სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    გვანცა ღვედაშვილი
    04.08.2017

    საპარლამენტო ფრაქცია "ქართული ოცნება" საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის მიერ "რუსთავი 2"-ისთვის მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში გამოთქმულ განცხადებას პასუხობს.

    ფრაქციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ გიორგი მარგველაშვილმა "ქართული ოცნების" ლიდერებს მორიგი შეურაცხყოფა მიაყენა.

    "გუშინ გიორგი მარგველაშვილმა მორიგი შეურაცხყოფა მიაყენა მმართველი პარტიის ლიდერებს. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ყველას, არ აჰყვნენ მას და არ უპასუხონ მის შეურაცხმყოფელ განცხადებებს," - ნათქვამია ფრაქცია "ქართული ოცნების" მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

    შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტმა "რუსთავი 2"-თან ინტერვიუში აღნიშნა, რომ მმართველი პარტიისთვის ნებისმიერი განსხვავებული აზრი მიუღებელია.

    "პარტია, რომელიც მოიპოვებს უმრავლესობას, მუდმივად ამ პარტიისთვის ნებისმიერი განსხვავებული აზრი არის მიუღებელი, არაგასათვალისწინებელი, დასაცინი," - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

    მიაყენა თუ არა შეურაცხყოფა პრეზიდენტმა მმართველი პარტიის ლიდერებს? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების ცნობილ წევრებს მიმართა.

     ავთო სულაბერიძე (დემოგრაფი):"დიახ, ეს ნამდვილად შეურაცხმყოფელია, რადგან უმრავლესობა ხშირად იღებს ასეთ შეურაცხყოფას. საერთოდაც, დაპირისპირება უმრავლეოსობასა და პრეზიდენტს შორის სწორედ ამ უკანასკნელისგან მოდის ხოლმე. ძალიან "დემოკრატი და ლიბერალი" პრეზიდენტი გვყავს."

     

     

     

     ლადო ვარდოსანიძე (არქიტექტორ-ურბანისტი):"შეურაცხყოფის რა გითხრათ, მაგრამ ურთიერთობის მანერა, სტილი და ე.წ. ვორდინგი ანუ სიტყვები, რასაც იყენებენ, არის მიუღებელი საზოგადოებისთვის. როგორი განსხვავებული აზრიც უნდა იყოს, ის უნდა გამოითქვას მისაღები ფორმულირებით და ასე უნდა იყოს გადაცემული. ეს არის პოლიტიკური კულტურა, პოლიტიკის ანი და ბანი, რაც, სამწუხაროდ, ძალიან გვაკლია."

     

     

     იური მეჩითოვი (ფოტოგრაფი):"დღევანდელი მმართველობის სტილი არის ყველაზე შეურაცხმყოფელი ჩვენი მოსახლეობისთვის. ეს არის აბსოლუტური, ტოტალური აბსურდი, სადაც ხელისუფლების პოლიტიკური შტორმია. ისინი ერთმანეთს ებრძვიან, აქილიკებენ და ამით ვითომ გვართობენ. ქვეყანაში არის ბევრი გადასაჭრელი პრობლემა, რომელთა მოსაგვარებლადაც ერთად მუშაობა არის საჭირო და არა კინკლაობა, რასაც ყოველდღე ვხედავთ.

    "კომენტარებისგანაც თავს ვიკავებთ, რადგან ესეც ისეთივე აბსურდულია, როგორი აბსურდულიც არის ყველაფერი, რაც ჩვენს ქვეყანაში პოლიტიკს დარგში ხდება."

     

     ნანა კაკაბაძე (უფლებადამცველი):"არ ვფიქრობ, რომ შეურაცხყოფა მიაყენა. პრეზიდენტმა თავისი პოზიცია გამოხატა. შეურაცხყოფა უფრო სხვა რამეა, ვიდრე აღნიშნული განცხადება."

    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter