სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    გვანცა წულაია
    12.04.2017

    გუშინ საკონსტიტუციო კომისიის სხდომაზე პარლამენტის ადგილმდებარეობის განსაზღვრაზე იმსჯელეს. დეპუტატებმა ის საკითხი განიხილეს, რომლის მიხედვითაც კონსტიტუციაში პარლამენტის ადგილმდებარეობასთან დაკავშირებით ჩანაწერი საერთოდ არ უნდა იყოს. ამ ცვლილების მიხედვით, კონსტიტუციიდან იმ ჩანაწერს ამოიღებენ, სადაც პარლამენტის ადგილმდებარეობად ქუთაისია განსაზღვრული.

    საჭიროა თუ არა პარლამენტის თბილისში დაბრუნება? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების წარმომადგენლებს მიმართა.

     ქეთი ბექაური იურისტი):  ბევრი მიზეზის გამო, მგონი უნდა დაბრუნდეს. მთავარი მიზეზი ბიუჯეტის ხარჯებია. ერთი ვიცი, რომ ეს გარკვულწილად მთელ რიგ სირთულეებთანაა დაკავშირებული. პარლამენტის თბილისში დაბრუნება არაფრით არ დააკნინებს ქუთაისის მნიშვნელოვან სტრატეგიულ როლს. ქუთაისის პარლამენტის შენობა კეთილშობილური მიზნებისთვის იქნას გამოყენებული. მთავრობასა და საკანონმდებლო ორგანოს შორის დიდი დინსტანცია არ უნდა იყოს. ამიტომ ორივე მათგანის ადგილი დედაქალაქშია. ის ხარჯები, რომელიც პარლამენტარების ქუთაისში შესანახად და დეპუტატების დასაბინავებლად იხარჯება, სჯობს, სოციალური პრობლემებისთვის იქნას გამოყენებული.

     გოგი თორაძე (რეჟისორი):  პარლამენტი სადაც არ უნდა იყოს, ერთი და იგივე შედეგი იქნება. ძალიან ბევრს ვმოგზაურობ და პარლამენტი ყველგან დედაქალაქშია. ალბათ, თბილისში უფრო მისაღებია, რადგან დანარჩენი სამინისტროები აქ არის. ასევე კომუნიკაციისა და ოპერატიულობისთვის თბილისი უფრო მისაღებია.

     

     

     

     ლელა ოჩიაური (კინომცოდნე): არავითარ შემთხვევაში. იმ იდეას ვუჭერ მხარს, რომ საქართველოში თბილისი ერთადერთი ცოცხალი ქალაქი არ იყოს. თეატრის გამო ხშირად მიწევდა ქუთაისში ყოფნა და ვხედავდი, როგორი ცოცხალი ცხოვრება იყო. ქუთაისში პარლამენტის ყოფნით შეიქმნა ბევრი რამ იმისთვის, რომ რამდენიმე ადამიანს შემოსავლის მცირე სახის წყარო ჰქონდეს. მესმის იმ დეპუტატების, რომელთაც უნდათ, რომ პარლამენტი თბილისში იყოს. სხვა ქალაქში ცხოვრება, როდესაც ოჯახი თბილისში გყავს, არ არის იოლი ისევე, როგორც დეპუტატობა. ამიტომ, თუ უნდათ, რომ დეპუტატები იყვნენ, პირადი კომფორტის გარდა სხვა პირობებიც შეითავსონ.

     

     ლადო ვარდოსანიძე (არქიტექტორ-ურბანისტი): აუცილებელია. ამ უცოდინარებმა, დედაქალაქის განმარტება რა არის, წაიკითხონ. ესაა: პარლამენტი, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლება, ასევე დიპლომატიური კოპრუსი. დედაქალაქი არის თბილისი და პარლამენტი ქუთაისში არ უნდა იყოს. არსებობს გამონაკლისები, სამხრეთი აფრიკა და ჰოლანდია. მიზეზი მათი სიღრმისეული ისტორიაა. ასე რომ, აუცილებელია, პარლამენტი მშობლიურ დედაქალაქს დაუბრუნდეს. გარდა ამისა, დასათვლელია ასევე ხარჯებიც.

     

     ნანა კაკაბაძე (უფლებათადამცველი):  აუცილებელია და ხელისუფლება თავს რატომ იკავებს, არ ვიცი. ჯერ ერთი, წინ და უკან სიარულში უამრავი თანხა იხარჯება. თბილისი პოლიტიკური ცენტრია, ამიტომ პარლამენტი აქ უნდა იყოს.

    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter