სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    გვანცა ღვედაშვილი
    08.05.2017

    კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით საყოველთაო სახალხო განხილვა უკვე მეოთხე დღეა, მიმდინარეობს. "ქართული ოცნება" მიმდინარე შეხვედრებს დადებითად აფასებს და მიიჩნევს, რომ ეფექტურია, რასაც კატეგორიულად არ იზიარებენ ოპოზიცია და არასამთავრობოების ნაწილი.

    ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ამ შეხვედრებზე ძირითადად "ქართულო ოცნების" მხარდამჭრები მიდიან და პროცესი სახალხო განხილვას კი არა, პარტიულ კრებას ემსგავსება.

    "კარგად ვხედავთ, რომ რეალურად არ ხდება განხილვა და მობილიზებულია ძირითადად "ქართული ოცნების" გულშემატკივარი. "ევროპული საქართველო" აგრძელებს ხელმოწერების შეგროვებას, რათა დაინიშნოს პლებისციტი და რეალურად მოხდეს ხალხის აზრის გათვალისწინება," - განაცხადა "ევროპული საქართველოს" წევრმა ირაკლი აბესაძემ.

    ასახავს თუ არა საკონსტიტუციო ცვლილებების სახალხო განხილვა საზოგადოებაში არსებულ განწყობას? - ამ კითხვით "მთელმა კვირამ" საზოგადოების წარმომადგენლებს მიმართა.

     თემურ ნანეიშვილი ფიზიოლოგი): "სიმართლე გითხრათ, საბჭოთა მიდგომა მახსენდება. არ მგონია, რომ შესაძლებელი და რეალური იყოს ამ გზით ხალხის მოსაზრებების გაგება."

     

     

     

     

     

     ნანა კაკაბაძე (უფლებადამცველი): "საყოველთაო განწყობას ნამდვილად ვერ განსაზღვრავს, საქართველოს მოსახლეობა არ იცნობს კარგად თავის კონსტიტუციას, მხოლოდ ის საკითხებია ცნობილი, რასაც ტელევიზიები აჩვენებენ.

    "შესაბამისად, არ მგონია, ამ განხილვას სერიოზული მიმართულება მიეცეს. თუმცა არის რამდენიმე საკითხი, რაზეც საზოგადოებას აქვს თავისი აზრი. მაგალითად, ოჯახის განსაზღვრებისა და პრეზიდენტის არჩევის წესთან დაკავშირებით. სხვა საკითხებზე ნაკლებად არიან ინფორმირებული."

     

     სერგო ვარდოსანიძე ისტორიკოსი): "მე ვფიქრობ - არა, რადგან საზოგადოებაში ისეთი თემა, როგორიც კონსტიტუციაა, არ არის პოპულარული და არსებითი. ჩვენი საზოგადოებისთვის, სამწუხაროდ, უფრო აქტუალურია ყოფითი და ყოველდღიური პრობლემები. კონსტიტუციის განხილვის საკითხი არ არის საზოგადოებისთვის ისეთი აქტუალური."

     

     

     ჯემალ ჭკუასელი (ანსამბლ "ერისიონის" ხელმძღვანელი): "მე არ ვარ პოლიტიკოსი და გამიჭირდება პასუხის გაცემა. თუმცა მგონია, რომ ასახავს და სწორად იქცევიან, როცა მოსახლეობას ეკითხებიან აზრს. კონსტიტუციაც და ქვეყანაც ხალხის არის და ნამდვილად უნდა ჰკითხონ და გაითვალისწინონ მოსახლეობის მოსაზრებები."

    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter