სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    გვანცა ღვედაშვილი
    13.10.2017

    საქართველოს თანაინვესტირების ფონდი თავისუფლების მოედანზე 160 ავტომანქანისთვის განკუთვნილი ავტოსადგომის მოწყობის სქემას განმარტავს და შესაბამის ფოტომასალას ავრცელებს.

    ფონდის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ირაკლი ქარსელაძე ასევე ეხმაურება პარკირების სივრცის საჯაროობასთან დაკავშირებით დასმულ კითხვებს და აცხადებს, რომ პარკინგით სარგებლობა ნებისმიერ ადამიანს შეეძლება.

    მისი განმარტებით, თავისუფლების მოედანთან მშენებარე 7-ვარსკვლავიანი სასტუმრო კომპლექსის წითელ ხაზებში უკვე მოწყობილია 80 ავტომანქანაზე გათვლილი ავტოსადგომი;

    "შესაბამისად, ჯამურად, მიწისქვეშა და მიწისზედა ავტოსადგომები 160 ავტომობილს დაიტევს. რაც შეეხება თავისუფლების მოედანზე მშენებარე 7-ვარსკვლავიან სასტუმროს, თავად ეს მასშტაბური პროექტი და ინვესტიცია უპრეცედენტო მოვლენაა ჩვენი დედაქალაქისთვის. სასტუმრო კომპლექსი, რომელიც მოიცავს საბაგირო სადგურს, საკონფერენციო სივრცეს ორი სხვადასხვა კონცეფციით, სპორტულ-გამაჯანსაღებელ ცენტრებს, ა კლასის საოფისე ფართებს, რესტორნებს, ბარებს და სხვადასხვა დასასვენებელ თუ გასართობ ატრაქციას, ეს აბსოლუტურად საჯარო სივრცეა და, რა თქმა უნდა, ავტოსადგომით სარგებლობაც ნებისმიერ მსურველს შეეძლება. აღნიშნული პროექტის განხორციელებით, პირველ რიგში, დედაქალაქი და მისი მოსახლეობა უპრეცედენტო საზოგადოებრივ სივრცეს შეიძენს," - განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.

    თქვენი აზრით, პუშკინის სკვერის ამბები თბილისის მერობის რომელ კანდიდატს შემატებს ხმებს? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების ცნობილ წევრებს მიმართა.

     გია ბუღაძე (ფერმწერი): ყოველ შემთხვევაში, ეს ამბავი არავის დააკლებს ხმებს. მე მგონია, რომ "ოცნება" პირველსავე ტურში გაიმარჯვებს, ყველაფერი გაყიდული და შესყიდულია. მოსყიდული ჰყავთ ვინც შეიძლება, თან ეს არჩევნებიც გაყალბდება. ვფიქრობ, კიდევ ერთხელ მოვიჭრით და დავისამარებთ თავს. მე ძალიან სკეპტიკურად ვუყურებ ამ ყველაფერს. ფაქტობრივად, მაფიოზებისა და კორუფციული სისტემის გაძლიერების პერიოდია.

     

     

     ნანა კაკაბაძე უფლებადამცველი):არ მგონია, რომელიმე კანდიდატს ამით ხმა მოემატოს, რადგან საზოგადოება ჩამოყალიბებულია, ერთი მხრივ, "ნაციონალური მოძრაობის" მიმართ, რომელსაც თუ აკლდება, თორემ მომხრეები არ ემატება. მეორე ის, რომ "ქართულ ოცნებას" აქვს სახელისუფლებო რესურსი. ამიტომ მიმაჩნია, რომ ეს არავის არ შემატებს ხმებს.

     

     

     ავთო სულაბერიძე დემოგრაფი):ეს ამბავი არც ერთ კანდიდატს არ შემატებს ხმებს. რა შუაშია საერთოდ, მთავარია, რომ პუშკინის სკვერი გაკეთდეს და რატომ უნდა გააკეთოს უცხოელმა. თუკი ამას ქართველი გააკეთებს, რა თქმა უნდა, უფრო კარგია, რა მნიშვნელობა აქვს, ვინ იქნება. მთავარია, რომ უკეთესად გაკეთდება.

     

     

     

     

     იური მეჩითოვი (ფოტოგრაფი):ეს არჩევნებიც ტუფტაა ამ ქვეყანაში, სადაც სიები არ არის ზუსტი. არაფერს არ შეცვლის, კალაძე გავა ყველა შემთხვევაში, რაზე ვსაუბრობთ საერთოდ.

    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter