტიური ზომების გამოყენების პრაქტიკა ირანის მისამართით ჩვენთვის მიუღებელია. სანქციების პაკეტი კი, რომელსაც ევროკავშირი დათანხმდა, ბირთვული გაუვრცელებლობის საკითხს არათუ მოაგვარებს, არამედ პირიქით, ამ პრობლემის სწრაფი პოლიტიკურ-დიპლომატიური გადაწყვეტა შეუძლებელი გახდება. ეს ჩვენთვის ნათელია", - განაცხადა ნესტერენკომ.

    გამობეჭდეგაუგზავნე მეგობარსევროკავშირმა ირანს სანქციები დაუწესა(26.07.2010)
    ინტერპრესნიუსი

    ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა ირანს ახალი, ეკონომიკური სანქციები დაუწესეს , რომლებიც ძალაში ევროკავშირის ოფიციალურ გაზეთში გამოქვეყნებიდან რამდენიმე კვირაში შევა. ამის შესახებ სააგენტო "ასოშეიტედ პრესი" იუწყება.

    სანქციები კრძალავს თანამშრომლობას თეირანთან იმ სფეროებში, რომლებიც, შესაძლოა, ირანის ბირთვული პროგრამისთვის იყოს გამოყენებული. ასევე, ევროკავშირმა კომპანიებს ირანისთვის ახალი ტექნოლოგიებით დახმარება და იქ ინვესტიციების ჩადება აუკრძალა. გარდა ამისა, ირანის სატვირთო საჰაერო-საზღვაო კომპანიებს ევროკავშირის ტერიტორიაზე მოქმედება ეკრძალებათ. მედიამ დილიდან ირანის პრეზიდენტის მიმართვაც გაავრცელა.

    მაჰმუდ ახმადინეჯადმა ევროკავშირს ირანის წინააღმდეგ სანქციების დაწესებაზე უარის თქმისკენ მოუწოდა და გააფრთხილა, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში `ინანებს~. რამდენიმე თვის წინ ირანს სანქციები აშშ-მ დაუწესა. ამერიკა და მისი მოკავშირეები თეირანს ბირთვული იარაღის შექმნის მცდელობაში ადანაშაულებენ. ირანი კი ირწმუნება, რომ ბირთვული პროგრამა წმინდად მშვიდობიან მიზნებს ემსახურება.


    Copyright © 2006-2010 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter