სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    გამობეჭდეგაუგზავნე მეგობარსგურამ გუგენიშვილმა ფინალში რუსი ათლეტი დაამარცხა და მოსკოვში დასავლეთ ევროპის ჩემპიონი გახდა(23.07.2010)
    ჯი-ეიჩ-ენი
    მოსკოვში, M-1 ვერსიით გამართულ უნივერსალური ორთაბრძოელების ევროპის ჩემპიონატზე, ქართველი მებრძოლი, გურამ გუგენიშვილი დასავლეთ ევროპის ჩემპიონი გახდა. 24 წლის გურამ გუგენიშვილი ზემძიმე წონაში (93 კილოგრამზე ზევით) ასპარეზობდა და ფინალში რუსი, ალექსანდრ რომაშენკო პირველივე რაუნდში, ანგარიშით 5-0 დაამარცხა. ცნობისათვის, 195 სანტიმეტრის სიმაღლის, ქართველი ათლეტი, გურამ გუგენიშვილი 110 კილოგრამს იწონის და თავისუფალი სტილით მოჭიდავეა.
    გამობეჭდეგაუგზავნე მეგობარს"მაგნერსის" ლიგის ჩემპიონი უელსური "ოსფრისი" გახდა(31.05.2010)
    რეზონანსი
    "მაგნერსის" (ირლანდიის, შოტლანდიის და უელსის კლუბების ლიგა) ლიგის ფინალში ირლანდიის დაბლინის "როიალ დაბლინ სთედიუმზე" უელსურმა "ოსფრისმა" ირლანდიურ "ლენსთერს" 17:12 მოუგო.
    გამობეჭდეგაუგზავნე მეგობარს"ლესთერ თაიგერზმა" ინგლისის "გინესის" პრემიერლიგა მოიგო(31.05.2010)
    რეზონანსი
    ინგლისის "გინესის" პრემიერლიგის დრამატულ ფინალში "ლესთერ თაიგერზმმა" "სარასენსს" მოუგო 33:27. ლონდონის "თვიქენემზე" დასასრულამდე 3 წუთით ადრე შეცვლაზე შემოსული დენ ჰიპკისის გადამწყვეტი ლელოთი "ვეფხვებმა" ისტორიაში მე-9 ტიტული ჩაიხუტეს.
    გამობეჭდეგაუგზავნე მეგობარს"სუპერ 14"-ის ჩემპიონი სამხრეთ აფრიკული "ბულზი" გახდა(31.05.2010)
    რეზონანსი
    სამხრეთაფრიკული "ბულზი" "სუპერ 14"-ის ჩემპიონია - სოვეტოს "ორლანდო სთედიუმზე" გამართულ ფინალში "ხარებმა" ასევე სამხრეთ აფრიკულ "შთორმერზსს" 25:17 მოუგეს და ისტორიაში მესამედ ჩაიბარეს ტიტული. "ბულზის" ერთადერთი ლელო გარემარბმა ჰოუგაარდმა დადო და "შთორთერზის" რაზმში თავი გამოიჩინეს ბრაიან ჰაბანამ და რიკი ჯენუარიმ.
    გამობეჭდეგაუგზავნე მეგობარსყენიამ მორიგი ოპერაცია გაიკეთა(15.05.2010)
    რეზონანსი
    გელზენკირხენის "შალკეს" ქართველი ნახევარმცველი ლევან ყენია მიმდინარე სეზონში ტრავმებმა გაამწარეს. 19 წლის ფეხბურთელს შარშან ნოემბრის შემდეგ არ უთამაშია. წესით, ყენიას მარტის ბოლოს უნდა დაეწყო სრულად ვარჯიში, თუმცა კოჭი მაინც აწუხებდა და მორიგი ქირურგიული ჩარევა დასჭირდა. ეს იოლი ოპერაცია იყო და მცირე ქირურგიული ჩარევაც საკმარისი აღმოჩნდა. ყენია ვარჯიშს დაახლოებით ორ კვირაში შეძლებს. ახალგაზრდა ფეხბურთელ სმორიგი სანაკრებო თამაში 25 მაისს კამერუნთან გაუცდება, ხოლო 30 მაისს ახალგაზრდულ ნაკრებს ვერ დაეხმარება შვეიცარიასთან.
    გამობეჭდეგაუგზავნე მეგობარსსირაძე თბილისში იმკურნალებს(15.05.2010)
    რეზონანსი
    ნალჩიკის "სპარტაკის" ქართველი ფორვარდი დავით სირაძე თბილისში წამოვიდა. ორი ტურის წინ სირაძემ სანკტ-პეტერბურგის "ზენიტთან" მხარი დაიზიანა და შესაცვლელი გახდა. მას შემდეგ ქართველ თავდამსხმელს ნალჩიკელთა გუნდში არ უვარჯიშია და შესაბამისად პრემიერლიგის მორიგი მატჩი "ლოკომოტივთან" გამოტოვა. რუსული გამომცემლობის ცნობით, სირაძე სამკურნალოდ თბილისში წამოვიდა. ითამაშებს თუ არა დათო 25 მაისს კამერუნის წინააღმდეგ, ჯერჯერობით უცნობია.
    გამობეჭდეგაუგზავნე მეგობარს29 წლის შემდეგ "დინამომ" კვლავ მოიგო(15.05.2010)
    რეზონანსი
    29 წელი გავიდა ქართული ფეხბურთის უდიდესი გამარჯვებიდან - 1981 წლის 13 მაისს თბილისის "დინამომ" დიუსსელდოფში იენას "კარლცაისი" დაამარცხა და თასების თასი აღმართა. ამ თარიღთან დაკავშირებით, რუსთავში "ფოლადის" სტადიონზე ვეტერანი "დინამოელები" ერევნის "არარატის" ვეტერან მოთამაშეებს შეხვდნენ და 5:3 სძლიეს. მინდორზე იყვნენ იმ დროინდელი "დინამოს" კაპიტანი ალექსანდრე ჩივაძე, მეკარე ოთარ გაბელია. თენგიზ სულაქველიძე, რამაზ შენგელია. "კარლ ცაისთან" ოქროს გოლის ავტორს ვლადიმერ გუცაევს მატჩში მონაწილეობა არ მიუღია - ის თამაშს ტრიბუნიდან ადევნებდა თვალს.

    Copyright © 2006-2010 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter