სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    გვანცა ღვედაშვილი
    30.09.2017

    თბილისის საკრებულოს სხდომა გუშინ ხმაურისა და სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა. ოპოზიციის პროტესტისა და საკრებულოში რამდენიმესაათიანი ხმაურის შემდგომ, რის გამოც სხდომა შეჩერებული იყო, საკრებულომ სოლოლაკის ქედზე მიწის ნაკვეთს ლანდშაფტური ზონის სტატუსი შეუცვალა და ივანიშვილთან დაკავშირებულ კომპანიას დამატებით 4 700 კვმ ფართობის მიწის ნაკვეთი დაუმტკიცა.

    ზონისთვის სტატუსის შეცვლა კომპანია "თაბორი რიზორთსმა" მოითხოვა, რომელიც პანორამა თბილისს აშენებს. ამავე კომპანიამ მოითხოვა, რომ მიწისქვეშა პარკირების მოწყობის მიზნით პუშკინის სკვერსა და ხელოვნების მუზეუმს შორის მდებარე 1900 კვმ ფართობი საკრებულომ 1 ლარად გადასცეს.

    აღსანიშნავია, რომ გუშინ ბათუმის საკრებულოს გადაწყვეტილებით, მწვანე კონცხის მიმდებარე ტერიტორიაზე მიწის ნაკვეთი აჭარის მთავრობას გადაეცა. გადაწყვეტილებას 11-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.

    საკრებულოს სხდომა ბათუმშიც ხმაურის ფონზე წარიმართა. ოპოზიცია აცხადებს, რომ ამ გადაწყვეტილების შემდეგ მწვანე კონცხზე არსებულ მიწის ნაკვეთს მთავრობა 50-წლიანი იჯარით კომპანია "ბიზნეს დეველოპმენტს" გადასცემს, კომპანიის უკან კი საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი დგას და აღნიშნულ ტერიტორიაზე საბაგიროების მოწყობას გეგმავს.

    გამართლებულია თუ არა თბილისსა და ბათუმში ბიძინა ივანიშვილისთვის 7 000-მდე კვმ მიწის ნაკვეთების გადაცემა? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების წარმომადგენლებს მიმართა.

     არჩილ გამზარდია(საზოგადოებრივი კომუნიკაციების მართვის სპეციალისტი):"მე ჩუქებით და სიმბოლურად მიწის გადაცემის მომხრე მხოლოდ იმ შემთხვევაში ვარ, თუ ინვესტიცია, რომელიც იქ უნდა ჩაიდოს, განსაკუთრებით მომგებიანი და მნიშვნელოვანია სახელმწიფოსთვის. ნებისმიერ სხვა შემთხვევაში მიმაჩნია, რომ ბიზნეს სუბიექტები უნდა იძენდნენ ჩვეულებრივ კომერციულ ფასში, გარდა განსაკუთრებული შემთხვევებისა.

    "მოცემული შემთხვევა რამდენად არის განსაკუთრებული შემთხვევა, არ ვიცი, რადგან საკმარისი ინფორმაცია არ მაქვს."

     

     ამირან სალუქვაძე (ბრიგადის გენერალი): "ბათუმში, როგორც გავიგე, არ ხდება საკუთრებაში გადაცემა, არამედ გადაეცემა სარგებლობაში. თუ ამ 6 ათას კვ მეტრზე, რაც სულაც არაა დიდი ტერიტორია, ესაა 40ყ150-ზე, მართლაც დგას საბაგირო და ხდება მისი ტერიტორია, პრობლემა რაშია? თუ რაიმე დარღვევაა, მაშინ საბაგიროს რეაბილიტაციის პროექტია გადასახედი.

    "რაც შეეხება თბილისს, როგორც ახლა ითქვა, პარკინგი კეთდება და რითია ცუდი? კარგი იქნება, თუ მეტ ინფორმაციას მოგვაწვდიან საზოგადოებას, რათა რეალური სურათი ვიცოდეთ და თუ დარღვევაა, სათანადოდ შევაფასოთ. თუ წინასაარჩევნო აჟიოტაჟია, ესეც დავინახოთ. საერთოდ, გენგეგმა უნდა მივიღოთ და შესაბამისად განვავითაროთ ქალაქი."

    "ვინც ახლა აპროტესტებს, 2013-ში არჩევნების წინ "დინამოს" და ვაგზლის მიმდებარე ტერიტორიებზე, სხვა ადგილებშიც, უამრავი საპარკინგო ადგილი გაყიდეს და ფარდულები ჩადგეს. ამიტომ არ ვყვები პოლიტიკოსთა ასეთ ხმაურს."

     ირმა სოხაძე (მომღერალი): "ამაში ამხელა განგაშის ატეხვის მიზეზს ვერ ვხედავ. ასეთი რაღაც ყველა ქვეყანაში ხდება. ეს ალბათ იმ სასტუმროს პლაჟია, რომელიც ახლა აშენდა. ყველა კარგ სასტუმროს უნდა ჰქონდეს პლაჟი და ამაში ცუდი არაფერია, თანაც იჯარით იღებს და არც ყიდულობს. "ნაციონალების" დროს ისე იყიდებოდა ყველაფერი, ვერავინ იგებდა და ახლა ამაში საგანგაშოს ვერაფერს ვხედავ."

     

     ნუცა ჯანელიძე (მუსიკოსი): "რამდენად გამოდის ეს სიმბოლურ ფასად გადაცემა, არ ვიცი, როცა ამ პროექტში მილიონს დებს. დარწმუნებული ვარ, თავისი ეზო მოწყობილი აქვს და რა ვიცი, როცა რაღაცაში ამხელა თანხას იხდი, რაღა სიმბოლურ ფასზეა ლაპარაკი."

    დატოვე კომენტარიკომენტარები (2)
    ჩაწერა სახელი
    jmorebs   (02.10.2017)
    მართლა სად შეიყარეთ ასეთი მლიქვნელები!!ადრე არ იყო მისაღები თორემ ახლა კარგია ხომ?ვითომ არ იცით რამდენი ინვესტიციად არ უნდა ჩადოს იმ პარკინგის ასაშენებლად ამით თვენ ვერც ერთი ვერ დააყენებთ იქ მანქანას ის განკუთვნილია 7 ვარსკვლავიანი სასტუმროს სტუმრებისთვის სადაც თქვენი ერთი ღამის გათენება თქვენივე მანქანის ფასი იქნება!!ხო და გაყიდეთ მანქანები გაათენეთ ღამე და ისარგებლეთ პაკინგით ოღონდ მანქანა აღარ გეყოლებათ და ფეხსაცმელები დააპარკინგეთ!!!

    li   (30.09.2017)
    ჩმორებო და მლოკავებო, თქვე საცოდავებო, როგორ ყველაფერს უპრავებთ ამ კაცს, ყოველთვის რაღაცას ელოდებით, ე მანდ ჩვენც გადმოგვიგდებს ლუკმას! თქვე ვითომ ინტელიგენტებო, მიშაზე იბდღვნიდით ყველაფერს, ქუჩებში ეგდეთ და იქ გეძინათ, დღეს თურმე ყველაფერი წესრიგშია ფასები რომ ავარდა, ყაჩაღებით რომ გაივსო ქვეყანა, აფთიაქში ვერ შეხვალ ეს ვაიბიზნესმენები გაღორებულები, 5 ცენტიან წამალს 5 დოლარს, რომ ადებენ, რატომ ხართ გაჩუმებულები, გამზარდია ხარ თუ ვიღაც ლოტოს კოჭი, რატომ ჩაიკმინტე ხმა, თურმე ინფორმაცია არ მიგიღია შენ და შენი ამქრები ყველანი ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ იბრძვით, ორჯონიკიძე თქვენთან შედარებით ანგელოზი იყო, თქვენ იმ ხროვის წარმომადგენლები ხართ საკუთარი აღმავლობისთვის ქვეყანას ჭაობში, რომ ჩაახრჩობთ! ღმერთს ვთხოვ მალე მოგხედოთ და ის მოგისაჯოთ რისი ღირსნიც ხართ!!!!!!


    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter