სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ნინო ქეთელაური
    03.10.2017

    2017 წელთან შედარებით, 2018 წელს საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსება 5 695 000 ლარით იზრდება, ამის შესახებ 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის პირველად ვარიანტშია ნათქვამი.

    კანონპროექტის მიხედვით, თუ 2017 წელს სსიპ საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტი 46,405 მლნ ლარი იყო, 2018 წელს 52,100 მლნ ლარი იქნება.

    "საქართველოს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" კანონპროექტის პირველადი ვარიანტი პარლამენტს უკვე წარედგინა.

    როგორ ფიქრობთ, უნდა გაიზარდოს თუ არა საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსება? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების წარმომადგენლებს მიმართა.

     ლელა ოჩიაური (კინომცოდნე): თუ დაფინანსება გაეზრდება, აუცილებელია, რომ ეს თანხა კონკურსში გასული ან მონაწილე პროექტების განვითარებას მოხმარდეს. მაგრამ თუ ის გაუგებარი და საზოგადოებისთვის სრულიად მიუღებელი თემების და საკითხების გაშუქებას მოხმარდება, მაშინ არ უნდა გაიზარდოს, უნდა შემცირდეს კიდეც მისი ბიუჯეტი.

     

     

     სერგო ვარდოსანიძე (ისტორიკოსი): საზოგადოებრივი მაუწყებელი თუ გადაიქცევა თანამედროვე და ისეთ ტელევიზიად, რომელიც დააკმაყოფილებს ქართველი მაყურებლის მოთხოვნებს, უნდა დაფინანსდეს. მაგრამ თუ ისევ ისეთ მდგომარეობაში იქნება, როგორც აქამდე იყო, მაშინ დაფინანსების გაზრდას აზრი არ აქვს.

     

     

     

     ნუცა ჯანელიძე (მუსიკათმცოდნე): რა თანხაც აქვთ, ნეტა იმით რას მაუწყებლობენ?! ან კიდევ რომ დაემატებათ, იმით რას იზამენ? გული ძალიან მწყდება, რადგან სხვა ქვეყნების საზოგადოებრივ მაუწყებელს რომ ვუყურებ, თუნდაც რუსეთისას, ბრჭყვიალებს ყველა გადაცემა.

    ჩვენი ტელევიზია რა გახდა ამისთანა?! რა თქმა უნდა, ყველა გადაცემას არ ვგულისხმობ, ნამდვილად სიამოვნებით ვუყურებ ექიმების გადაცემას და ღამის მუსიკალურ საუბრებს, მაგრამ ეს ხომ არ არის სარეიტინგო გადაცემები, რაღაც უფრო ყურებადი ხომ უნდა ჰქონდეთ? მე არ ვამბობ სკანდალურს, ვგულისხმობ, რეიტინგულს. ძალიან მიყვარს ეს არხი და გულდასაწყვეტი ამბავია.

     ლადო ვარდოსანიძე (არქიტექტორ-ურბანისტი): ეს ორმხრივი პროცესია, უნდა იცოდე, რა პროდუქტს ყიდულობ. იმიტომ, რომ შეიძლება 5 მილიონი კი არა, 10-ც სჭირდებოდეს, მაგრამ მე არ ვიცი, როგორი იქნება სარედაქციო პოლიტიკა.

    აქამდე რაც იყო, საკმაოდ ნორმალური და დაბალანსებული ოყო, მაგრამ შემდეგ რა იქნება, მე არ ვიცი. გააჩნია, რა პოლიტიკას გაატარებენ, შეიძლება მეტიც სჭირდებოდეს, ან პირიქით, განახევრება იყოს საჭირო.

    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter