სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    გვანცა წულაია
    05.08.2017

    "ნაციონალურ მოძრაობაში" დავით სერგეენკოს განცხადებას "დამღუპველსა და მოღალატეობრივს" უწოდებენ და ჯანდაცვის მინისტრის გადადგომას ითხოვენ.

    "ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა და მხარდამჭერებმა ჯანდაცვის სამინისტროსთან გუშინ მავთულხლართები გაავლეს.

    "არ შეიძლება, საქართველოს მთავრობის წევრმა გააკეთოს განცხადება, რომელიც ემთხვევა ოკუპანტის ინტერესებს ერთი ერთზე. ასეთ განცხადებებს რუსეთის დუმის წევრები აკეთებენ. თუ ელემენტარული სინდისი შერჩენია, ამ ადამიანმა თანამდებობა უნდა დატოვოს", - ამბობს ნიკა რურუა.

    შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ მცოცავ ოკუპაციასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ არანაირი მცოცავი და ეტაპობრივი ოკუპაცია არ არის - ეს იმ "საზღვრების" დადგენაა, რომელსაც 2008 წელს, ძალიან სამწუხაროდ, მაშინდელმა მთავრობამ ლეგიტიმაცია მისცა. სერგეენკოს მიაჩნია, რომ "არანაირ ახალ საზღვრებზე გადმოწევა არ ხდება".

    "რუსეთის ქმედებების აღწერისას ძალიან ხშირად, სამწუხაროდ, ტერმინი "მცოცავი ოკუპაცია" გამოიყენება, რომელიც თავისი საფუძვლით არ არის სწორი. ეს არანაირი მცოცავი და ეტაპობრივი არ არის. ეს არის იმ ფარგლების, იმ "საზღვრების" დადგენა, რომელსაც 2008 წელს, ძალიან სამწუხაროდ, ლეგიტიმაცია მაშინდელმა მთავრობამ გაუკეთა", - ამბობს სერგეენკო.

    როგორ აფასებთ სერგეენკოს განცხადებას იმის შესახებ, რომ მცოცავი ოკუპაცია საქართველოში არ ხდება? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების წარმომადგენლებს მიმართა.

     გია ბუღაძე (მხატვარი): "ეს მოღალატეობრივი განცხადებაა. არაფერი არ მიკვირს, იმიტომ, რომ ივანიშვილთან ყველაზე დაახლოებული ადამიანია. არ მგონია, ამას აღშფოთება მარტო "ნაციონალურ მოძრაობაში" გამოეწვია. არაფერი გასაკვირი ამ მთავრობისგან არ არის. ეს ის პოზიციაა, რომელიც უნდა დაიგმოს, მაგრამ, სამწუხაროდ, ჩვენი ხელისუფლება ამ ტიპისაა."

     

     

     მიხეილ ცაგარელი (ასტროლოგი): "პატივს ვცემ ამ პიროვნებას, მაგრამ თუ დავით სერგეენკო ვერ ხედავს, ახლა რა მცოცავი ოკუპაციაა, ეს იმას ნიშნავს, რომ ან არ უნდა დაინახოს, ან ვიღაცის სამსახურში დგას.

    "ახლა ბათუმში ვარ. ბატონი დავითი თუ ჩამობრძანდება, დავანახებ პრაქტიკულად მცოცავ ოკუპაციას არა მარტო ქართლში, რომელიც რუსეთის მხრიდან ხდება, არამედ დემოგრაფიულ ოკუპაციას, რომელიც აჭარაში თურქების მიერაა. ყოველი ფეხის ნაბიჯზე დავანახებ. აქაურ აჭარლებთან დავალაპარაკებ და იქნებ პოზიცია მერე მაინც შეცვალოს. ასეთი პოზიციის დაკავება და იმის არდანახვა, რაც აშკარაა, ასეთ პიროვნებას არ ეკადრება."

     

     ნუცა ჯანელიძე (ხელოვნებათმცოდნე): "არ მგონია, ბატონი სერგეენკო ამისთანა ფრაზებს უპრაგონოდ ისროდეს. ამ ადამიანს იმდენად პატივს ვცემ, არ მგონია, რაღაც ტყუილი იყოს. ამ დროს შეიძლება მართლა ეგეთი რაღაცაა ხელმოწერილი. მაშინ პატივცემულმა ძალიან ჭკვიანებმა უნდა გაარკვიონ, გვარებს არ დავასახელებ და ეკრანზე ბრძანების საბუთი გამოიტანონ, როგორც გამოაქვთ ხოლმე."

     

     

     ქეთი ბექაური (იურისტი): "ჯანდაცვის მინისტრის ეს განცხადება არ მომისმენია, ჩემთვის ნამდვილად სიახლეა. ზოგადად, იმის თქმა, რომ მცოცავი ოკუპაცია და მავთულხლართების გადმოწევა არ ხდება, რა თქმა უნდა, სწორი განცხადება არ არის, რადგან ყოველდღიურად გვესმის რუსეთის, ასე ვთქვათ, საპირისპირო ქმედებები. იგივე მაიკ პენსის ვიზიტთან დაკავშირებით რუსეთის პრეზიდენტის სოხუმში ჩასვლა და ა.შ."

    დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
    ჩაწერა სახელი
    ИНЦИТАТУС   (06.08.2017)
    Джанелидзе! -даанебе тави политикаши цанцалс да хетиалс хом хедав рогор ацхоб да ацхоб ам сисулелеебс,МАдлоба


    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter