სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    გვანცა წულაია
    13.04.2017

    პრეზიდენტის არაპირდაპირი წესით არჩევა საბოლოოდ გადაწყდა, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მისი თქმით, ოპოზიციურ პარტიებს კონკრეტული არგუმენტები არ აქვთ, რატომ უნდა მოხდეს პრეზიდენტის არაპირდაპირი წესით არჩევა, ამიტომ აღნიშნული ცვლილება ძალაში შევა.

    როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ოპოზიციურმა გუნდმა სერიოზული არგუმენტები უნდა მოიყვანოს, რათა მსჯელობა კვლავ განახლდეს.

    "ჩვენ წარმოვადგინეთ ჩვენი არგუმენტები, თუ რატომ უნდა გადავიდეთ პრეზიდენტის არაპირდაპირი წესით არჩევაზე. არაპირდაპირი წესით არჩევას გაცილებით დიდი უპირატესობა აქვს, ვიდრე პირდაპირით, ჩვენმა ოპონენტებმა სერიოზული არგუმენტები ისევ ვერ წარმოადგინეს. თუ წარმოადგენენ მყარ არგუმენტებს, მსჯელობას ისევ განვაგრძობთ, მაგრამ ოპოზიციას სერიოზული არგუმენტები არ აქვს. აქედან გამომდინარე, პირდაპირ გეუბნებით, რომ უნდა გადავიდეთ პრეზიდენტის არაპირდაპირი წესით არჩევაზე", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

    აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით 11 აპრილიდან როგორც სახელმწიფო საკანონმდებლო, ისე სხვა ფორმატებში სერიოზული დისკუსიები გაიმართა, სადაც უპირატესობა პრეზიდენტის არჩევის არაპირდაპირ წესს მიენიჭა.

    მისაღებია თუ არა პრეზიდენტის პირდაპირი არჩევნების გაუქმება? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების წარმომადგენლებს მიმართა.

     თაკო ჩარკვიანი (პუბლიცისტი): "ჩემთვის მიუღებელია. პრეზიდენტი ხალხმა უნდა აირჩიოს. ჩემში ეს პოზიცია ყოველთვის აბსოლუტურად უდრეკი და უცვლელია. საერთოდ, ამ ინსტიტუციის ხელყოფა არ მომწონს. მგონია, რომ ბევრი მოსდით და ყველაფრის ყურება უკვე აუტანელია. როდესაც ქვეყანაში მძიმე სიტუაციაა, რა დროს ამაზე საუბარია."

     

     

     დიმა ჯაიანი (მსახიობი): "მისაღებია. ჩვენ საპრეზიდენტო ქვეყანაში აღარ ვცხოვრობთ, საპარლამენტო ქვეყანაში ვცხოვრობთ. თავიდან ბოლომდე საპარლამენტო რესპუბლიკაზე გადავალთ, სადაც პრეზიდენტს პარლამენტი ირჩევს."

     

     

     

     

     მიხეილ ღანიშაშვილი პოეტი): "ჩემთვის ყოვლად მიუღებელია. პრეზიდენტის პირდაპირი არჩევის წესის გაუქმება უკან გადადგმული ნაბიჯი მგონია."

     

     

     

     

     ირმა სოხაძე (მომღერალი): "ჩემთვის ყოვლად მიუღებელია. როგორც საქართველოს მოქალაქემ, მინდა, ჩემი ქვეყნის ცვლილებებში, თუნდაც ფორმალურად, მონაწილეობა მივიღო."

     

     

     

     

     სერგო ვარდოსანიძე ისტორიკოსი): "თუ ქვეყანა საპარლამენტო რესპუბლიკა და პრეზიდენტი სიმბოლური დატვირთვის უნდა იყოს, მაშინ საყოველთაო წესით აირჩევა თუ არა, არსებითი მნიშვნელობა არ ექნება. მას მხოლოდ სიმბოლური დატვირთა აქვს, აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებაზე პასუხისმგებლობას არ იღებს. თუ ღირსეულ პარლამენტს ავირჩევთ და ნდობას გამოვუცხადებთ, ამ შემთხვევაში მისაღებია, პრეზიდენტი მათ აირჩიონ."

    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter