Warning: Illegal string offset 'head' in /home/content/17/8082317/html/resonancedaily/temps/tmp_opis_full.php on line 61

Warning: Illegal string offset 'shead' in /home/content/17/8082317/html/resonancedaily/temps/tmp_opis_full.php on line 61
რატომ აჭიანურებს არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემას ცხინვალის რეჟიმი?
    სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ეკატერინე ბასილაია
    08.03.2018

    ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი აცხადებს, რომ არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემას ერთი თვის განმავლობაში არ აპირებს.

    მისი თქმით, ეს თემა ქართული მხარის მიერ ძალიან პოლიტიზირებულია და ცხედრის ექსპერტიზის პასუხის გარეშე გადაცემის შემთხვევაში "უფრო მეტ ნეგატივს" მიიღებენ, ვიდრე ახლაა, ექსპერტიზას კი, მინუმუმ, 1 თვე სჭირდება.

    "ასე უბრალოდ არ შეგვიძლია, შევასრულოთ მოთხოვნა ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემასთან დაკავშირებით. მშვენივრად გვესმის, რომ ცხედრის გადასაცემად საჭიროა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა. ასეა მიღებული ევროპაშიც და ამერიკაშიც. მაგალითად, იმავე საქართველოში ამ ექსპერტიზაზე, მინიმუმ, თვე იხარჯება.

    "არ ვამბობთ, რომ ტატუნაშვილის ცხედარი არ უნდა გადავცეთ, თუმცა ჩვენს საზოგადოებაში ასეთი აზრიც არსებობს. ჩვენთან ხომ უგზო-უკვლოდ დაკარგულად 150 ადამიანი ითვლება, რომელთა ბედის შესახებაც მათ ახლობლებს არავითარი ცნობა არ აქვთ. მაგრამ ჩვენ ხომ არ ვახდენთ ამის პოლიტიზირებას.

    "ჩვენ ვშიშობთ, რომ ექსპერტიზის გარეშე ცხედრის გადაცემის შემთხვევაში ჩვენ უფრო მეტ ნეგატივს მივიღებთ, ვიდრე ახლა. მოგვეცით შესაძლებლობა, ყველაფერი კანონის თანახმად გავაკეთოთ", - განაცხადა ბიბილოვმა.

    მანამდე საპატრიარქომ გაავრცელა განცხადება, რომ რუსეთის პატრიარქისგან მიიღეს პასუხი და ცხედრის გადმოცემა მოხდებოდა 7 ან 8 მარტს. უახლოეს დღეებში ცხედრის გადმოცემის მოლოდინზე განცხადება გააკეთა პრემიერ-მინისტრმაც.

    რატომ აჭიანურებს ცხინვალის რეჟიმი გარდაცვლილი არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემას, რას ემსახურება ეს? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების წარმომადგენლებს მიმართა.

    გიორგი ოთხმეზური (ისტორიკოსი): "აჭიანურებენ იმიტომ, რომ წაიშალოს დაზიანებების კვალი. ასევე აშკარაა ის, რომ არავითარ ანგარიშს ჩვენ არ გვიწევენ. ეს არის ცინიზმი. არც ჩვენ გვიწევენ არავითარ ანგარიშს, არც მსოფლიო ქვეყნებს.

    ხომ ყველამ გამოთქვა პროტესტი, ყველამ მიუთითა, რომ უნდა გადმოგვცენ ცხედარი, მაგრამ როგორც თვითონ თვლიან საჭიროდ, ისე იქცევიან. ამით ხაზს უსვამენ მათ "დამოუკიდებლობას" ჩვენგან".

    ამირან ბერძენიშვილი სოციოლოგი): "სხვა არც იყო მოსალოდნელი. თუ ისტორიას თვალს გადავავლებთ, ვნახავთ, რომ დაძაბულობა ყოველთვის მათგან პროვოცირებით ხდებოდა. ახლაც მგონია, რომ რაღაც პროვოცირების მცდელობას აქვს ადგილი, რომ ჩვენ მდგომარეობიდან გამოვიდეთ.

    კვალის დაფარვის მცდელობაც არის, მაგრამ უფრო ჩვენს მოთმინებას ცდიან. ძალიან მძიმე სურათია, შეურაცხმყოფელია, დამამცირებელია და ღირსების ამყრელია ასეთი რამ.

    ჩვენ ყველა ჭირისუფალი ვართ და ყველა განვიცდით, ეს პირდაპირ სახელმწიფოებრიობას ურტყამს. ამის უკან რა მოტივაცია დგას, არ უნდა იყოს ძნელი დასადგენი, პუტინისთვის საარჩევნოდ რამე მისართმევ ძღვენად არ გვაქციონ".

    ზურაბ პაპასქირი (ისტორიკოსი): "ეს არის ცინიზმი! ჩვენ ყველაფერი ამის მოთმენა გვიწევს და ტრაგედიაა. ყველაფერს საზღვარი აქვს და დღეს ხომ ნათელია, რომ 2008-ში საქართველოს სახელმწიფომ რაღაც ვერ მოითმინა.

    დღეს წავიკითხე, ადა მარშანიას უთქვამს, ჩვენ დამნაშავეების მიმართ ისე უნდა ვიქცეოდეთ, როგორც ისრაელის სახელმწიფო. ცნობილია, რომ ისრაელი სადაც მისწვდება, ყველგან სჯის დამნაშავეებს და საკადრისს მიუზღავს.

    ჩვენც რაღაც უნდა გავაკეთოთ, ასე როგორ უნდა ვიყოთ?! ალბათ, წამების კვალის წაშლა უნდათ, მაგრამ თავად ეს ფაქტი ძალიან ცინიკურია, არაქრისტიანულია".

    ირაკლი ცქიტიშვილი (კონფლიქტოლოგი): "ალბათ, უნდათ, რომ ეს პროცესი წარიმართოს მათი წესებით. ამით გვიჩვენონ, რომ ისინიც რაღაცას წარმოადგენენ.

    სხვა მიზეზს ვერ ვხედავ. ჩვენ ზუსტად არ ვიცით, იქ რა მოხდა. ვრცელდება დაუზუსტებელი ინფორმაცია, რომ ცემით მოკლეს, ამიტომ იმის მტკიცება, რომ ისინი ცდილობენ, დაფარონ ძალადობის კვალი, ერთმნიშვნელოვნად არ შეგვიძლია, მაგრამ ასეთი ვერსია სავსებით სამართლიანია იმიტომ, რომ ერთი თვე ექსპერტიზა არც ერთ ცხედარს არ სჭირდება".

    დატოვე კომენტარიკომენტარები (2)
    ჩაწერა სახელი
    LEKSO   (08.03.2018)
    BIBILOVS IMXELA TAVI AKVS MIS TAVS DAHIRDEBA MARTO 6 TVE EKSPERTIZAZE

    ნუგზარ   (08.03.2018)
    პოლიტიკურად დახვეწილი იყო ბიბილოვის ტექსტი და შევეცადოთ ჩვენც დახვეწილი ლოგიკით და შინაარსიანი ლექსიკით ვუპასუხოთ! კომპეტენტური პროფესიონალისთვის გეკითხათ, რატომ არის აუცილებელი ცხედარის ერთ თვეზე მეტ ხანს გაჩერება ცხინვალში?! არის კი აუცილებელი?


    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved