სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    გვანცა წულაია
    01.09.2017

    საქართველო ბოლო პერიოდში ცეცხლის ალშია გახვეული - ჩვენი ქვეყანა ხანძარს ამჯერად აბასთუმანში ებრძვის. ბორჯომის ხეობიდან საგანგებო შტაბმა, მეხანძრე-მაშველებმა და ავიაციამ აბასთუმანში გადაინაცვლა. საქართველოში გახშირებულ ხანძრებთან დაკავშირებით ერთ-ერთ გამომწვევ მიზეზად დივერსიაც დასახელდა.

    დივერსიაზე საუბარი ჯერ კიდევ ბორჯომის ხეობაში ხანძრის დროს, ტყეში 20-ლიტრიანი ბიდონისა და "მოლოტოვის კოქტეილის" მსგავსი ნივთის პოვნისას დაიწყო.

    თუ მანამდე ხანძრების გამომწვევ მიზეზად საქართველოში ტყეების მასობრივი ხმობა და დაუდევრობა სახელდებოდა, აღნიშნულის პოვნის შემდეგ სპეციალისტები დივერსიაზე ალაპარაკდნენ.

    აქვე გეტყვით, ბორჯომის ხეობის ხანძრის დროს, შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა განაცხადა, რომ გამოძიება დაწყებულია. ის, როგორც პოლიციელი, არც ერთ ვერსიას არ გამორიცხავს და თითოეულ მათგანზე მუშაობს.

    შესაძლებელია თუ არა, ხანძრების გამომწვევი მიზეზი იყოს დივერსია? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების წარმომადგენლებს მიმართა.

     იური მეჩითოვი (ფოტოგრაფი) :იმისთვის, რომ ადამიანმა ამგვარი დასკვნა გააეკეთოს, გამოძიებული უნდა იქნას. ვიცი, იყო რაღაც მონაცემები, რომ სადღაც კალისტრა და ბოთლი ნახეს. მაგრამ, ეს ყველაფერი ჩემთვის დამაჯერებელი არ არის.

    როცა საქმე ქართან გვაქვს, ხანძრის გავრცელება ძალიან ადვილია. უბრალო დამსხვრეულ ბოთლსაც აქვს თვისება, რომ როგორც მინამ, შეიძლება იმოქმედოს და აალება მოხდეს. ასევე, გადაგდებული სიგარეტი ეფექტს აჩენს.

    ასე რომ, დამაჯერებლად ვერ გეტყვით, რომ ეს დივერსიაა. და თუ ასეა, ესეც შიდა საქმეა. გარედან ამას გამოვრიცხავ. საკმაოდ დაულაგებელ საქართველოში ვცხოვრობთ.

     გია ანჩაბძე (ისტორიკოსი):თეორიულად ყველაფერი შესაძლებელია. ეს მხოლოდ ვარაუდია და ვარაუდი მეტწილად სიმართლე არ არის ხოლმე. ფაქტი ისაა, რომ საქართველოში გვალვაა, ასეთ დროს ტყეებში ხანძარი ხშირად ხდება.

    ამიტომ, ჩვენ მზად უნდა ვიყოთ, რომ ხანძარი ჩავაქროთ. ამჯერად აღმოჩნდა, რომ მზად არ ვართ. ღონისძიებები იყო წინასწარ ჩასატარებელი, რომელიც არ ჩატარებულა. დამნაშავის ძებნა შემდეგ უნდა მოხდეს.

    არ მომისმენია არგუმენტები, თუ რატომ ფიქრობენ, რომ ეს დივერსიაა. თუმცა, როგორც გითხარით, თეორიულად გამორიცხული არაფერი არ არის. ამასთან დაკავშირებით კონკრეტული ცნობები უნდა იქნას.

     

     გივი სიხარულიძე (მწერალი და მსახიობი): დარწმუნებული ვარ მილიონი და მილიარდი პროცენტით, რომ ადგილი დივერსიას აქვს. ვინც ამას აკეთებს, თავისუფლების მოედანზე უნდა გამოიყვანო, ფეხებით ჩამოკიდო და ნელ-ნელა დაწვა, საქართველოს ასეთ დღეში რომ აყენებს.

     

     

     

     იგორ კვესელავა (პოლიტოლოგი) :ხანძრებთან დაკავშირებით, ჩვენი გეოპოლიტიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, ჩვენი მეზობლების ინტერესებედან გამომდინარე და არა მარტო გარეშე ძალებისგან, არამედ შიდა ძალებისგან გამომდინარე, იმავე აგრესიული ოპოზიციიდან გამომდინარე, არაა გამორიცხული, რომ ხანძრების ხელის შეწყობა მოხდეს.

    ამიტომ ხელისუფლებას პრევენციული ზომები უნდა ჰქონდეს. მილიონები დასჭირდა და, ფაქტობრივად, მთელი მსოფლიო შეწუხდა.

    ხელისუფლებას რომ ადამიანების კატეგორია გამოეყო და იმ ადგილებში დაეყენებინა, სადაც შესაძლებელია ცეცხლი დაუდევრობით ან დივერსიით გაჩნდეს, იქ ცეცხლის თავიდან აცილება შესაძებელი იქნებოდა.

    ეს არის მართვა და ჭკუა. ეს ხელისუფლებამ მაშინ ვერ შეძლო. ვურჩევდი, აგვისტო კიდევ მოვა, ამიტომ ტყის დაცვა გააძლიერონ, რადგან ასეთი დიდი მატერიალური დანაკლისი თავიდან ავიცილოთ.

    დატოვე კომენტარიკომენტარები (2)
    ჩაწერა სახელი
    Инцитатус   (02.09.2017)
    Гамарджоба! Ра ткма унда диверсиаа, огонд мтавробис мовалеобис шемсрублебис хелис шецкобит. Ехла ар митхрат ром ар вар мартали. Дааквирдит ам гонебачлунги Квирикашвилис кмедебебс да гамонатквамебс.Рац шеехеба мтаварс (Иванашвили) хма ар амоугиа, гаредан цкерит ткбебода сеирис куребит. Мечитов, шен ра, чвени даулагебели ар могцонс? -шени хом магари далагебулиа.Ар вар толеранти да арц викнеби арасодес. Квела толерантис ... Мадлоба

    Инцитатус   (02.09.2017)
    Гамарджоба! Ра ткма унда диверсиаа, огонд мтавробис мовалеобис шемсрублебис хелис шецкобит. Ехла ар митхрат ром ар вар мартали. Дааквирдит ам гонебачлунги Квирикашвилис кмедебебс да гамонатквамебс.Рац шеехеба мтаварс (Иванашвили) хма ар амоугиа, гаредан цкерит ткбебода сеирис куребит. Мечитов, шен ра, чвени даулагебели ар могцонс? -шени хом магари далагебулиа.Ар вар толеранти да арц викнеби арасодес. Квела толерантис ... Мадлоба


    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter