სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    თიკო ოსმანოვა
    31.08.2017

    დემირელის სკოლას ავტორიზაცია შეუჩერდა - ამის შესახებ გადაწყვეტილება განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა მიიღო. აღნიშნულის გაპროტესტებას დემირელის სკოლის მმართველები არ აპირებენ, რადგან თვლიან, რომ მათი პარნიორი სკოლები საქართველში ისედაც რთულ ვითარებაშია და მდგომარეობის უფრო მეტად დამძიმება არ სურთ.

    ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის საბჭომ ეს გადაწყვეტილება 29 აგვისტოს მიიღო. მათი თქმით, სკოლას გაუვიდა ავტორიზაციის 5-წლიანი ვადა და ამიტომ, ავტორიზაციაზე განაცხადი თავიდან ჰქონდა შეტანილი, რაც არ დაკმაყოფილდა.

    შეგახსენებთ, რომ დემირელის სახელობის კერძო კოლეჯის მენეჯერი მუსტაფა ემრე ჩაბუქი უკვე მეოთხე თვეა, რაც, თურქეთის მხარის მოთხოვნით, წინასაექსტრადიციო პატიმრობაშია. იგი საქართველოში მაისის თვეში დააკავეს.

    როგორ შეაფასებთ დემირელის სკოლის დახურვას? ეს კითხვა "რეზონანსმა" საზოგადოების წარმომადგენლებს დაუსვა.

     მიხელ ღანიშაშვილი  (პოეტი): ამ ფაქტს ცალსახად უარყოფითად ვაფასებ. საგანმანათლებო ცენტრების დახურვას არ ვიცი, რა ვუწოდო. თუ რომელიმე სკოლაში არ ხდება ისე, როგორც განათლების სამინისტროს პოლიტიკა განსაზღვრავს, ეს სხვა საკითხია.

     

     

     

     

     ლადო ვარდოსანიძე არქიტექტორი): თუ ეს თურქეთის მთავრობის მოთხოვნაა, ვფიქრობ, რომ ანგარიშგასაწევი ვითარებაა. ავტორიზაციის საკითხში ბოლომდე ჩახედული არ ვარ, მაგრამ თუ ის ქვეყანა, რომელმაც ეს სკოლა ჩამოაყალიბა, თვლის, რომ თავისი თავი ამოწურა, მე მგონი, ეს გამართლებულია საერთაშორისო ურთიერთობების კონტექსტში.

     

     

     "რეზო მიშველაძე (მწერალი): ამ კონკრეტულ შემთხვევასთან დაკავშირებით საქმის კურსში არ ვარ, მაგრამ თუ პრინციპული მიზეზია ამ კოლეჯის დასახურად, მაშინ მხარს ვუჭერ, თუმცა ისე ერთი კითხვა დამებადა - თავის დროზე ან რატომ გახსნეს, ან ახლა რატომ დახურეს.

     

     

     

     

     ქეთი ბექაური (იურისტი):  არ ვარ საქმის კურსში არ ვიცი არგუმენტაცია, ამიტომ ვერაფერს ვერ გეტყვით. მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ ამ სკოლის ხელმძღვანელი დაკავებულია, ვფიქრობ, გამოძიების დასრულებამდე ამის დახურვა მიზანშეწონილია.

    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter