სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    გვანცა წულაია
    31.01.2018

    გუშინ 347 853 ლარად 5 თვის წინ გარემონტებული მეტროსადგურ "ვარკეთილის" ჭერი ჩამოინგრა. ინციდენტის შედეგად 14 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ერთ-ერთი პოლიციელია.

    შპს "ყვარელრემმშენის" დირექტორი და სამი თანამშრომელი გუშინ მთელი დღის განმავლობაში დაკითხვაზე იმყოფებოდნენ, მაგრამ რა პასუხისმგებლობა მოეთხოვება კომპანიას, ჯერჯერობით უცნობია.

    დედაქალაქის მერის - კახი კალაძის განცხადებით, "უმკაცრესად დაისჯება ყველა დამნაშავე და ამ ფაქტს მოჰყვება მკაცრი რეაგირება". მისივე თქმით, დაშავებული მოქალაქეების მკურნალობის ხარჯებს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო და თბილისის მერია დაფარავენ.

    ცნობისთვის, მეტროსადგური "ვარკეთილი" მოსახლეობას უახლოეს დღეებში მოემსახურება, მანამდე კი მატარებელი "სამგორამდე" იმოძრავებს.

    მეტროსადგურ "ვარკეთილში" მომხდარი ინციდენტის გამო ვისი პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების წარმომადგენლებს მიმართა.

     სერგო ვარდოსანიძე ისტორიკოსი):იმ კომპანიის პასუხისმგებლობა უნდა დადგეს, რომელმაც სამუშაოები შეასრულა, მაგრამ არანაკლებადაა პასუხისმგებელი, ვინც ჩაიბარა.

     

     

     

     

     ირმა სოხაძე მომღერალი):ყველა იმ ინსტანციის პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს, ვინც ხელი მოაწერა, ვინც ააშენა, ვინც ტენდერი გამოაცხადა, ვინც ჩაიბარა და ყველაფერი ისე არ გააკეთა, როგორც საჭირო იყო.

    უნდა გაირკვეს, ვისი ბრალია და ყველა უმკაცრესად უნდა დაისაჯოს. ხალხი მეტროთი მგზავრობს და უსაფრთხოდ როგორ არ უნდა იყო, აქ საერთოდ რა კომენტარი უნდა გამოითქვას.

     

     

     რეზო მიშველაძე (მწერალი): საქართველოს ერთი პერიოდი გამახსენდა, როდესაც სწრაფად და იაფად მშენებლობის ბუმი იყო. მე მგონი, ასეთი ამბავი მოხდა ახლაც და პირადად დიდხანს შემეშინდება მეტროში ჩასვლა. მგონი, ასე იქნება ბევრი თბილისელი მოქალაქეც. ახლა თითის მიშვერა ძალიან ადვილია. არა მგონია, რომ მთავარი დამნაშავე ქალაქის ყოფილი მერი იყოს. მთავარი დამნაშავეა სამუშაოთა შემსრულებელი და უშუალოდ ის მუშა, რომელმაც ასე უხარისხოდ შეარემონტა მეტროს ჭერი.

    რა ვქნათ ახლა თბილისელებმა, მეტროში ჩასვლის დროს მაღლა-მაღლა ვიყუროთ, თავში რამე რომ არ დაგვეცეს?

     

     ნუცა ჯანელიძე (მუსიკათმცოდნე): ვისი ხელმოწერა რა დონეზეც არის, იმ დონეზე უნდა აგოს პასუხი. ზედა ეშელონია თუ ქვედა ეშელონი, პასუხი ყველამ უნდა აგოს. მაგრამ ისე არ მოხდეს, რომ ჯოხი ვიღაც მშენებელზე ან ნათურის გამკეთებელზე გადაიტეხოს. ღმერთმა დაგვიფარა, რომ ეს ხალხი იქ არ ჩაიხოცა.

    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved