სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    გვანცა ღვედაშვილი
    29.09.2017

    საქველმოქმედო მატჩისთვის მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავები საქართველოში ხვალ, მატჩამდე რამდენიმე საათით ადრე ჩამოფრინდებიან. ცნობილია, რომ ისინი სასტუმრო "ბილტმორში" დაბინავდებიან. მატჩთან დაკავშირებით პრესკონფერენციის გამართვა არ იგეგმება.

    საქველმოქმედო მატჩი "მსოფლიოს ვარსკვლავები საქართველოსთვის" 29 სექტემბერს, 21:00 საათზე, დინამო არენაზე გაიმართება.

    ამ მატჩთან დაკავშირებით თბილისს მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავები ესტუმრებიან, მათ შორის: კაფუ, ფრანჩესკო ტოტი, კარლეს პუიოლი, რივალდო, დიდა, ანდრეი შევჩენკო, ხავიერ ძანეტი, ზვონიმირ ბობანი, სერჟინიო, პაოლო მალდინი, ლუკა ტონი, ერნან კრესპო, ვინსენტ კანდელა, მარეკ იანკულოვსკი, ალესანდრო კოსტაკურტა, დემეტრიო ალბერტინი, დინო ბაჯო, მასიმო ამბროზინი, მასიმო ოდო, მარკო დელვეკიო, სებასტიან ფრეი, ანჯელო დი ლივიო, კრისტიან აბიატი, სებასტიანო როსი, ჯუზეპე ფავალი, ანჯელო კარბონე, ივან კორდობა, დარიო შიმიჩი, იბრაჰიმ ბა, პიეტრო ვერხოვოდი და სხვები.

    საქველმოქმედო მატჩიდან შემოსული თანხა ბორჯომის ტყის დამწვარი ტერიტორიის აღდგენას მოხმარდება. ბილეთების ფასია - 5, 10, 15 და 25 ლარი.

    ამ ინფორმაციის გავრცელებისთანავე გაჩნდა მოსაზრება, რომ სინამდვილეში ეს მატჩი "ოცნების" კანდიდატის - კახა კალაძის საარჩევნო კამპანიის ნაწილია, რომელიც ქველმოქმედებით არის შენიღბული.

    თქვენი აზრით, ეს მატჩი გულწრფელი საქველმოქმედო აქციაა თუ კალაძის საარჩევნო კამპანიის ნაწილი? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების ცნობილ წევრებს მიმართა.

     იური მეჩითოვი ფოტოგრაფი):ამ ცხოვრებაში ყველაფერი ერთად არის, გულწრფელობაც და პირადი ინტერესიც. ამაში ცუდი არაფერია, ორივე ერთად არის და ორივე საქმე მისასალმებელია. სხვამაც შეძლოს და გააკეთოს ასეთი რამე, თუ შეუძლია. ხომ ვერ აკეთებს, ჰოდა, კალაძის საქციელი ჩემთვის ნამდვილად მისასალმებელია.

     

     

     

     გივი სიხარულიძე (პოეტი, მსახიობი):გიპასუხებთ, რომ ეს შეიძლება საარჩევნო კამპანიაში დახმარებაც იყოს, თუმცა ეს არის ბრწყინვალე საქველმოქმედო აქცია, რომლითაც ბევრი ახალგაზრდა გაიხარებს. ტიტველა ქალების პოდიუმზე გამოსვლას ასეთი აქციები ნამდვილად მირჩევნია.

     

     

     

     ავთო სულაბერიძე (დემოგრაფი):გააჩნია, ვინ როგორ შეხედავს. ოპოზიციისთვის ეს სარეკლამოა, თუმცა მე მიმაჩნია, რომ ძალიან კარგ რაღაცას აკეთებს კალაძე. სარეკლამოა თუ არა, ერთი მხრივ, მსოფლიოს ვარსკვლავები ჩამოდიან საქართველოში და, მეორე მხრივ, შემოსული თანხა ბორჯომის ხეობის აღსადგენად იქნება გადარიცხული, ამიტომ, ვფიქრობ, ძალიან კარგი აქციაა და სხვამ რაც უნდა, ის თქვას.

     

     

     

     თედო დონდუა (ისტორიკოსი):ეს არის როგორც საქველმოქმედო, ისე წინასაარჩევნო კამპანია, თუმცა ძალიან კარგია. მეც სიამოვნებით წავიდოდი ამ მატჩის სანახავად. მე გამიხარდა და წარმომიდგენია, ახალგაზრდებს რა მოუვიდოდათ. ძალიან კარგია, საქველმოქმედოც არის და სარეკლამოც, მაგრამ ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ, ამიტომ მივესალმები.

    დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
    ჩაწერა სახელი
    ჯემალი   (29.09.2017)
    სვა კანდიდატებმაც გაიკეთონ რეკლამა მაგრამ რით მარტო ყიამყრალი ლაპარაკით?. ეს საქმით გაკეთებული რეკლამაა, რაც მისასალმებელია


    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter