სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    გვანცა წულაია
    10.05.2017

    მოსკოვის ყოფილმა მერმა, იური ლუჟკოვმა საქარველოში შემოსვლით ოკუპაციის შესახებ კანონი დაარღვია, თუმცა ამას სამართლებრივი რეაგირება არ მოჰყოლია. ოპოზიცია მთავრობას უმოქმედობაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ ლუჟკოვის წინააღმდეგ სს-ის დევნა უნდა დაწყებულიყო.

    უნდა დამდგარიყო თუ არა ლუჟკოვის სს-ის პასუხისმგებლობის საკითხი? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადეობის წარმომადგენლებს მიმართა.

     გიგა ნასარიძე (ა/ო "საქართველო არ იყიდება"): ჯერ ერთი, საერთოდ არ უნდა შემოეშვათ. თუ რაღაცნაირად მაქინაციებით შემოიპარა, რა თქმა უნდა, სისხლის სამართლის საქმე უნდა აღძრულიყო. ჩვენ გვაქვს შემთხვევა, როდესაც ადამიანი საქართველოს კანონმდებლობას არღვევს, ამას დამატებული, "სამხრეთ ოსეთის" დამოუკიდებლობის სიკეთეზე ცინიკურ განცხადებებს აკეთებს.

     

     

     თაკო ჩარკვიანი (პუბლიცისტი): საერთოდ, სახელმწიფოებრიობა კანონიერების დაცვას მოითხოვს. უკვე პროვოკაციას აქვს ადგილი. იმ გამონათქვამების ფონზე, რაც მას აქვს გაკეთებული, რა თქმა უნდა, სახელმწიფო დონეზე რეაქცია უნდა იყოს. რეაქცია იმის გამო კი არ უნდა გქონდეს, რომ დაიჭირო და ციხეში ჩააყუდო, არამედ სამართლებრივად უნდა აჩვენო, რომ კანონს პატივს სცემ. რაღაც ქმედებით უნდა ასახო კანონის დარღვევა. თუ ჯარით ვერ იცავ, თითო-ოროლა კაცის გადმოსვლისგან ხომ მაინც უნდა დაიცვა.

     

     დიმა ჯაიანი (მსახიობი): მას კანონი დარღვეული აქვს. ამაზე იმ ადამიანებმა იფიქრონ, ვისაც ეს ევალება. ლუჟკოვს საქართველოსთვის ცუდი არაფერი გაუკეთებია, მან ქალაქის ცენტრში, რუსთაველის პროსპექტზე პირველი საშუალო სკოლა თავიდან ააშენა.

     

     

     

     გია ბუღაძე (მხატვარი):  კანონი დარღვეულია. თუ მისი დაჭერა არ მოხდებოდა, რაღაცნაირი რეაგირება მაინც უნდა ყოფილიყო. მაგალითად, საქართველოდან უნდა გაეძევებინათ. მაგრამ გაურკვეველი მთავრობა და ხელისუფლებაა, მისგან კარგს რას უნდა ელოდო?!

     

     

     

     

     ლადო ვარდოსანიძე (არქიტექტორ-ურბანისტი): თუ მან თუნდაც მინიმალურად კანონი დაარღვია, რა თქმა უნდა, სისხლის სამართლის საქმე უნდა აღძრულიყო. თუ (კანონდარღვევიდან) 6-7 წელია გასული, ანუ ვადაგასულია, მაშინ საქმე არ უნდა აღძრულიყო. საერთოდ უნდა მივეჩვიოთ, რომ სიტყვასიტყვით, ასო-ასო, ნებისმიერ ადამიანს, ნებისმიერ დარღვევაზე პასუხი ვაგებინოთ.

    დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
    ჩაწერა სახელი
    sos   (11.05.2017)
    ჯაიანი, რომ არ გამოირჩევა დიდი ჭკუით და პატრიოტიზმით ეს გასაგებია,იმათ კი ვინც ხანდაზმულობაზე აპერირებს მინდა შევახსენო!!ლუშკოვს ნახევარი აფხაზეთი ნაყიდი ააქვს და უკანონოდ ეწევა ბიზნეს, რაც ჩვენი კანონმდებლობით აკრძალულია და არც ხანდაზმულობის ვადა გააჩნია,ასე რომ ვოლსკის სიტყვების გამეორება ან უვიცობაა,ან მლიქვნელობა!!!


    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter