სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    გვანცა წულაია
    09.08.2017

    "თავისუფალმა დემოკრატებმა" წამოაყენეს ინიციატივა, რომ რუსეთის ხელისუფლებასთან კერძო ინიციატივით მოლაპარაკების გამართვა სისხლის სამართლის წესით დასჯადი გახდეს.

    ამ ინიციატივას პარლამენტში საშემოდგომო სესიაზე დაარეგისტრირებენ და დახმარებას პროდასავლურ პარტიებს სთხოვენ.

    "მტერ სახელმწიფოს მხოლოდ საქართველოს ხელისუფლება უნდა ელაპარაკოს," - აცხადებს "თავისუფალი დემოკრატების" თავმჯდომარე შალვა შავგულიძე. მისი თქმით, თუ მმართველი პარტია ამ კანონს არ მიიღებს, მაშინ "ქართველთა მარში" და "პატრიოტთა ალიანსის" მოსკოვში ვიზიტი "ქართული ოცნების" ინტერესებში შევა.

    ეთანხმებით თუ არა რუსეთის ხელისუფლებასთან კერძო ინიციატივით მოლაპარაკების გამართვაზე სს სასჯელის დაწესებას? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების წარმომადგენლებს მიმართა.

     იგორ კვესელავა (პოლიტოლოგი): თქვენი გაზეთი ძალიან ძლიერი და მაგარია, ამიტომ ამაზე თქვენს კომენტარს მოგცემთ. თუმცა საერთოდ ამაზე კომენტარს არ უნდა ვაკეთებდეთ. როდესაც "პატრიოტთა ალიანსი" რუსეთში წავიდა და რუსეთის პარლამენტის წევრებთან შეხვედრა გამართა, ამაში ცუდი ვერაფერი დავინახე. ეს არის ერთი პოლიტიკური ძალის მეორე პოლიტიკურ ძალასთან შეხვედრა და დიალოგის შესაძლებლობა. "თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთი ლიდერი შავგულიძე პოლიტიკურ ცაში დაფრინავს. რას ლაპარაკობს, ვერ გაურკვევია. ეს პარტია, ფაქტობრივად, დაშლილია და არ არსებობს. ინიციატივა აბსოლუტურად მიუღებელია, აბსურდული და ასეთი განცხადებით ერთ-ერთი პოლიტიკური ლიდერი არ უნდა გამოდიოდეს.

     ირმა სოხაძე (მომღერალი): მიჭირს დარწმუნებით გითხრათ, კარგია თუ ცუდია. მგონი, ზედმეტად მკაცრი ზომაა. საერთოდ, ყოველთვის გონივრული შუალედის მოძებნის მომხრე ვარ, ჩემი ბუნებით რადიკალი არ ვარ და ექსტრემალური გადაწყვეტილებების მომხრე არ ვარ. აქედან გამომდინარე, არ ვიცი, სისხლის სამართლის კოდექსით დასჯადი უნდა იყოს თუ არა, მაგრამ გამკაცრება საჭიროა. რუსეთს გარკვეულ პირობებს მთელი მსოფლიო უმკაცრებს. ჩვენ ერთ-ერთი პირველი უნდა ვიყოთ.

     ნანა კაკაბაძე (უფლებადამცველი): მესმის, აეს კანონპროექტი რატომაც გააქვთ. იმიტომ, რომ "პატრიოტთა ალიანსმა" რუსეთის მხარესთან ვითომ მოლაპარაკება დაიწყო, რაც შინაარსობრივად საქართველოსთვის სისულელე და უაზრობაა. მაგრამ, მეორე მხრივ, "პატრიოტთა ალიანსის" ალოგიკურ ქმედებებთან დაკავშირებით პარლამენტმა კანონი მიიღოს, ეს უკვე სირცხვილია, რადგან დემოკრატიის ნორმებს არღვევს და საერთოდ ყველაფერს ეწინააღმდეგება. რამდენი ვინმე სისულელეს და საზიანოს გააკეთებს, შემდეგ ამაზე კანონი მიიღო, სერიოზული საქციელი არ არის, რაც სერიოზულ ქვეყანას არ შეჰფერის.

     სერგო ვარდოსანიძე (ისტორიკოსი): საერთოდ, რუსეთის ფედარაციასთან მოლაპარაკება სახელმწიფომ უნდა გამართოს. თუ ვინმეს კერძო ინიციატივა ექნება, ის კოორდინირებული უნდა იყოს სახელმწიფო უწყებებთან.

    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter