Warning: Illegal string offset 'head' in /home/content/17/8082317/html/resonancedaily/temps/tmp_opis_full.php on line 61

Warning: Illegal string offset 'shead' in /home/content/17/8082317/html/resonancedaily/temps/tmp_opis_full.php on line 61
არის თუ არა ბორჯომის ამბები “ოცნებაში“ არსებული პრობლემების მანიფესტაცია?
    სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    გვანცა წულაია
    02.03.2018

    ბორჯომის საკრებულოში ვნებათაღელვა გრძელდება. ადგილზე კვლავ სპეცრაზმია მობილიზებული. ამის მიზეზი კი 28 თებერვლის საკრებულოს სხდომა გახდა, სადაც ხელფასის მომატებასთან დაკავშირებით დეპუტატებს შორის რამდენჯერმე ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. უთანხმოება მერისა და მისი თანამშრომლებისთვის ხელფასის გაზრდის მოთხოვნამ გამოიწვია.

    საკრებულომ ეს საკითხი ჩააგდო, რაც "ქართული ოცნებისთვის" მიუღებელი აღმოჩნდა. აღსანიშნავია, რომ ბორჯომი ერთადერთი რეგიონია, სადაც საკრებულოში "ოცნებას" უმრავლესობა არ ჰყავს.

    "ოცნების" ხელისუფლებამ ეს უნდა მიიღოს სიგნალად, რომ მათი რაიონული მმართველობის რიგებში ყველაფერი რიგზე ვერ არის," - აცხადებს ამ ამბების კომენტირებისას პოლიტოლოგი იგორ კვესელავა.

    არის თუ არა ბორჯომის ამბები "ოცნებაში" არსებული პრობლემების მანიფესტაცია? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების წარმომადგენლებს მიმართა.

     სერგო ვარდოსანიძე (ისტორიკოსი): ბორჯომის ამბები ძალიან ცუდი ფაქტია. ეს არამარტო "ოცნების" პრობლემაა, ეს სახელმწიფო პრობლემად შეიძლება გადაიქცეს, თუ ყურადღება არ მიექცა. ამას ძალიან სერიოზული ყურადღება ესაჭიროება.

     

     

     

     

     ნანა კაკაბაძე (უფლებადამცველი): ბორჯომში ისეთი არაფერი მომხდარა, რომ ვთქვათ, "ოცნებაში" პრობლემებია. "ოცნებაში" გაცილებით უფრო დიდი პრობლემებია. ბორჯომში მომხდარი ამბები დიდი მნიშვნელობის არაა. ელემენტარულ რამეზეა საუბარი. ეს ერთადერთი ადგილია, სადაც "ქართული ოცნება" უმცირესობაშია და ვერ მოახერხა თავისი წინადადების გატანა. ესაა მხოლოდ. ხელისუფლება რაც უფრო მეტ ადგილზე იქნება უმცირესობაში, მით უფრო კარგია. პრობლემები და განსხვავებული აზრი ყველგან უნდა არსებობეს. დღეს "ქართული ოცნების" პრობლემა ისაა, რომ მათ ჰყავთ დანიშნული ოპოზიცია - "ნაციონალური მოძრაობა". ამ პრობლემას უნდა მოგვარება, თორემ მსგავსი პრობლემები სრულიად ჯანსაღია.

     ლადო ვარდოსანიძე (არტიტექტორ-ურბანისტი): ეს საკითხი განსახილველი ქართულ საზოგადოებაშია და არამარტო გინდა "ოცნებაში" და გინდა "ნაციონალურ მოძრაობაში". ვერაფრით ვერ ვისწავლეთ, რომ პირადი ინტერესები საზოგადოებრივი ინტერესების წინ არ დავაყენოთ. ეს დეპუტატები ისე იქცევიან, თითქოს ქუჩის ბიჭები ერთმანეთში რაღაც საკითხს არჩევდნენ. ეს ჩვენი საზოგადოების სენია, სამარცხვინო პოლიტიკოსები გვყავს. ქართულმა საზოგადოებამ ვერ აღზარდა ისეთი პოლიტიკოსები, რომელთაც უნდა ვენდოთ.

     ირმა სოხაძე (მომღერალი): ჩემთვის უსიამოვნო და გაუგებარ არეულობასთან გვაქვს საქმე, ცხადია. ალბათ ხელფასების არგაცემა ნამდვილადაა იმის საფუძველი, რათა ყველაფერი გავაკეთოთ, რომ მათ ხელფასები მიუვიდეთ. მაშინ, როცა ხელფასი საარსებო მინიმუმზე მეტი გაქვს და გაზრდას მოითხოვ თუნდაც 40 ლარით, ამ საკითხის დღის წესრიგში დაყენება, ჩემი აზრის, უხერხულია, უზნეობა თუ არა. რა თქმა უნდა, ვინც მუშაობს, ხელფასი უნდა მიიღოს, მაგრამ მისი გაზრდა ცოტა უადგილოა.

    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved