 "ლესთერ თაიგერზმა" ინგლისის "გინესის" პრემიერლიგა მოიგო(31.05.2010)რეზონანსი ინგლისის "გინესის" პრემიერლიგის დრამატულ ფინალში "ლესთერ თაიგერზმმა" "სარასენსს" მოუგო 33:27. ლონდონის "თვიქენემზე" დასასრულამდე 3 წუთით ადრე შეცვლაზე შემოსული დენ ჰიპკისის გადამწყვეტი ლელოთი "ვეფხვებმა" ისტორიაში მე-9 ტიტული ჩაიხუტეს. |  "სუპერ 14"-ის ჩემპიონი სამხრეთ აფრიკული "ბულზი" გახდა(31.05.2010)რეზონანსი სამხრეთაფრიკული "ბულზი" "სუპერ 14"-ის ჩემპიონია - სოვეტოს "ორლანდო სთედიუმზე" გამართულ ფინალში "ხარებმა" ასევე სამხრეთ აფრიკულ "შთორმერზსს" 25:17 მოუგეს და ისტორიაში მესამედ ჩაიბარეს ტიტული. "ბულზის" ერთადერთი ლელო გარემარბმა ჰოუგაარდმა დადო და "შთორთერზის" რაზმში თავი გამოიჩინეს ბრაიან ჰაბანამ და რიკი ჯენუარიმ. |  ყენიამ მორიგი ოპერაცია გაიკეთა(15.05.2010)რეზონანსი გელზენკირხენის "შალკეს" ქართველი ნახევარმცველი ლევან ყენია მიმდინარე სეზონში ტრავმებმა გაამწარეს. 19 წლის ფეხბურთელს შარშან ნოემბრის შემდეგ არ უთამაშია. წესით, ყენიას მარტის ბოლოს უნდა დაეწყო სრულად ვარჯიში, თუმცა კოჭი მაინც აწუხებდა და მორიგი ქირურგიული ჩარევა დასჭირდა.
ეს იოლი ოპერაცია იყო და მცირე ქირურგიული ჩარევაც საკმარისი აღმოჩნდა. ყენია ვარჯიშს დაახლოებით ორ კვირაში შეძლებს. ახალგაზრდა ფეხბურთელ სმორიგი სანაკრებო თამაში 25 მაისს კამერუნთან გაუცდება, ხოლო 30 მაისს ახალგაზრდულ ნაკრებს ვერ დაეხმარება შვეიცარიასთან. |  სირაძე თბილისში იმკურნალებს(15.05.2010)რეზონანსი ნალჩიკის "სპარტაკის" ქართველი ფორვარდი დავით სირაძე თბილისში წამოვიდა. ორი ტურის წინ სირაძემ სანკტ-პეტერბურგის "ზენიტთან" მხარი დაიზიანა და შესაცვლელი გახდა. მას შემდეგ ქართველ თავდამსხმელს ნალჩიკელთა გუნდში არ უვარჯიშია და შესაბამისად პრემიერლიგის მორიგი მატჩი "ლოკომოტივთან" გამოტოვა.
რუსული გამომცემლობის ცნობით, სირაძე სამკურნალოდ თბილისში წამოვიდა. ითამაშებს თუ არა დათო 25 მაისს კამერუნის წინააღმდეგ, ჯერჯერობით უცნობია. |  29 წლის შემდეგ "დინამომ" კვლავ მოიგო(15.05.2010)რეზონანსი 29 წელი გავიდა ქართული ფეხბურთის უდიდესი გამარჯვებიდან - 1981 წლის 13 მაისს თბილისის "დინამომ" დიუსსელდოფში იენას "კარლცაისი" დაამარცხა და თასების თასი აღმართა.
ამ თარიღთან დაკავშირებით, რუსთავში "ფოლადის" სტადიონზე ვეტერანი "დინამოელები" ერევნის "არარატის" ვეტერან მოთამაშეებს შეხვდნენ და 5:3 სძლიეს.
მინდორზე იყვნენ იმ დროინდელი "დინამოს" კაპიტანი ალექსანდრე ჩივაძე, მეკარე ოთარ გაბელია. თენგიზ სულაქველიძე, რამაზ შენგელია. "კარლ ცაისთან" ოქროს გოლის ავტორს ვლადიმერ გუცაევს მატჩში მონაწილეობა არ მიუღია - ის თამაშს ტრიბუნიდან ადევნებდა თვალს. |  სპორტული ჟურნალისტი ბაჩო სვანიძე გარდაიცვალა(15.05.2010)რეზონანსი ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა "ალია ჰოლდინგის" სპორტული ჟურნალისტი ბაჩო სვანიძე. ბაჩო სვანიძე პანკრიასით იყო დაავადებული და საკმაოდ დიდი ხანი მოუწია ამ ავადმყოფობასთან ბრძოლა, თუმცა ამაოდ... იგი საავადმყოფოში გუშინ დილით გარდაიცვალა. სვანიძეს მეუღლე და ორი შვილი დარჩა.
გაზეთი "რეზონანსი" ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ბაჩო სვანიძის გარდაცვალების გამო და ოჯახსა და კოლეგებს სამძიმარს უცხადებს. |  პუტინმა ქართველ ძიუდოისტებს ევროპის ჩემპიონატში გამარჯვება მიულოცა(26.04.2010)ინტერპრესნიუსი რუსეთის პრემიერმა ვლადიმერ პუტინმა ქართველ ძიუდოისტებს ევროპის ჩემპიონატში გამარჯვება მიულოცა. ამის შესახებ საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტმა დილარ ხაბულიანმა განაცხადა.
"ჯოლდოების გადაცემისას პუტინმა საქართველოს ჰიმნი ფეხზე დამდგარმა მოისმინა და შემდეგ გამარჯვება მოგვილოცა", - განაცხადა ხაბულიანმა.
საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარის გია ნაცვლიშვილის განცხადებით, რუსეთის ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე ქართველი სპორტსმენების დამარცხების იმედი ჰქონდა. პუტინი ვენაში საგანგებოდ მათ მხარდასაჭერად ჩავიდა. პრემიერმა თან ნაკრების ფორმაში ჩაცმული 150 ბავშვი და ნაკრების ძველი მწვრთნელიც ჩაიყვანა.
"გუნდები ისე იყო განთესილი, რომ რუსეთის და ჩვენი ნაკრებები ერთმანეთს უნდა შეხვედროდნენ, მაგრამ რუსი სპორტსმენები მანამდე გამოეთიშნენ ჩემპიონატს", - განაცხადა ნაცვლიშვილმა |
|
|
მთავარი გვერდის პერსონალიზაცია
აუდიო–ინტერვიუ  როგორც სამხედრო ექსპერტი ირაკლი სესიაშვილი აცხადებს, ნატოს მუდმივი წარმომადგენლობის გახსნა საქართველოში ნატოში შესვლიათვის გასაღები ვერ იქნება. თუმცა ექსპერტის განმარტებით, ასეთი ურთიერთობა იმის იმედს იძლევა, რომ ნატო უფრო მეტად დაკავდება საქართველოს პრობლემებით - განსაკუთრებით შიდა რეფორმებით, რომელიც დემოკრატიისათვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. აუდიო–ინტერვიუ  “დღეს დასავლეთი ცდილობს რაც შეიძლება შეამციროს კონფრონტაციული ინტონაცია რუსეთთან ურთიერთობაში, რაც შეიძლება მეტ დარღვევაზე თქვას, რომ “ეს არაფერია”, რათა დაძაბულობის ტალღა ხელახლა არ წამოვიდეს საერთაშორისო ურთიერთობებში,”- აცხადებს პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე ბერნარ კუშნერის განცხადების კომენტირებისას. აუდიო–ინტერვიუ  “ბოლო გამგეობის სხდომაზე ზურაბ ნოღაიდელს სრული მანდატი მივეცით, რომ არამარტო ოქრუაშვილს (ვისაც უკვე ელაპარაკა), არამედ სხვებსაც ელაპარაკოს ამ გაერთიანებაზე. მაგრამ შედეგები არ ვიცი. ვფოქრობ, რაიმე კონკრეტული შედეგი რომ ყოფილიყო, ალბათ, უკვე შეგვკრებდა,” - აცხადებს მოძრაობის “სამართლიანი საქართველოსთვის” წევრი პეტრე მამრაძე ზურაბ ნოღაიდელისა და ირაკლი ოქრუაშვილის შესაძლო გაერთიანების კომენტირებისას.
(22.07.2010)
(25.05.2010)
(19.05.2010)
(17.05.2010)
(16.05.2010)
(03.05.2010) ვინ შეიძლება ყოფილიყო შშს-ს ის მაღალჩინოსანი, რომელიც, ავსტრიის პოლიციის მონაცემებით, სახელმწიფო გადატრიალებას გეგმავდა? გამოკითხვის დასრულება 03.07.2010
| კახა თარგამაძე(25.758%) |
| ირაკლი კოდუა(27.273%) | | ვიღაც სხვა(3.03%) | | არავინ, ავსტრიის პოლიცია შეცდა(25.758%) | | მიჭირს პასუხის გაცემა(18.182%) | რა მოტივებით ხელმძღვანელობდა ხელისუფლება გორის ცენტრიდან სტალინის ძეგლის აღებისას? გამოკითხვის დასრულება 03.07.2010
| ისტორიული სამართლიანობის აღდგენა(24.138%) |
| სტალინის ისტორიული როლის დაკნინება(20.69%) | | პასუხი ქუთაისში აფეთქებული მემორიალის სანაცვლოდ მოსკოვში ახალი მემორიალის აშენებაზე(3.448%) | | საერთოდ უყვარს ყველაფრის ნგრევა(46.552%) | | მიჭირს პასუხის გაცემა(5.172%) | რითია გამოწვეული ბოლოდროინდელი გადაჯგუფებები ოზოპიციაში? გამოკითხვის დასრულება 20.06.2010
| პროდასავლური ძალების დასუსტებით(9.302%) |
| პრორუსული ძალების გაძლიერებით(23.256%) | | ორივეთი ერთად(20.93%) | | ჩვეულებივი პოლოტიკური პროცესია(44.186%) | | მიჭირს პასუხის გაცემა(2.326%) | როგორ ფიქრობთ, მოსალოდნელია თუ არა ფასების შემდგომი ზრდა? გამოკითხვის დასრულება 20.06.2010
| დიახ, ფასები გაიზრდება(86.957%) |
| შენარჩუნდება იგივე დონეზე(8.696%) | | არა, შემცირდება(2.174%) | | მიჭირს პასუხის გაცემა(2.174%) | როგორ ფიქრობთ, კიდევ გაუფასურდება თუ არა ლარი? გამოკითხვის დასრულება 13.06.2010
| არსებული კურსი შენარჩუნდება(11.613%) |
| ლარი მკვეთრად გაუფასურდება(24.516%) | | თანდათანობით გაუფასურდება(45.806%) | | გამყარდება(7.742%) | | მიჭირს პასუხის გაცემა(10.323%) | როგორი უნდა იყოს ოპოზიციის მოქმედების გეგმა გამოკითხვის დასრულება 13.06.2010
| დაელოდოს 2012 წლის არჩევნებს(22.436%) |
| გამართოს კონსულტაციები საარჩევნო გარემოს შემდგომი გაუმჯობესებისათვის(38.462%) | | გამართოს აქციები ვადანდელი არჩევნების დანიშვნისათვის(36.538%) | | მიჭირს პასუხის გაცემა(2.564%) | რას ელოდებით ახალი საკრებულოსა და მერისაგან? გამოკითხვის დასრულება 06.06.2010
| სოციალური საკითხების გადაჭრას(12.676%) |
| ქალაქის კეთილმოწყობას(12.676%) | | უმეშებრობის შემცირებას(5.634%) | | მიწისძვრით დაზარალებულთა დახმარებას(0%) | | კარგ არაფერს ველოდები(69.014%) | რამდენად შეესაბამებოდა არჩევნების შედეგები ამომრჩეველთა ნებას? გამოკითხვის დასრულება 06.06.2010
| შეესაბამება(17.949%) |
| უფრო სეესაბამება(6.41%) | | უფრო არ შეესაბამება(6.41%) | | არ შეესაბამება(66.667%) | | მიჭირს პასუხის გაცემა(2.564%) |
|