სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    გვანცა წულაია
    01.08.2017

    საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის მოწვევით ჩვენს ქვეყანას გუშინ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი მაიკლ პენსი მეუღლესთან ერთად ეწვია.

    იგი ვიზიტის ფარგლებში, ხელისუფლების პირველ პირებს და რამდენიმე ოპოზიციური პარტიის ლიდერს შეხვდება, კერძოდ, საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს და სწავლება "ღირსეული პარტნიორი 2017" - ის მონაწილე სამხედროებს.

    რაც შეეხება ოპოზიციური პარტიების ლიდერებს, ესენი იქნებიან "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი ნიკა მელია, "ევროპული საქართველოს" ლიდერი დავით ბაქრაძე, "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი შალვა შავგულიძე და "შენების მოძრაობის" ლიდერი დავით უსუფაშვილი.

    რა შედეგს ელით აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ მაიკლ პენსის საქართველოში ვიზიტისგან? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების წარმომადგენლებს მიმართა.

     ქეთი ბექაური  (იურისტი): ვფიქრობ, ისეთი მაღალი წარმომადგენლის ვიზიტი, როგორიც მაიკლ პენსია, საქართველოსთვის სასარგებლო ნამდვილად იქნება. ეს პირდაპირ კავშირშია ჩვენი ქვეყნის მიზანთან, რასაც ევროკავშირში და ნატოს ჩრდილო ატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანება ჰქვია.

    კარგი იქნება, ასეთი შეხვედრები ხშირი იყოს, იმის გათვალისწინებით, ჩვენი ქვეყანა რა მდგომარეობაშიც იმყოფება, ვგულისხმობ რუსეთის მიერ ჩვენი ტერიტორიების 20%-ის ოკუპირებას. მათაც თუ ექნებათ მიწვევები, კარგი იქნება.

     

     

     ირმა სოხაძე (მომღერალი):  კონკრეტულად მაიკლ პენსის ვიზიტისგან არავინ არაფერს არ ელის, მაგრამ საქართველოსთვის ყოველი მაღალჩინოსნის ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანია. მისი ვიზიტის წინა განცხადებებს ყური მოვკარი და ჩვენთვის ძალიან სასარგებლოა.

    ჩვენ რომ მათი პარტნიორი ვართ, ძალიან სასიამოვნო მოსასმენია. მიუხედავად იმისა, რომ ნატოს წევრები არ ვართ, ისინი მიიჩნევენ, რომ ამ კუთხით დიდ ნაბიჯებს ვდგამთ და კარგ აქტივობას ვიჩენთ.

    ამხელა ადამიანი საქართველოში ჩამოსვლისთვის რომ მოიცლის, მგონი, დღეს ჩვენთვის ამაზე საინტერესო და სასიამოვნო არაფერი არ ხდება. ასე, რომ საქართველოს ვულოცავ.

     

     სერგო ვარდოსანიძე (ისტორიკოსი):  ის, რომ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი საქართველოში საგანგებოდ იმ დროს ჩამოდის, როდესაც ნატოს და ჩვენი ქვეყნის ერთობლივი სამხედრო წვრთნები ტარდება, შემთხვევითი არ უნდა იყოს.

    აშშ რჩება საქართველოს მტკიცე მხარდამჭერი, მოკავშირე და ზე სახელმწიფო, რომელიც ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას აღიარებს. ყველაფერი ცნობილია, რაც შეიძლება აშშ-მ დიპლომატიური ხერხებით გააკეთოს, მაგრამ იმის პროგნოზი, პრაქტიკულად პროცესები როგორ წარიმართება, ძალიან რთულია. რეალურად, ვითარება იმაზე რთულია, ვიდრე 2008 წელს იყო, რადგან მცოცავი ოკუპაცია გრძელდება.

    რუსეთთან არანაირი პოლიტიკური დიალოგი არ გვაქვს და ასეთ დროს, ფაქტობრივად, იმის იმედად ვართ, ევროპელები ჩვენს დასაცავად რას გააკეთებენ. ამ ვითარებაში ეს მძლავრი მხარდაჭერაა, მაგრამ რა კონკტერული შედეგები მოჰყვება, გაგება ძალიან ძნელია.

     ნუცა ჯანელიძე (ხელოვნებათმცოდნე):არაფერი შედეგი არ მოჰყვება. მან უბრალოდ ქულა დაიწერა. რუსეთის მხრიდან შეიძლება ცუდი შედეგი მოჰყვეს. ეს ჩვეულებრივი ვიზიტია. ასე ბევრი ჩამოსულა.

    რუსებს ტერიტორიის გადმოწევის მწვანე ბანერი მოაქვთ და ვინ ჩამოვა, სულ კიდიათ. ჩვენ კიდევ ვაგიჟებთ და ვითომ ვეკაიფებით. რეალურად კი, რუსები ჩვენზე უკვე მართლა კაიფობენ.

    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter