სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    გვანცა წულაია
    14.02.2018

    საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში, რესტორან "სულგუნში" სადილობისას დააკავეს და რეადმისიით პოლონეთში დააბრუნეს.

    როგორც სააკაშვილმა გუშინ პოლონეთში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, უკრაინიდან მისი გაძევება არ შეიძლება, რადგან ეს ყველა მოქმედი იურიდიული ნორმის დარღვევაა. მას უკრაინაში დაბრუნება და იქ გასამართლება სურს.

    "ჩემი მოშორების მცდელობა უბრალოდ განწირულია მარცხისთვის. მე ვრჩები უკრაინელ პოლიტიკოსად, ისევე როგორც ვრჩები ქართველად და აუცილებლად აღვიდგენ უკრაინის მოქალაქეობას. დაკავების შემდეგ ცოტათი კისერი მტკივა, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ეს კისრის ტკივილი გაივლის, უკრაინელ ოლიგარქებს კი მე კისერს მოვტეხ აუცილებლად.

    "თუ ადამიანს ბრალს სდებენ სახელმწიფო გადატრიალებაში, მას ქვეყნიდან არ აძევებენ. ეს უბრალოდ წარმოუდგენელია. უცოდინარი უნდა იყო, რომ ქვეყნიდან ის ადამიანი გააძევო, ვისაც ბრალი ედება მძიმე დანაშაულში. კითხვას ვსვამ - გამასამართლებენ თუ არა უკრაინის სასამართლოში? როგორ აპირებთ ამას? პოროშენკოს სულ არ აწუხებს უკრაინის კანონები. დამაბრუნეთ უკრაინაში. მე მინდა, რომ უკრაინაში გამასამართლონ", - განაცხადა სააკაშვილმა.

    როგორ აფასებთ მიხეილ სააკაშვილის უკრაინიდან პოლონეთში დეპორტაციას? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების წარმომადგენლებს მიმართა.

     რეზო მიშველაძე (მწერალი): "სამივე მხარე, პირველ რიგში, ამერიკა, უკრაინა და საქართველო, გულმოდგინედ ცდილობენ, რომ სააკაშვილისგან გმირი გააკეთონ. ეს არის გამოთაყვანებული მსოფლიოს ახალი ხრიკი, რომ გამძაფრებული პოლიტიკური ვნებებისა და მსოფლიო შიმშილისგან, რაც ყველაზე მეტად საქართველოს დაეტყო, ყურადღება გადაიტანონ მიხეილ სააკაშვილზე, თითქოსდა ის არის ახლა მსოფლიოს ერთ-ერთი უმთავრესი პრობლემა, თუ სად იქნება გაკოტრებული პოლიტიკოსი, საკმაოდ გაუწონასწორებელი პიროვნება მიხეილ სააკაშვილი.

    "სისულელეთა ჯაჭვი იყო: ჯერ სააკაშვილისთვის მოქალაქების ჩამორთმევა, მერე სააკაშვილის პოლონეთის საზღვარზე ძალით ჩაყვანა, შემდეგ მისი ორი სასამართლო, რაც ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს და ახლა სასცილოზე სასაცილოა მისი რესტორან "სულგუნიდან" პირდაპირ პოლონეთში ექსტრადირება. რა არის, რა ხდება, ნუთუ ასე დაბნელდა მსოფლიო, რომ სააკაშვილისთვის ვერ მოუვლიათ?!"

     თემურ ნანეიშვილი (ფიზიოლოგი): "ალბათ მიუსაჯეს და გააძევეს, რადგან ანტისახელმწიფოებრივ მოღვაწეობას ეწეოდა. ყველა სახელმწიფო ასე მოიქცეოდა, თუ სახელმწიფო ჰქვია".

     

     

     

     

     თაკო ჩარკვიანი (პუბლიცისტი): "ყველაფერს ცოტა სხვა ფორმით ვუყურებ. ვივიწყებ ხოლმე იმ მომენტს, რომ მიხეილ სააკაშვილთან ძალიან სერიოზულ ოპოზიციაში ვიყავი. ამ დაკავებით თუ დეპორტაციით თუ რუსეთის ადმინისტრაცია იხეირებს, მაშინ ეს ჩემს სამშობლოს არ აწყობს".

     

     

     

     

     ნანა კაკაბაძე (უფლებადამცველი): "ჩემი აზრით, ეს დასავლეთის ზეწოლაა, რომ ის ქართულ ციხეში არ ჩაჯდეს და არ ალაპარაკდეს იმ მაქინაციებსა და დანაშაულებრივ გარიგებებზე, რომლებიც მას სხვადასხვა ქვეყანასთან ჰქონდა. ამიტომაც მას არ აძლევენ საშუალებას, ქართულ ციხეში მოხვდეს.

    "ეს საქართველოს ხელისუფლების შიში არ არის და საერთოდ არაა იმის გამო, რომ მტკიცებულებები არ არსებობს. პირიქით, მტკიცებულებები რომ არსებობს და ზუსტად იციან - სააკაშვილმა შეიძლება პირი დააღოს და ილაპარაკოს, ვისთან იყო გარიგებული, ასევე ვინ უნთებდა მწვანე შუქს, რომ საქართველოში ასეთი პოლიტიკა ჰქონდა, ამაზე რომ არ ილაპარაკოს, ამიტომაცაა, საქართველოში მის ექსტრადირებას რომ არ ახდენენ. ეს მისი მფარველების დამსახურებაა".

    დატოვე კომენტარიკომენტარები (2)
    ჩაწერა სახელი
    სიმართლე!!   (19.02.2018)
    მიშასი კრიმინალური წარსულის ადამიანებს და კორუფციონრებს ეშინიათ ასე, რომ მის საწინააღმდეგოდ მარტო ეგენი ქადაგებენ!!!

    ლი   (14.02.2018)
    მკითხავო კაკაბაძის ბჟუტურა დედაკაცო, მაინტერესებს კარტებმა გაუწყეს ეგ შენი მეტად მნიშვნელოვანი დასკვნა, თუ ყავის ნალექში დაინახე ეგ ყველაფერი? რა საცოდავები ხართ დღედაღამე მიშაზე გაბოლებთ თქვე ყველაფერზე წამსვლელო სალახანებო, გასკდით ყველა ერთად ნაკერავზე, სულ ცოტა ხანში მიშა ტრიუმფით დაბრუნდება საქართველოში , შენ და შენი დაქალუშკები -ბესელა, წულუკა კი იმ სენაკში აღმოჩნდებით, რომელსაც დიდიდ ხანია მიშასთვის ამზადებდით!!! მოკლედ გასკდით და !!!!!!!


    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved