სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    გვანცა ღვედაშვილი
    15.11.2017

    1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2,6830 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2,6830 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2,6538 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0292 ლარი შეადგინა.

    რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.1437 ლარია მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.0904 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0533 ლარი შეადგინა. ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები კი ძალაში დღეიდან შევა.

    თქვენი აზრით, ვინ უნდა აგოს ლარის კატასტროფულ გაუფასურებაზე პასუხი? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების ცნობილ წევრებს მიმართა.

     ნუცა ჯანელიძე (მუსიკოსი): ყველამ, ვისაც ეხება ფინანსები. ეროვნული ბანკი იქნება, ფინანსთა მინისტრი თუ სხვა, ყველამ უნდა აგოს პასუხი. მე დიდად ვერ ვერკვევი, მაგრამ ვისაც ვალუტასთან შეხება აქვს, პასუხიც უნდა აგოს და არა ისე "უი, ეს რა მოგივიდა", არამედ - ცოტა მკაცრად.

     

     

     

     არჩილ გამზარდია (პიარ-სპეციალისტი): სიმართლე გითხრათ, აღარ ვიცი. იმდენად ინდიფერენტულ საზომში გადავდივართ, რომ უკვე აღარ ვიცი, ვინ უნდა იყოს პასუხისმგებელი. ვინ უნდა დავასახელოთ, მინისტრი, პრემიერი თუ სხვა. რა იცვლება პერსონალიების დასახელებით? მე უკვე აპათიური დამოკიდებულება მაქვს და ისიც კი არ ვიცი, რა უნდა მოვითხოვო, პასუხისმგებელი პირი, სიტუაციის გამოსწორება თუ სხვა რამ. თუმცა, საერთო ჯამში, რა თქმა უნდა, სახელმწიფოში მიმდინარე პრობლემებზე მთავარი პასუხისმგებელი ხელისუფლებაა, მაგრამ იმის იქით თემა უფრო რთულია.

     

     ლელა ოჩიაური (კინომცოდნე): რა თქმა უნდა, პირველ რიგში, ხელისუფლების ყველა რგოლმა უნდა აგოს ამაზე პასუხი, დაწყებული ეროვნული ბანკიდან, დამთავრებული დეპუტატებით, რომლებმაც პასუხიმგებლობა აიღეს ქვეყნის განვითარებასა და მართვაზე და ყველაფერი უკან წაიყვანეს. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ პასუხი უნდა აგონ მათ, ვისაც არა მხოლოდ ქვეყნის პოლიტიკური, არამედ ეკონომიკური სექტორიც აბარია.

     

     

     ავთო სულაბერიძე (დემოგრაფი): ხალხმა ხომ არ უნდა აგოს, რა თქმა უნდა, ერთნაირად უნდა აგოს პასუხი ბანკმა და ხელისუფლებამ, მათ, ვისაც ეს საკითხი აბარია.

     

     

     

     

     

     ამირან სალუქვაძე (ბრიგადის გენერალი): ორი მიზეზია, ჩემი აზრით. პირველი, ლარის მასის გაზრდა ბრუნვაში, რაც ალბათ არჩევნებს შეიძლება დავუკავშიროთ. მეორე, ბანკების თავნებობა. ქვეყანაში, როცა ლარი კატასტროფულად ეცემა და მოსახლეობა ამის გამო ზარალდება, ბანკების მოგება 9 თვეში ნახევარ მილიარდს არ უნდა შეადგენდეს. ასევე ბანკებს უნდა აეკრძალოს ყველანაირი საქმიანობა, გარდა საბანკოსი. შევისწავლოთ ამერიკული გამოცდილება ამ კუთხით. ანტიმონოპოლიური პოლიტიკა უნდა ამოქმედდეს ყველა სფეროში და გვეშველება.

    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter